მთავარი პოლიტიკა აშშ-ევროკავშირი კატეგორიულად მოითხოვს კონსერვატიული ფლანგის ლიდერების დაკავებასა და გასამართლებას

აშშ-ევროკავშირი კატეგორიულად მოითხოვს კონსერვატიული ფლანგის ლიდერების დაკავებასა და გასამართლებას

“დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უწევს არჩევანის გაკეთება _ ან საბოლოოდ უნდა დაემონოს ჩვენი შვილების გამპიდარასტებელ მოძრაობას, ან წინ აღუდგეს მას”

223
გააზიარეთ

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოსთხოვა, სამართლებრივი პასუხისგება დააკისროს 5-6 ივლისს რუსთაველზე გეიაღლუმისა და სოდომიის პროპაგანდის წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი მანიფესტაციის ორგანიზატორებს, მმართველმა გუნდმა მითითებები ნაწილობრივ შეასრულა და 16 ივლისის დილიდან მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს აქციის ორგანიზატორების, მათი თანამებრძოლებისა და აქტიური მხარდამჭერების სახლები. პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს ათეულობით მოქალაქე (მათ შორისალტინფოსდამფუძნებლები და სასულიერო პირი, მამა სპირიდონი (ცქიფურიშვილი); დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა და იყო მოლოდინი, რომ ლიდერებს აღარ გამოუშვებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაინახა, ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოების უკმაყოფილება იზრდებოდა (რაც განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში იგრძნობოდა), განყოფილებებში გადაყვანილი უკვებლივ ყველა მოქალაქე გაათავისუფლა. მათ შორის იყვნენ კონსერვატიული ფლანგისა და ლგბტ თემის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი მოძრაობების აქტიური წარმომადგენლები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, რომლებსაც სამართალდამცველებმა 16 ივლისს, დილაადრიან, შინ მიაკითხეს. ჩხრეკის შემდეგ ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს. სადარბაზოსთან მათ ჟურნალისტებად წოდებული ათეულობით პროვოკატორი დახვდათპოლიციაში დაკითხვა საღამომდე გაგრძელდარას ნიშნავდა ხელისუფლების მიერ 16 ივლისს ჩატარებული ჩხრეკები და კონსერვატიული ფლანგის ლიდერების მასობრივი დაკითხვები, ვინ ითხოვს მათ დაკავებას და გასამართლებას, რაც მმართველი გუნდისთვის, შესაძლოა, სერიოზული წნეხს ქმნიდეს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უფრო დეტალურად გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები გვესაუბრებიან.

“ისევ ამერიკის ელჩია ავანგარდში, ისევ ეკლესია ჰყავთ სამიზნეში, ისევ ანტილიბერალური ძალები და მოძრაობები”

_ ბატონო ალექსანდრე, 16 ივლისს დილაადრიან თქვენთან სამართალდამცველები მოვიდნენ. გაჩხრიკეს თქვენი სახლი და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაგიყვანეს დაკითხვაზე. იმ დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანის სახლში მივიდნენ, მათ შორისალტინფოსდამფუძნებელ ლევან ჩაჩუასა და სხვებთან. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ქმედება?

_ პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის წნეხშია მოქცეული. ისინი ამბობენ, რომ ყველა “მოძალადეს” და, საერთოდ, ლგბტ აღლუმისთვის რაიმე ფორმით ხელისშემშლელ ყველა მოქალაქეს სისხლისსამართლებრივი პასუხისგება უნდა დაეკისროს. 16 ივლისს ჩატარებულ ჩხრეკებს კი საერთო არაფერი აქვს გამოძიებასთან. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ კრიმინალები არ ვართ და ჩვენს სახლებს არ სჭირდებოდა გაჩხრეკა… შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი იყო რამდენიმედღიანი ლიბერალური წნეხის შედეგი. ეს ერთი. მეორე _ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათლად იკვეთება ის სულისკვეთება, რომ მათთვის მთავარია არა დანაშაულის დამტკიცება, არა ფაქტები, რომელთა საფუძველზეც საქმეს აღძრავენ და ვიღაცას კონკრეტულ დანაშაულს დაუმტკიცებენ, არამედ მთავარია, ყველა დაისაჯოს სხვათა შორის, წლების წინათ ზუსტად ასეთი დირექტივებით, აბსურდული ბრალდებით დააკავეს ჩვენი სულიერი ძმა, ჩვენი თანამებრძოლი ლევან ჩაჩუა და მასთან ერთად 7 ახალგაზრდა, რომლებსაც ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის გამო დასდეს ბრალი. არ არსებობდა მათ წინააღმდეგ ფაქტი, არ არსებობდა არანაირი დანაშაულის დამამტკიცებელი გარემოება, ან როგორ იარსებებდა, რაც არ მომხდარა, მაგრამ დაიჭირეს. რატომ? ერთადერთი მიზეზის გამო _ ისინი ამხელდნენ ლიბერალურ სისტემას, ამიტომ ყელში ჰყავდათ გაჩხერილი. სხვათა შორის, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ მაშინაც ამერიკის ელჩი გამოვიდა _ ჯონ ბასი, და პირდაპირ მოითხოვა ბიჭების დაჭერა ანალოგიურ სურათს ვხედავთ დღესაც _ ისევ ამერიკის ელჩია ავანგარდში, ისევ ეკლესია ჰყავთ სამიზნეში, ისევ ანტილიბერალური ძალები და მოძრაობები… ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ახლა მოუწევს ყველაზე დიდი გამოცდის ჩაბარება და დიდწილად მის პოლიტიკურ მომავალს გადაწყვეტს სწორედ ეს პროცესი. ვიმედოვნებ, მმართველ გუნდს ეყოფა ძალა, რომ არ შეასრულოს ამერიკის დირექტივები და არ იმოქმედოს საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ

_ თუ მმართველი გუნდი ვერ გაუძლებს წნეხს და იძულებული იქნება, დაიწყოს მასშტაბური რეპრესიები, რა გზა დარჩება საზოგადოებას ამ ყველაფერთან გასამკლავებად?

_ აქ ერთი საკითხიცაა მნიშვნელოვანი: ხელისუფლებამ მე კი გამომიშვა და 16 ივლისს დაკითხვაზე გადაყვანილი ჩემი მეგობრებიც, მაგრამ ჩვენი სხვა მეგობრები დღემდე არიან დაკავებულები. აბსურდული ბრალდებებით დააკავეს ბიჭები _ რამდენიმეს ედავებიან, რომ ლგბტ ატრიბუტიკა გაანადგურეს. არადა, მათ ე.წ. ლგბტ-ს დროშა ჩამოხსნეს და იმ ადგილას საქართველოს დროშა აღმართეს. ხვდებით, რაზეა საუბარი? ეს ბიჭები, დაკავებულებს ვგულისხმობ, არიან პირადად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ევროკავშირის სინდისის პატიმრები. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროცესების შედეგად ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი და საბოლოოდ განისაზღვრა, საიდან მოდის იდეოლოგიური ძალადობა ჩვენზე. რა თქმა უნდა, ამ ძალადობის სათავე არის აშშევროკავშირი. სწორედ მათკენ უნდა იყოს ჩვენი ყურადღება მიპყრობილი, რათა, საიდანაც მოდის წნეხი, იქ შევუტიოთ და არა, ვთქვათ, ვიღაც გიორგი თაბაგარს ან ცალკეულ მცირეკალიბრიან ლიბერალებს გავუმართოთ აქციები… რაც შეეხება ხელისუფლებას, მართალია, მან გარე ზემოქმედებიდან გამომდინარე ბევრი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, განსაკუთრებით გამოვყოფ ე. წ. ანტდისკრიმინაციული კანონისა და ე.წ. ბავშვთა კოდექსის მიღებას, მაგრამ დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უწევს არჩევანის გაკეთება _ ან საბოლოოდ უნდა დაემონოს ჩვენი შვილების გამპიდარასტებელ მოძრაობას, ან წინ აღუდგეს მას. იყო შემთხვევები, როცა ქრისტიანებს შიშით ან კიდევ სხვა მიზეზით უარი უთქვამთ ქრისტეზე, მაგრამ, როცა მომხდური არ სჯერდებოდა სიტყვიერ უარყოფას და მათგან ხატების შენერწყვას მოითხოვდა, ბევრი სწორედ ამ მომენტში ფხიზლდებოდა და უარს ამბობდა ხატის შეურაცხყოფაზე. ახლაც მსგავსი სიტუაციაა და ჩვენს ხელისუფალსაც მსგავს სულის სიმხნევეს ვუსურვებ, რათა გაემიჯნოს სოდომურ ძალებს და ჩადგეს ღვთისა და ერის სამსახურში

“არავის არ ეშინია, პროტესტს ვერ ჩაახშობენ, პირიქით, ამით კიდევ უფრო გვაძლიერებენ!”

გურამ ფალავანდიშვილი:

_ ეს ჩხრეკები და შემდეგ დაკითხვები პოლიციის განყოფილებებში, რომელთა გამოც საზოგადოება, ბუნებრივია, დაიძაბა, გამოწვეული იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წნეხით _ კატეგორიულად მოითხოვეს ხელისუფლებისგან, რომ, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა დანაშაულის მტკიცებულებები და ფაქტები, ჩვენ მიმართ დაიწყოს სამართლებრივი დევნა.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივ რამეს ემსახურება _ იმ ადამიანებიდან, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში სოდომიის ნორმალიზაციას და საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობების მიხედვით ორგანიზებას უკეთებენ აქციებს, ნაწილი დაიჭირონ, ხოლო ნაწილი გააჩუმონ. აი, ამისთვის დადგა ფეხზე ეს სოდომური კოალიცია და ამიტომ არის ისტერიკაში, მაგრამ ჩვენი გაშავების ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი ისტერიკული კამპანია აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულიასხვათა შორის, მეუფე შიოს ქადაგების შემდეგ გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ ხელისუფლება შეიძლება დათანხმდეს კანონის მიღებაზე, რომლითაც მამათმავლობის პროპაგანდა აიკრძალება. ეს სამომავლო ამბავია

რაც შეეხება ძალადობას და იმას, რომ ჟურნალისტების ცემაზე აპელირებს ყველა, ცემა, რა თქმა უნდა, არ არის ქრისტიანული მეთოდი, მაგრამ მათ უნდა გააცნობიერონ, რამ გამოიწვია ხალხის აღშფოთება. ეს გამოიწვიეს იმ ადამიანებმა, რომლებიც პროვოკაციულად გაიძახიან: “საპატრიარქო ყარს”, “ეკლესია მოძალადეა”, მერე მიდიან და საპატრიარქოს კედლებს თხუპნიან… როცა წლების განმავლობაში ტელეეთერებიდან ისმენ ეკლესიის შეურაცხყოფას, ხედავ, როგორ უცვივდებიან მიკროფონიანი პროვოკატორები სასულიერო პირებს ტაძრებში, როგორ ართმევენ ბავშვებს საპატრიარქოს, როგორ გვაგინებენ კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანებს, დაგვცინიან, გვეძახიან ბნელებსა და პუტინის აგენტებს, ეს ყველაფერი გროვდება და ერთხელაც ამოხეთქავს.

ეს მოძრაობები, განსაკუთრებით ე.წ. გენდერის თეორია, სატანური შეთქმულებაა კაცობრიობის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა ანტიქრისტეს ტახტისთვის და ადამიანის გასაპირუტყვებლად, ბინძურ ჭაობში გასახრწნელად, რომელსაც ისინი, თუ ვიბრძოლებთ და უფალი შეგვეწევა, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევენ…

_ როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ხელისუფლება დასავლეთის წნეხს? თუ ვერ გაუძლებს, რა საშუალებებით შეიძლება დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს?

_ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: რაც უფრო გაიზრდება წნეხი და დაჟინებით მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მკაცრად იმოქმედოს, მით უფრო გაძლიერდება საზოგადოებაში არსებული ანტილიბერალური, ანტილგბტ განწყობები. ნეტავ, კიდევ უფრო უარესი მოითხოვონ, მერე ნახავენ… მე ციხეში ჩაჯდომაზეც თანახმა ვარ, ოღონდ ხალხმა კიდევ უფრო ნათლად დაინახოს, რამხელა უსამართლობასა და უნამუსობასთან გვაქვს საქმე დემოკრატიის სახელით. თუმცა ამას მთლად ისეთი ფორმებით, როგორც ლგბტ თემსა და მათ მხარდამჭერ ლგბტ “ჟურნალისტებს” უნდათ, ვერ გაბედავენ…

_ რატომ?

_ თუნდაც იმიტომ რომ, ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, კარგად ხვდება, რა განწყობებია საზოგადოებაში. ვფიქრობ, ის უფრო კარგად ხედავს და გრძნობს, აქ რა ხდება, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ დეგნანი ლგბტ აქტივისტია და სულითა და გულით მათკენაა. რაც შეეხება ევროკავშირს, რომელიც ასევე არანაკლებ აქტიურია. იქ უნდა ესმოდეთ, რომ, სანამ ხალხი აზვირთდება, სანამ ათიათასობით მოქალაქე პირდაპირ კართან მიადგებათ მოთხოვნით: “თავი დაგვანებეთ!” , ჯობია, შეწყვიტონ გარყვნილების პროპაგანდა. არ ეგუება ამას ქართველი ხალხი და არ სურს მიიღება! სასწრაფოდ შეწყვიტონ ჩვენი დევნა, შემოვარდნა სახლებში, ჩხრეკა, დაკითხვები; თუნდაც დაგვიჭირონ, იმედია, ვერ გავტეხენ და ამით პროტესტს ვერ ჩაახშობენ, პირიქით, კიდევ უფრო გაგვაძლიერებენ და გაგვიზრდიან მოტივაციას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების მომავლისთვის.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here