მთავარი საზოგადოება ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას გმირობა

ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას გმირობა

208
გააზიარეთ

დიახ, ჭეშმარიტი გმირობაა რუსეთისა და ბელარუსის მეცნიერებათა აკადემიის სესიაზე ამავე აკადემიის ნამდვილი წევრის _ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მიერ 2019 წლის 21 დეკემბერს წარმოთქმული სიტყვა.

ბატონმა ალექსანდრემ სესიაზე გამოსვლა სტალინის დაბადების 140 წლისთავს მიუძღვნა, სახელწოდებით “სიტყვა სტალინზე”, რომელიც სიმართლის მესაჭე გაზეთმა “საქართველო და მსოფლიომ” მკითხველს ახლახან, 2021 წლის 22-28 დეკემბრის 46-ე ნომერში გვაახლა. მადლობა ამისთვის სარედაქციო კოლეგიას.

“სიტყვა სტალინზე” ალექსანდრე ჭაჭიას მეტად ორიგინალური, ღრმად მეცნიერული გამოკვლევაა, სტალინიზმის, როგორც მოძღვრების დამაჯერებელი დასაბუთება, რომელიც ლენინიზმისგან განსხვავდება.

ალექსანდრე ჭაჭიას გმირობას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ ის რუსულ-ბელარუსული აუდიტორიის წინაშე გამოვიდა. მან გაბედულად მოუწოდა, შეიცნონ, გაიაზრონ და აღიარონ ჭეშმარიტება _ იოსებ სტალინის გენიალურობა.

ბატონი ალექსანდრე მართალია, როცა ამბობს: “ადამიანთა 10-15 პროცენტი ყოველთვის იყო ი.ბ. სტალინის მაგინებელი”, თუ რატომ _ ამას მკითხველი “საქართველო და მსოფლიოს” ზემოაღნიშნულ ნომერში გაეცნობა.

მე, 92 წლის ბერიკაცს, ძალზე მაშფოთებს, როცა სტალინზე აუგს ქართველი კაცისგან ვისმენ. იოსებ სტალინი რომ გარდაიცვალა, იმხანად მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კურსის ასპირანტი ვიყავი და საკუთარი თვალით ვიხილე ხალხის არნახული სიყვარული და განუზომელი მწუხარება, რომელიც სტალინის გარდაცვალებამ გამოიწვია. ამის დავიწყება ჩემთვის წარმოუდგენელია.

მაშ, მკითხველებო, გაეცანით სტალინიზმს, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მოძღვრებას, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” ორ გვერდზეა განფენილი და ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ გაგვაცნო.

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,

პოლიტოლოგი ქუთაისიდან

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here