Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის არმიაში ფსიქოლოგი ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე ძალადობდა

აშშ-ის არმიაში ფსიქოლოგი ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე ძალადობდა

976
ჰიტ სომერი

ფსიქოლოგი ჰიტ სომერი, რომელიც აშშის სამხედროსაჰაერო ძალების კალიფორნიის შტატის ბაზაში მუშაობდაჯარისკაცებსა და ოფიცრებზე  სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. ექიმი სამხედროებს პოსტტრავმატული სტრესული მოშლილობის დაძლევაში უნდა დახმარებოდა, მაგრამ თავისი ქმედებით მათ მდგომარეობა გაურთულა.

მკურნალობის მისი მეთოდი იყო ე.წ. ექსპოზიციური თერაპია, რომლის დროსაც პაციენტი სტრესულ მდგომარეობაში შეჰყავთ, რითაც შიშისა და შფოთის დაძლევას სწავლობს.

მაისის დასაწყისში ფსიქოლოგი დააპატიმრეს. გამოძიებამ გაარკვია, რომ “თერაპიის” დროს ჰიტ სომერი პაციენტებზე სექსუალურად ძალადობდა. პროკურორებმა მას ბრალად წაუყენეს მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება. CBS News-ის ცნობით, ფსიქოლოგი ბაზაზე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. რამდენ კაცზე იძალადა, დღეს ცნობილი არ არის.

აქტიური პედერასტი ექიმი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. იგი დაპატიმრებულია, გამოძიება გრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here