Home რუბრიკები ისტორია ბერია _ ფოლადში მოქცეული სიცოცხლე

ბერია _ ფოლადში მოქცეული სიცოცხლე

605

დამსახურებების მიხედვით, საბჭოთა კავშირში სტალინის შემდეგ მეორე დიდი ადამიანი უეჭველად ლავრენტი ბერიაა. მის როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში ცოტა რამ თუ დაწერილა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი. მე ვეცდები, დაგანახვოთ ბერიას გაკეთებული საქმეები იმ რაკურსიდან, რომლიდანაც, მგონი, ჯერ არავის გაუშუქებია.

დიახ, ბერია საბჭოთა ატომური ბომბის მამაა. დიახ, ბერიამ, ანალიტიკური გონების წყალობით, შექმნა მეცნიერთა გენიალური ჯგუფი, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო შეუძლებელი _ აჩუქა ხალხს ბირთვული იარაღი. დიახ, ბერია, ატომურ პროექტზე მუშაობის პარალელურად, საბჭოთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროექტირებას ისეთი ბალესტიკური და სხვა რაკეტებისა, რომლებმაც მეცნიერი სერგეი კოროლიოვისა და მისი გენიალური დამხმარეების მუშაობის შედეგად დასავლურ ანალოგებს გაუსწრო. მაგრამ არამხოლოდ მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიღწეული გრანდიოზული წარმატებები აყენებს ბერიას ერთ რიგში სტალინთან, მას აქვს კიდევ ერთი დიდი დამსახურება ქვეყნის წინაშე, რომლის შესახებაც ადამიანთა მცირე ჯგუფმა თუ იცის, ესმის და აფასებს ბერიას.

1938 წელს, როგორც ცნობილია, სტალინმა ლავრენტი ბერია, რომელსაც საქართველოში ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი ეკავა, საბჭოთა კაშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლოზ ეჟოვის, მოადგილედ გადაიყვანა მოსკოვში. რატომ ბერია და რატომ ეჟოვის მოადგილედ?

სტალინმა იგრძნო, რომ ამ კომისარიატში (ენ-კა-ვე-დე) რაღაც ხდებოდა, რომ ეჟოვი ვერ ახერხებდა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი უწყებების _ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის _ სათანადოდ მართვას. ეჟოვმა პირადი ინტერესების გამო დაუშვა არა შეცდომები, არამედ მიზანმიმართული და გაუმართლებელი რეპრესიები. ხელში უზარმაზარი ძალის კონცენტრირების შემდეგ, მან _ სახალხო კომისარმა _ თავი ყოვლისშემძლედ იგრძნო და დაიწყო რეპრესიები არა იმ მოტივით, რომ ადამიანი რაღაცაში იყო დამნაშავე, არამედ იმიტომ, რომ ეჟოვი უყურებდა უნდობლობით. ეჟოვი ძალაუფლებამ გახრწნა და ეს იყო პირველი ნაბიჯი სახალხო კომისრის დეგრადაციისა. მან, ნაცვლად იმისა, რომ გაეწმინდა თავისი უწყება ინტერნაციონალისტებისგან, უფრო სწორად, ტროცკისტული ჯგუფებისგან, შემოიფარგლა უმნიშვნელო ზომებით. მისი აზრით, კომისარიატში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც, გარკვეულწილად, თანაუგრძნობდნენ ტროცკის და, რა იყო ამაში ცუდი, სახალხო კომისარს არ ესმოდა. უფრო მეტიც, ის გაუცნობიერებლად ჩაება სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობაში და აღმოჩნდა სხვათა მითითებების შემსრულებელი.

ბერია, როგორც კი ჩავიდა მოსკოვში და გახდა ეჟოვის მოადგილე, მიხვდა, რა ხდებოდა ამ უწყებაში და ვინ ხელმძღვანელობდა საბჭოთა სპეცსამსახურებს; ვისი მეშვეობით მზადდებოდა ქვეყანაში კონტრრევოლუცია, რომელიც, თავის მხრივ, სპეცსამსახურების თანამშრომელთა ქსელის მეშვეობით უკავშირდებოდა ტროცკისტულ არხებს. ბერიას წინაშე დადგა ამოცანა _ გაეწმინდა საბჭოთა სპეცსამსახურები ფარული მტრებისგან. სტალინი არ შემცდარა ბერიაში და ბერიამაც შეძლო შეუძლებელი. 1938-1940 წლებში, ფაქტობრივად, უმოკლეს დროში ლავრენტი ბერიამ გაასუფთავა საბჭოთა სპეცსამსახურები პროდასავლური ჯგუფების გავლენისგან.

შედეგად, 1939 წლის 5 მარტს სტალინმა გაათავისუფლა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მაქსიმ ლიტვინოვი (მეერ ვალახი), პირი, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო მსოფლიო საიდუმლო ხელმძღვანელობასთან. ვალახი ხელს უწყობდა იმას, რომ საბჭოთა რუსეთი ყოფილიყო სხვა ქვეყნების გამუდმებული კონტროლის ქვეშ. საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სოციალისტური რუსეთის მტერმა და ლიტვინოვის პირადმა მეგობარმა ედუარდ ერიომ იმხანად საჯაროდ განაცხადა: “კოლექტიური უსაფრთხოების უკანასკნელი დიდი მეგობარი გაქრა”. ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი. იმჟამინდელი (და დღევანდელი) ლიბერალები და დემოკრატები როგორ აღარ საყვედურობდნენ სტალინს, რომ ის, ფაქტობრივად, ლენინის გარდაცვალებისთანავე იქცა დიქტატორად და, ასე რომ არ მომხდარიყო, არ დაიღუპებოდა უამრავი უდანაშაულო ადამიანი. სტალინი დიქტატორად მათ თვალში იქცა მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ლიტვინოვი გადააყენა; მანამდე, ლიტვინოვის გადაყენებამდე (ანუ 1939 წლის 5 მარტამდე), ვითარების გამოსწორება და გაკონტროლება ყოველთვის შეიძლებოდა იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც ემსახურებოდა ლიტვინოვი. ჯგუფის წევრები არ იყვნენ ტროცკისტები და, შესაბამისად, არ ხმაურობდნენ ტროცკისტების დევნაზე. მათი მიზანი იყო, დაახლოებოდნენ ბუნებრივი ნედლეულით მდიდარ საბჭოთა რუსეთს; ოღონდ რუსეთს, როგორც დანამატს აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ქვეყნებისთვის. მოკლედ, ქვეყანაში არსებობდა დიდი ანტისაბჭოთა ქსელი, რომელიც იმართებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ, და რომელი ქსელიც ბერიამ გაანადგურა.

ბერიამ, რომელმაც გაასუფთავა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო უწყება დასავლეთის გავლენისგან, ამ უწყებაშივე შექმნა საჩივრების განხილვის კომიტეტი და უკანონოდ რეპრესირებულ ადამიანებს მიეცათ საშუალება, წარმოედგინათ შუამდგომლობა, რომ მათი საქმე ხელახლა განხილულიყო. ამრიგად, უზარმაზარი რაოდენობის უდანაშაულო ადამიანი იქნა რეაბილიტირებული, მათ შორის ისინიც, ვინც ეჟოვის მმართველობის პერიოდში აღმოჩნდნენ ციხეში. მოქალაქეები, რომლებმაც თავის თავზე გამოსცადეს ბერიას აპარატის მუშაობა 1939-1945 წლებში, პირდაპირ ამბობდნენ, რომ ბერიას მუშაობის პერიოდში არავინ დაზარალებულა დაუმსახურებლად, ხოლო ვინც ნამდვილი დამნაშავე იყო, დამსახურებულად ზღო (სხვათა შორის, ზოგიერთი უკმაყოფილებასაც კი გამოხატავდა მოღალატეებისადმი რბილი დამოკიდებულების გამო, მათი აზრით, ასეთი ადამიანები კი არ უნდა დაეპატიმრებინათ, არამედ უნდა დაეხვრიტათ).

ბერიასსისასტიკეგამოიხატებოდა იმაში, რომ მან მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომის დაწყებამდე მოღალატეებისგან გაწმინდა სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის არმია. სამწუხაროდ, ომმა დასაწყისიდანვე აჩვენა, რომ მან ამის გაკეთება სრულად ვერ შეძლო, ამის ნათელი მაგალითები იყვნენ მოღალატე ოფიცრები, მაგრამ ბერიამ მთავარი შეძლო _ საბჭოთა სპეცსამსახურები აღარ მუშაობდნენ დასავლეთისთვის, ისინი მუშაობდნენ საბჭოთა სახელმწიფოსთვის და ეს არის ლავრენტი ბერიას მთავარი დამსახურება, უდიდესი დამსახურება! რომ არა ის, საჭირო არ იქნებოდა არც საბჭოთა ატომური პროექტი და არც სარაკეტო დანადგარები, რომ არა ეს ეგრეთ წოდებულიჩისტკა”, საბჭოთა სახელმწიფოს არსებობა 1941 წელს დასრულდებოდა. ბერია არ შემოფარგლულა მხოლოდ საბჭოთა სპეცსამსახურების წმენდით. მან შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობის მიღებისთანავე სტალინს სთხოვა, სასაზღვრო ჯარებიც გადასულიყო მის დაქვემდებარებაში. ბერიამ ამ უწყებაშიც ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ მოკლე დროში მესაზღვრეების ჯარების ქვედანაყოფები ელიტური გამხდარიყო. ბერიას ძალისხმევით სასაზღვრო ჯარი შეივსო ნამდვილი სნაიპერებით; ასე რომ, თითოეული მათგანი მაქსიმალურად მომზადებული იყო არამხოლოდ ხელჩართული ბრძოლისთვის, არამედ სნაიპერობისთვისაც. ერთი სიტყვით, მესაზღვრეები გახდნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, რადგან ბერიას კარგად ესმოდა, რომ მათ შეუძლებელი უნდა შეძლებოდათ, რაც, ფაქტობრივად, ომმა გამოავლინა კიდეც. საინტერესოა, მავანი კიდევ იტყვის, რომ სტალინმა ვერ გათვალა ის საფრთხე, რომელიც ფაშისტური გერმანიისგან მოდიოდა და რომ ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა 1941 წლის ზაფხულს? 1941 წლის 22 ივნისს, როდესაც მესამე რაიხის ჯარებმა შეუტიეს საბჭოთა კავშირს, მათ, ფაქტობრივად, ცოცხალი კლდე, გადაულახავი დაბრკოლება, დაუხვდათ, რომელიც საზღვრის გასწვრივ საბჭოთა მესაზღვრეებმა შექმნეს. მესაზღვრეებმა არა მხოლოდ შეძლეს გერმანელთა შეტევის შეჩერება, არამედ ზოგ შემთხვევაში წინ მიიწევდნენ და თავს ესხმოდნენ მტერს. შეგახსენებთ, რომ ეს 2 000 კილომეტრზე განლაგებულ სასაზღვრო პოსტებზე ხდებოდა. მესაზღვრეები გერმანელთა არტილერიის, ავიაციისა და ტანკების დარტყმებს უძლებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი მტრის შემოტევას რამდენიმე დღის განმავლობაში იგერიებდნენ. შაკმარისია, გავიხსენოთ ბრესტის ციხის დაცვა. და ვინ დაიცვა ბრესტის ციხე? ძირითადად, მებრძოლებმა ბერიას დაქვემდებარებული უწყებიდან. სწორედ მესაზღვრეებმა შეაფერხეს გერმანიის ჯარების წინსვლა და ამით დრო მისცეს საბჭოთა დივიზიებს საბრძოლო პოზიციების დასაკავებლად. ბერიას მიერ გადამზადებული მესაზღვრეების თავგანწირული ბრძოლის გარეშე ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო _ რა თქმა უნდა, ჯარის დაშლა და საბჭოთა არმიისა და ხალხის გარდაუვალი სიკვდილი. კლიმენტ ვოროშილოვის გადმოცემით, როდესაც სტალინმა შეიტყო საბჭოთა მესაზღვრეების გმირული ბრძოლისა და გამძლეობის შესახებ, ცრემლი მოადგა თვალზე და ამ ცრემლს ქვეყნის ლიდერი არ მორიდებია.

მინდა, წამოვწიო კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც თვითონ ბერიამ დაიკისრა პასუხისმგებლობა ომის პერიოდში. ეს არის საბჭოთა ჯარების შეყვანა ირანში. მოგეხსენებათ, თურქეთის მთავრობა თანაუგრძნობდა ჰიტლერის გერმანიას ომში და ის დაუფარავად უჭერდა მხარს ჰიტლერს. იმხანად საბჭოთა ქვეყნის ნავთობის ძირითადი საბადოები მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში. 1942 წლის ზაფხულში გერმანელებმა შეუტიეს საბჭოთა ჯარებს ქვეყნის სამხრეთით და მიიწევდნენ კავკასიისა და ვოლგის მიმართულებით. ჰიტლერი ცდილობდა, საბჭოთა კავშირის ნავთობის საბადოები ჩაეგდო ხელში, მაგრამ კავკასიის დაცვას უშუალოდ ბერია ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევით შეაჩერეს საბჭოთა ჯარისკაცებმა გერმანელები კავკასიონის მთავარ ქედზე. შესაბამისად, გერმანელებმა ხელთ ვერ იგდეს ბაქოს ნავთობი. მაგრამ ამის გაკეთება თურქეთს შეეძლოთ ირანის საშუალებით. ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო გარკვეული კონტრზომები. ბერიამ იცოდა, რომ აუცილებელი იყო ჯარების გაგზავნა ირანის ჩრდილოეთით, სადაც თურქებს შეეძლოთ, შეტევა მიეტანათ ირანულ ნავთობზე. სტალინთან მოლაპარაკების შემდეგ ქვეყნის ლიდერმა გასცა ბრძანება რამდენიმე საბჭოთა დივიზიის გადაყვანის შესახებ ირანში, თურქეთის საზღვართან. მკითხველი, ალბათ, იკითხავს _ ბერიას დაქვემდებარებაში ხომ იყო საიდუმლო სამსახურების ორივე განყოფილება?

დიახ, ეს ასე იყო, მაგრამ ლავრენტი ბერია გახლდათ სრულიად განსხვავებული წესისა და ზნის ადამიანი, რომელსაც კარგად ესმოდა სტალინის. ბერია აცნობიერებდა, რომ სტალინი იყო გენიოსი, დიდი ქვეყნის მშენებელი. ბერია არ იყო ამბიციური და ეგოისტი. მისთვის ძალაუფლება იყო მხოლოდ საშუალება და შესაძლებლობა საკუთარი თავის შემოქმედების პროცესისა. მან, აგრეთვე, კარგად იცოდა, რომ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასავლელი და სასწავლი სტალინამდე. ამ ორი უდიდესი ადამიანის _ სტალინისა და ბერიას _ უნიკალური ტანდემი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა ემსახურო ხალხსა და ქვეყანას: ერთი, როგორც პოლიტიკოსი, ლიდერი და სტრატეგი; მეორე, როგორც იდეალური მენეჯერი და შემსრულებელი.

და მაინც როგორ მოხდა, რომ გონებაშეზღუდულმა ხრუშჩოვმა შეძლო და გაანადგურა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე?

ბერიას ოჯახი

ყველაფერი ბანალურობამდე მარტივია. 1945 წელს ბერიამ სტალინის მითითებით დატოვა საბჭოთა უშიშროების სამსახურების მართვის უფლებამოსილება და ჩაერთო ქვეყნის ატომურ პროექტებში; პარალელურად მეთვალყურეობდა სარაკეტო მშენებლობას. სტალინმა, ბერიას რჩევით, ქვეყნის სპეცსამსახურების უფროსად ვსევოლოდ მერკულოვი დანიშნა, ადამიანი გამოცდილი და პატიოსანი, რომელმაც კარგად იცოდა მუშაობა. სანამ მერკულოვი საბჭოთა საიდუმლო სამსახურის სათავეში იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1946 წლის ივლისში იგი შეცვალა ვიქტორ აბაკუმოვმა. რატომ მოხდა ასეთი გადაადგილება, ამის თქმა ახლა ძნელია, მაგრამ ცნობილია, რომ აბაკუმოვს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მოღვაწეობისას არ დაუშვია არც ერთი სერიოზული შეცდომა. ალბათ, ამ მიზეზით იგი დაინიშნა მერკულოვის ადგილზე. ბერიას, რომელიც უკვე მონაწილეობდა ატომურ პროექტებში, არაერთხელ მიუმართავს აბაკუმოვისთვის დახმარებისთვის და ისიც ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თხოვნას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად კეთდებოდა საბჭოთა უშიშროების კულუარებში, მაგრამ, როდესაც პროცესები შესამჩნევი გახდა, უკვე გვიანი იყო _ აბაკუმოვმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ მისი წინამორბედები _ იაგოდა და ეჟოვი. აბაკუმოვი დარწმუნებული იყო, რომ სწორად მოქმედებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ აბაკუმოვის გარემოცვა ოსტატურად ახერხებდა თავის საქმეს. ფაქტობრივად, ვიღაცის ინტერესებს შეეწირნენ საავიაციო ინდუსტრიის სახალხო კომისარი შახურინი, ავიაციის მარშალი ნოვიკოვი, ვიცე-ადმირალი გონჩაროვი, სსრკ-ის საზღვაო ძალების მინისტრი აფანასიევი, აკადემიკოსი იუდინი და კიდევ სამი ათეული გენერალი. და თუკი მსგავსი რამ დაიწყო სამინისტროში, მაშინ განგაში უნდა ატეხილიყო, მაგრამ ამჯერად განგაში ატყდა აბაკუმოვის წინააღმდეგ _ სსრკ სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს პოდპოლკოვნიკმა რიუმინმა საჩივარი დაწერა აბაკუმოვზე.

აბაკუმოვს ბრალი წაუყენეს სიონისტურ შეთქმულებაში _ ახალგაზრდულ ებრაულ ორგანიზაციასთან კავშირში, რომელიც ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლების განადგურებას. აბაკუმოვს ბრალი ასევე წაუყენეს “ექიმების საქმის” გამო საბოტაჟში… სინამდვილეში მინისტრს ბრალი წაუყენეს იმაში, რაშიც არ იყო დამნაშავე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას “დაეხმარნენ” მისივე გარემოცვიდან, მაგრამ საინტერესოა, ვინ?

 აბაკუმოვი 1951 წლის 12 ივლისს დააპატიმრეს. დაკითხვებისას მან უარყო ყველანაირი ბრალდება. მიუხედავად ვიღაცის მცდელობისა, აბაკუმოვის ბრალდება მტკიცებულებებით არ იყო გამაგრებული. ჩნდება კითხვა _ რატომ იყო საჭირო აბაკუმოვისგან აღიარების მოპოვება? ეს ვიღაცისთვის პრინციპის საკითხი ხომ არ იყო?! საბოლოოდ, ამბაკუმოვს ბრალი წაუყენეს დაუსაბუთებელ რეპრესიებში, რისთვისაც მან მიიღო ღირსეული სასჯელი, მაგრამ არა დახვრეტა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ აბაკუმოვი კვლავ დააპატიმრეს. ახლა უკვე ნათელია, ვინ იყო დაინტერესებული მისი დაპატიმრებით. რა თქმა უნდა, ნიკიტა ხრუშჩოვი. აბაკუმოვს ბრალი წაუყენეს ე.წ. “ლენინგრადის საქმეში” მონაწილეობაში და 1954 წელს დახვრიტეს. რა არის ეს, თუ არა განზრახ მკვლელობა? ჩნდება ლოგიკური კითხვა _ რატომ სურდა ხრუშჩოვს აბაკუმოვის განადგურება? ზოგ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ბერია აფასებდა აბაკუმოვს, მაგრამ მისი ფავორიტი არასდროს ყოფილა. ასე რომ, სხვა ლოგიკური მიზეზი უნდა ვიპოვოთ. ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი _ ხრუშჩოვს ეშინოდა, რომ აბაკუმოვი შეძლებდა, ხელმძღვანელობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია უშიშროების სამსახურებში მოღალატეების შესახებ და დაადგენდა, როგორ შეაღწიეს მოღალატეებმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურაში. ეს კი ხრუშჩოვს ყველაზე მეტად არ სურდა.

ცნობილია, რომ 1945 წლიდან ხრუშჩოვი, როგორც ცენტრალური კომიტეტის მდივანი, კურატორობდა უშიშროების სტრუქტურებს. სწორედ მისი წარდგინებით გადაიყვანეს ორგანოებიდან ბერიას ფავორიტი და ხრუშჩოვისთვის მიუღებელი მერკულოვი (რომელიც ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში დახვრიტეს). აბაკუმოვის “დანაშაული” კი იყო ის, რომ ხვდებოდა, რა ვითარება იყო მის სტრუქტურაში და ეს იყო მიუტევებელი “შეცდომა”. ამის მიხვედრა არც ისე რთულია, თუ დავფიქრდებით და გავაანალიზებთ იმას, რაოდენ საშიში მტერი იყო აბაკუმოვი ხრუშჩოვისთვის, როგორ ეშინოდა მას აბაკუმოვის, რის გამოც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აბაკუმოვს პირველივე დაპატიმრებისას ეღიარებინა “დანაშაული”, ხოლო სტალინის სიკვდილის შემდეგ, უბრალოდ, დახვრიტა. სტალინი და ბერიაც ხვდებოდნენ, რომ უშიშროების სამსახურში ყველაფერი არ იყო რიგზე და ვითარების გამოსწორების მიზნით სტალინმა ბერია კვლავ ძველ თანამდებობაზე დააბრუნა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროც მას დაუქვემდებარა. ბერიას ხელში უზარმაზარი ძალა იყო კონცენტრირებული. ეს მოხდა სტალინის გარდაცვალებამდე. საბოლოო ჯამში, ლავრენტი ბერია თითქმის დამნაშავე აღმოჩნდა სტალინის სიკვდილში. და მას მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა გასაკეთებელი _ გამოეკვლია სტალინის სიკვდილის მიზეზები.

ბერიამ დაუყოვნებლივ დაიწყო რეფორმები: 9 მარტს გამოაცხადა ამნისტია 1.2 მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრა აბაკუმოვის განყოფილებამ. დაიხურა 400 ათასი ადამიანის საქმე, მათ შორისექიმების საქმებერიას კარგად ესმოდა, რომ კრემლის ყველა ექიმი არ და ვერ იქნებოდა მოღალატე და მკვლელი და რომ ამ საკითხს ინდივიდუალურად უნდა მიდგომოდა. გარდა ამისა, უშიშროების სამსახურში დაიწყო ე.წ. “წმენდა”, ძირითადად, იმ თანამშრომლების შემცირება, რომლებიც მუშაობდნენ საზღვარგარეთ. ბერიამ, აგრეთვე, დაიწყო რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობდა… ხრუშჩოვსა და ცენტრალური კომიტეტის სხვა წევრებს კარგად ესმოდათ, რომ ბერია უნდა მოეცილებინათ, და ეს უნდა გაეკეთებინათ, რაც შეიძლება, მალე. თორემ, თუ ბერია ჩაიგდებდა ხელში ძალაუფლებას, ისინი დაკარგავდნენ თავიანთ პოსტებსა და პრივილეგიებს. მაგრამ როგორ უნდა მოეხერხებინათ ეს? იმ თანამშრომლების დახმარებით, რომელთა დათხოვნაც ბერიამ ვერ მოასწრო… მე არ შევუდგები წერას იმაზე, როგორ მოიცილეს ლავრენტი ბერია. ოფიციალური ვერსიისა არავის სჯერა. ფაქტია: ის მოიცილეს იმ უხილავმა ძალებმა, რომლებმაც შემდეგ მანიპულაციებით ხრუშჩოვიც გამოიყენეს.

P.S. “საქართველო და მსოფლიოსწინა, 27- ნომერში გამოქვეყნებული იყო მასალა სათაურითმსოფლიოს ულამაზესი პლაჟები”, რომელშიც ლაპარაკი იყო მექსიკის, ბაჰამის კუნძულების, ესპანეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების თვალწარმტაც პლაჟებზე. ლამაზი პლაჟების სარეიტინგო სიაში, ალბათ, სპეციფიკურობიდან გამომდინარე, არ იყო შეყვანილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის პლაჟი, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში. არადა, ურეკის პლაჟი გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვისა და საყრდენმამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვების საბანაოდ.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here