Home რუბრიკები პოლიტიკა არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილის ბიძამ საქართველოდან აშშ-ის პასპორტის წყალობით გაასწრო

არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილის ბიძამ საქართველოდან აშშ-ის პასპორტის წყალობით გაასწრო

757

როდესაც სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, რამდენიმე დღის წინათ თბილისში ჩამოფრინდა, მე განვაცხადე, რომ ის ერთადერთი ადეკვატური და გამოცდილი ადამიანია სააკაშვილის ოჯახსა და სანათესაოში, რომელიც ჩამოვიდა არა გიულის სანახავად და 21 დეკემბერს ძმისშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, როგორც აცხადებდნენ, არამედ ხელისუფლებასთან გასარიგებლად საქართველოდან მიშას ევაკუაციის თაობაზე. მაგრამ სააკაშვილის მთავარმა პიარჟურნალისტებმა ალასანია შეცდომაში შეიყვანეს _ დაჰპირდნენ შეუძლებელს, რომ მის მიერ შეთავაზებულ კომბინაციასზემოთმოწყალედ მიიღებდნენ. სინამდვილეში კი ალასანია ჩამოსვლისთანავე გამოიძახეს სასამართლოში, სადაცკაგებე”- ყოფილ პოლკოვნიკს რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება დაემუქრა. როგორც ჩანს, მხოლოდ ამერიკის მოქალაქეობის პატივისცემით, მას 24 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად, რათა ციხეში არ მოხვედრილიყო და ეს შანსი მან მიშას დაბადების დღემდე ორი დღით ადრე გამოიყენა.

აი, პასუხი კითხვაზე “ჰუ ის ჰუ”, რომელიც ზემონახსენებ პუბლიკაციაში დავსვი _ თემურ ალასანია აღმოჩნდა არა აშშ-ში შეგზავნილი რუსული სპეცსამსახურების ჯაშუში, არა მოქმედი ორმაგი აგენტი _ “ეფ-ეს-ბე”-სა (რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) და “სი-აი-აი”-ს (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო), არამედ უბრალო მოღალატე _ ავანტიურისტი, მისი ძმისშვილის დარი, რომლებთანაც საქართველოს ხელისუფლებამ, მით უმეტეს ივანიშვილმა, არ მოისურვა რამე კონტაქტი ჰქონოდა. დაე, მადლობა გადაუხადოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს კონსულსა და პოლიტიკურ მრჩეველს, რომლებმაც მიიღეს იგი, სასამართლოს დარბაზშივე რომ არ დააკავეს და ქვეყნიდან გაუშვეს.

ეს ყველაფერი ნიშნავს მითის დასასრულს სააკაშვილზე, “რომ სასწაულებრივად დაიბრუნებს ძალაუფლებას”. სააკაშვილის პალატა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მალე მისი პიარჟურნალისტებისა და სექტანტებისჰაჯისადგილიდან ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა და მოგებას მოიტანს. დუნე აქციები დაშიმშილობებიგაგრძელდება გარკვეულ ხანს, რათა მელიას ნაცებმა გაზარდონ საკუთარი თვითღირებულება და სანამ ნაცსალარო ამის საშუალებას აძლევთ. ხოლო ოპოზიციის უელექტორატო ლიდერები, რომლებსაც სათითაოდ და ჯგუფურად მიიწვევენ სპექტაკლზე სალომეს სასახლეში, მიიღებენ მორალურ კმაყოფილებას, რომ მათ ანგარიშს ჯერ კიდევ უწევენ, ანუ რაღაცას მიიღებენ ანგარიშებზე ფულად ეკვივალენტში.

რაც შეეხება სააკაშვილისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას, ის ნულის ტოლია: საქართველოს ყველა მეზობელს _ სომხეთსა და აზერბაიჯანს, თურქეთსა და ირანს, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე, უკიდურესად უარყოფითი აზრი აქვთ სააკაშვილზე, როგორც გიჟსა და მორალურად მდაბიო ადამიანზე, რომელიც სახლში შესაშვები არ არის _ ან მოიპარავს რამეს, ან დიასახლისს თვალს გააყოლებს. დასავლეთში კი ის დაივიწყეს, როგორც უმაქნისი ნივთი, რომელიც საახალწლოდ უნდა გადააგდო.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ სიტუაცია ნაკლებად დინამიკურია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია _ როგორ უპასუხებენ აშშ და ნატო რუსეთის წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. შეიძლება მოხდეს ის, რაზეც 13 დეკემბერს ვაფრთხილებდი: თუ აშშ და ნატო რუსეთთან შეთანხმდებიან, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გაფართოვდება აღმოსავლეთით საქართველოს ხარჯზე, საქართველომ შეიძლება ვერც მოასწროს ნატოში მისწრაფების გაცვლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. შემთხვევითი როდია, რომ რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებაში და რუსეთის ფედერაციისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ზომების შესახებ შეთანხმებაში საქართველო არც ერთხელ არ არის ნახსენები _ მხოლოდ უკრაინა, თუმცა საქართველო პირდაპირ არის ნაგულისხმევი ორივე ზემოაღნიშნული დოკუმენტის ბევრ მუხლში, მაგალითად, შეთანხმების მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებში და ხელშეკრულების 1-ელ, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებში. ეს ნიშნავს, რომ აშშ და ნატო არ აპირებენ საქართველოს მიღებას ალიანსში. აქედან გამომდინარეა, რომ საქართველო ერთხელაც არ არის ნახსენები შეთანხმების პროექტებში, ხოლო რუსეთი სთავაზობს აშშ-სა და ნატოს, ბოროტად არ გამოიყენონ საქართველოს “მიმნდობლობა” _ არ გამოიყენონ “ამიერკავკასიის ტერიტორია, საჰაერო სივრცე და შავი ზღვის წყლები” პროვოკაციული სამხედრო მიზნებისთვის.

არის მეორე მიზეზიც: რუსეთს არ სურს საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება _ აქაოდა, დასავლეთმა მიატოვა საქართველო და ის იძულებული შეიქნა, პირი რუსეთისკენ ებრუნაო. მოსკოვმა იცის, რომ უკრაინისგან განსხვავებით, საქართველომ არ აიძულა აშშ და ნატო, რუსეთთან კონფლიქტში შესულიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გააყალბა “რეფერენდუმი” _ სინამდვილეში ამომრჩეველთა მხოლოდ 30%-მა მისცა ხმა საქართველოს ნატოში გაწევრებას. რუსეთი ითვალისწინებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, დეკლარირებული კურსის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ ბოლო ნაბიჯს არასდროს გადადგამს.

თუმცა, მოსკოვსაც რომ არ გაეთვალისწინებინა ყველაფერი ზემოაღნიშნული, ნატოს პრობლემა საქართველოში შეუდარებლად მცირეა, ვიდრე უკრაინაში, თანაც უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოზე იყოს პროეცირებული, თუ, რა თქმა უნდა, აშშ და ნატო რუსეთის წანადადებას მიიღებს და დროს უაზროდ არ გააჭიანურებს. იმედია, აშშ-ში მიხვდნენ, რომ პოლიტიკოსების ვიწრო წრის პირადი ამბიციებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, როგორიცაა, მაგალითად, ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი, არ არის საჭირო რუსეთთან “წითელი ხაზის” გადაკვეთა. ისევე, როგორც სააკაშვილისა და მისი ბიძის კომბინაციები ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის გამდიდრებას.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმისმთავარი რედაქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here