Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ თუ რუსეთი და საქართველოს ადგილი გლობალური კატაკლიზმების ჟამს

აშშ თუ რუსეთი და საქართველოს ადგილი გლობალური კატაკლიზმების ჟამს

259

ტელევიზიის ტოტალურმა განვთარებამ და ინტერნეტმა, რომელიც ეგზემასავით მოსდებია დედამიწის სხეულს, ბეჭდურ მედიას, კარგა ხანია, დააკარგვინა (გნებავთ, წაართვა) ახალი ამბების (“ნიუსის”) გამავრცელებლის პირველწყაროს ფუნქცია _ სანამ მავანი გაზეთის კორესპონდენტი გაგონილსა თუ ნანახს რედაქციაში მიიტანს და დაბეჭდავს, მანამდე ტელევიზიები იმავეს ოპერატიულად მიაწვდან მაყურებელს. რა გაეწყობა ასეთია რეალობა

მაგრამ ამ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება სულაც არ აქვთ გარანტირებული ფინანსურად ძლიერ ტელევიზიებს, რადგან ყოველდღიური თუ ყოველკვირეული ჟურნალგაზეთები ამჩამორჩენისლიკვიდაციას მაღალი დონის პუბლიცისტიკით, ჩვენი დროის გმირებთან თუ ანტიგმირებთან ინტერვიუებით, ერთი კვირის განმავლობაში მომხდარის ანალიზით (“საქართველო და მსოფლიოსშემთხვევაში _ ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე) და, აქედან გამომდინარე, მომავალში შესაძლო მოსახდენზემარჩიელობითვახერხებთ. მე კი მრავალჯერ ნათქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ერთი კვირის განმავლობაში მომავალ წერილზე ფიქრისას იმ წერილის მთავარი თემისგამოცნობა”, რომლის ირგვლივაცვიტრიალებ”, მიჭირს ხოლმე და ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, ეს ფიქრი ორშაბათამდე გრძელდება და, რადგან მასალა სამშაბათ დილას რედაქტორის მაგიდაზე უნდა იდოს, ჩემს საწერ მაგიდასთან მჯდომს ბევრი ღამე თავზე თეთრად დამთენებიაასე იყო ამჟამადაც და ფიქრთა ჩემთა მცირე კომენტარებით მკითხველს გავუზიარებ:

მიშა, მიშა, მიშა, რომ იტყვიან, უკომენტაროდ შეიძლებოდა გაგვეტარებინა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს კურდღელი 9 წლის განმავლობაში იყო, პრეზიდენტი კი არა, მეფე სრულიად საქართველოსი, თანაც ისეთი უფლებამოსილებებით, როგორებიც ბაგრატიონთა ათასწლოვან სამეფო დინასტიის არც ერთ მეფეს არ ჰქონია. ასე რომ, როგორც გურიაში იტყვიან, ეს “შიშველი გადარეული” არც მთლად უსაფუძვლოდ უტოლებს თავს დავით აღმაშენებელს. სერიოზულად კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიშიკო I-მა, შინ თუ გარეთ ყველას თავი მოაბეზრა, გარდა ჩვენი ფარჩაკი ხელისუფლებისა, რომელსაც მიხოს გაშემო ყოველდღიური აჟიოტაჟის შენარჩუნება ხელს აძლევს, რათა საქართველოს მშიერმწყურვალ მოსახლეობას ფიქრებისხვა მიმართულებითარ გაექცეს და, ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად ნაგვის ურნებში გადაყუდებულებმა, ერთხელაც თავი არ წამოყონ, სააკაშვილის შარდის ანალიზის მონაცემების მაგივრად, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით არ დაინტერესდნენ და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი კითხვები არ დაუსვან საკალანდო ღორებივით გასუქებულ ხელისუფალთ.

იმავეს თქმა ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებული “ოპოზიციის” მიმართაც შეიძლება, რომელსაც საკაშვილის თემის მუდმივი აქტუალიზაცია ქოცებზე არანაკლებ აძლევთ ხელს, რადგან სტატუს-კვოს შენარჩუნება, მართალია, სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც, ამყაყებულ ქართულ პოლიტიკაში დარჩენის გარანტიაა… სანამ წერილს განვაგრძობ, მცირე ლირიკული გადახვევა მწარე, მაგრამ მაინც, ღიმილისთვის: ფიგურალურად ნათქვამი ფრაზით “1-2-კაციანი პარტია” იმ პარტიების ლიდერებს ვაქილიკებდით, რომლებიც ყველა არჩევნებში მონაწილეობდნენ, მაგრამ პარლამენტში ვერასდროს ხვდებოდნენ. ბიძინა ივანიშვილმა ეს ხარვეზიც გამოასწორა _ მის მიერ “გაკრეფილი შუა” სწორედ ამ 1-2-კაციანმა პარტიებმა შეავსეს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტში ხალხის მიერ “არჩეული” (წაიკითხე, ბიძინას მიერ შერჩეული) თითო-ოროლა დეპუტატის გაყვანა მოახერხეს.

ქართული პოლიტიკის “პატრიარქმა”, მარად ოპოზიციონერმა შალვა ნათელაშვილმა ამ მხრივ ყველას “მოუჯოკრა”, რომელმაც დანარჩენი “ოპოზიციის” 2-3-კაციანი ჰარმონია დაარღვია და “არ შევალ, არ შევალ” დიდი ხნის ძახილის მიუხედავად, ლეიბორისტების სახელით საკუთარი თავი (ერთი, მაგრამ რა თავი _ მხოლო შალიკოს ცნობილი “დაუნ ვი დიქტეიტე” გადაწონის საპარლამენტო თუ ქუჩის ოპოზიციას) ჩააბრძანა დეპუტატის სავარძელში, რითაც კიდევ უფრო მრავალპარტიული გახადა საქართველოს პარლამენტი. ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით ღადაობითგანტვირთვის საშუალებაც წაგვართვეს ამ უსინდისო ქოცნაცებმა. იქნებ ძალიანაც კარგი, რადგან ამღადაობაღადაობაშინელნელა მივუახლოვდით წერილის მთავარ თემას _ აშშისა და რუსეთის ურთიერთობებს და ქვემოთ ვნახავთ, რომ, თუ საქართველო საგარეო პოლიტიკას 180 გრადუსით არ შეცვლის, “ღადაობაკი არა, თავში საცემად გაგვიხდება საქმე. ისე, განვლილი არჩევნების შედეგებს თუ გადახედავთ, “გამარჯვებული” ქოცების მიერ დაკომპლექტებულ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებებში, რომ იტყვიან, “სანთლით საძებარი გაგიხდებათ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს ებრძოდნენ. მათ შემხედვარეს ფრუნზიკ მკრტჩიანის ფრაზა მახსენდება გიორგი დანელიას ფილმ-შედევრ “მიმინოდან” _ “Кто он такой, этот потерпевший? Куда он пошёл? Я его, говорит, первый раз вижу!”მართლაც და ვინ არიან, საიდან გამოჩხრიკა ბიძინამ ეს უსახო სახეები, რომლებსაც მსოფლიოსთვის ამ კრიტიკულ ჟამს საქართველოს მართვა აბარიათ? თუმცა ვის რა აბარია?! საქართველოს ხომ აშშ-ის მიერ მოწყობილი ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მათ მიერ დანიშნული ლიბერასტული ხელისუფლება მართავს…

არასამათავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტისგან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებას მოითხოვენ. მათთვის იმედის მომცემია პრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვით დაუშვებელია წინასწარი განხილვების გარეშე კანონის დაჩქარებული წესით მიღება. ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს მკაცრი განცხადება, რომლის დედააზრიც არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ქმედებები “აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს”. მსგავსი ფარისევლობა გაგონილა? რუსოფობმა ოპოზიციამ აიტაცა ეს განცხადება და ქოცების ხელისუფლებას რუსოფილიაში დასდო ბრალი.

მაგრამ მალე გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტოდ მკაცრი მიმართვა, რომელიც ულტიმატუმს უფრო ჰგავდა: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ყელში ამოუვიდა კოლექტიური დასავლეთის (აშშ) ტყუილები. უფრო მეტიც, 5-პუნქტიანი მიმართვა-ულტიმატუმის მიღმა რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ისეთი რამ განაცხადა, ყურებს არ დავუჯერე: “НАТО “надо собирать манатки” и отправляться на рубежи 1997 года!” _ ნატომ ბარგი-ბარხანა უნდა შეაგროვოს და 1997 წლის მდგომარეობისკენ წავიდესო, ანუ იმ წელზეა საუბარი, როდესაც ნატომ აღმოსავლეთისკენ გაფართოება დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ესმოდა, რომ ულტიმატუმის ხუთივე პუნქტს ამერიკა არ შეასრულებდა, მაგრამ ვერც ნატო გაფართოვდება აღმოსავლეთით, ანუ საქართველო და უკრაინა, მუხედავად ანგლოსაქსების ბაქიბუქისა, ვერასოდეს გახდებიან ნატოს წევრები.

ამასობაში ყაზახეთის ცნობილი სისხლიანი პროცესები დაიწყო, რომელიც ე.წ. “ოდკბ”-მ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებილი არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) რამდენიმე საათში ჩააქრო. 2-3 დღეში ყაზახეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე სტაბილური მშვიდობა დაამყარა და რუსეთის სამშვიდობო ნაწილები სამშობლოში დაბრუნდნენ. არ გამართლდა ამერიკის რუსოფობი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, პროგნოზი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ქვერდანაყოფების ყაზახეთში შესვლის შემდეგ ენაკვიმატობდა. ციტატა: “როცა შენს სახლში რუსებს აღმოაჩენ, ისტორიულად ცნობილია, იქიდან მათი გაყრა ძნელია”. ბლინკინი დარწმუნებული იყო, რომ პუტინს ყაზახეთის სამუდამო ანექსია ჰქონდა გადაწყვეტილი. ამერიკის სახელმწიფო მდივანს მყისიერად და ადეკვატურად უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ: “თუ ენტონი ბლინკენს ასე უყვარს ისტორიის გაკვეთილები, მაშინ მხედველობაში იქონიოს შემდეგი:როცა შენს სახლში აღმოჩნდებიან ამერიკელები, ძნელია, ცოცხალი გადარჩე, არ იყო გაძარცვული ან გაუპატიურებული!”

მიუხედავად ზემოთქმულისა, 10-12 იანვარს მაინც შედგა აშშ-რუსეთის, ნატო-რუსეთისა და ეუთო-რუსეთის ადრე დაგეგმილი შეხვედრები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დასრულდა. ჩემთვის (ვიმედოვნებ, საზოგადოებისთვისაც) ერთდერთი საინტერესო რამ შევიტყვე: ნატოს გენმდივანი ვინც უნდა იყოს, მისი პირველი მოადგილე აუცილებლად ამერიკელი იქნება, ანუ იენს სტოლტენბერგი “ქაღალდის ვეფხვია”, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება და ნატოს რეალურად აშშ მართავს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური დასავლეთის ერთპიროვნული მმართველი ამერიკის შეერთებული შტატებია…

ან რუსეთი, ჩინეთი და აშშ გავლენის სფეროებს მშვიდობიანად გაინაწილებენ, ან მსოფლიო რეალური განადგურების საფრთხის წინაშე დადგება.

ვნახოთ, რა მოხდება. მოკლე ხანში ბევრი რამ გაირკვევა. ყოველ შემთხვევაში რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე (აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით) ძველ გავლენებს ნებით თუ ძალით უეჭველად აღადგენს და, როგორც დიდმა ჭაბუამ თქვა, “ჭკუით, ქართველებო!”

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ბ-ნო დავით, მართალია, სანამ მავანი გაზეთის კორესპონდენტი გაგონილსა თუ ნანახს რედაქციაში მიიტანს და დაბეჭდავს, მანამდე ტელევიზიები იმავეს ოპერატიულად მიაწვდან მაყურებელს. მაგრამ ტელევიზიების ტყუილებს თქვენი და გაზ. „საქართველო და მსოფლიოს“ სხვა ავტორთა მართალი სტატიების ლოდინი გვირჩევნია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here