მთავარი პოლიტიკა ამერიკული ქარიშხალი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე

ამერიკული ქარიშხალი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

298
გააზიარეთ

ორმოცდამეორე გამოშვება

რა ხდება ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე?

წერილს შემთხვევით არ ვიწყებ ამ შეკითხვით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ ვითარების გაშუქება ხდება მისთვის გლობალური კონტექსტის მოცილებით, ამ კონტექსტიდან კონკრეტული ფაქტების ამოგლეჯით. აქ კი კონკრეტიკაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, სად იღებს სათავეს ეს ვითარება და რა იმალება მის უკან.

ბელარუსი ევროპის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ამისა, იგი არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ევროპაში ბელარუსს უცხო სხეულად აღიქვამენ. საძიებო სისტემა “გუგლში” თუ ჩავწერთ სიტყვებს, Беларусь и ЕС, დაუყოვნებლივ მივიღებთ ვიკიპედიის ასეთ მონაცემს:

“Отношения Белоруссии и Европейского союза были установлены в 1991 году, с признанием Европейским экономическим сообществом независимости Белоруссии. С приходом к власти Александра Лукашенко в 1994 году отношения между Минском и Брюсселем ухудшились, и лишь с октября 2008 года начали нормализоваться. В 2009 году Белоруссия стала членом проекта ЕС «Восточное партнёрство», но после президентских выборов 2010 года отношения Белоруссии с Евросоюзом были практически заморожены. Евросоюз принял несколько пакетов санкций по отношению к белорусским физическим и юридическим лицам. В 2021 году Евросоюз обвинил Александра Лукашенко в провоцировании миграционного кризиса на границе Белоруссии с Польшей, Литвой и Латвией”.

მონაცემები ძუნწია, მაგრამ ზუსტი. ევროკავშირს (კოლექტიურ დასავლეთს) მუდმივად აღიზიანებს ბელარუსი ხალხის მიერ პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევა, რადგან ზუსტად იცის, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო მას (დასავლეთს) ბელარუსის საშინაო საქმეში ხელის ფათურის უფლებას არ მისცემს. გარდა ამისა, დასავლეთში ზუსტად იციან ისიც, რომ ლუკაშენკოს პრეზიდენტობის დროს ბელარუს ხალხს ვერავინ მოახვევს თავს რუსოფობიურ განწყობილებებს, რაც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში (მაგ: საქართველოში, უკრაინაში) ადვილად მოახერხეს. დასავლეთისთვის ეს სრულიად საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ასეთი სახელმწიფოს ლიდერი დიქტატორად გამოაცხადოს, შემდეგ კი იგი იწყებს ღია ბრძოლას ამ დიქტატორის ჩამოსაგდებად.

დასავლეთის ბრძოლის მეთოდები და არსენალი ამოუწურავია, დაწყებული, შანტაჟითა და პროვოკაციით, დამთავრებული ე.წ. ფერადი რევოლუციით ან სამხედრო აგრესიით. როდესაც რევოლუცია არ გამოსდით, ისინი მიდიან წარმოუდგენელ სიბინძურეზე. მაგალითად, ბელარუსში 2020 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც დასავლეთის მიერ ხელდასმულმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მხოლოდ ათპროცენტიანი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, დასავლეთმა იგი ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე პრეზიდენტად გამოაცხადა (ეს დასავლეთის ახალი “დემოკრატიული” მეთოდია. პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელაში მისთვის საძულველი კანონიერი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ნაცვლად, პრეზიდენტად მისთვის სასურველი პოლიტიკოსი (ვინმე გუაიდო) ყოველგვარი არჩევნების გარეშე გამოაცხადა). ასე მივიდა დასავლურიდემოკრატიამათთვის სასურველი თვითმარქვია პრეზიდენტების აღიარებამდე. მერე რა, რომ ვერც ვენესუელასა და ვერც ბელარუსში ამერიკელებმა და ევროპელებმა თავიანთი ვერ გაიტანეს. ამის გამო მათ არც ბრძოლა შეუწყვეტიათ და არც პროვოკაციებისთვის დაუნებებიათ თავი. ის, რაც ახლა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე ხდება, ბელარუსისა და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული პოლონური პროვოკაცია კი არა, ამერიკული პროვოკაციაა. ამ თემის გაშუქება და, მით უფრო, ანალიზი შეუძლებელია ამ ფართო კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. ამ საკითხის სრულყოფილი ანალიზი შეუძლებელია კიდევ ერთი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, კერძოდ იმის, რა ხდება ევროპაში მიგრაციის მიმართ, საზოგადოდ. კვლავ ჩავიხედოთ ვიკიპედიაში: “Европейский миграционный кризис возник осенью 2015 года в связи с многократным увеличением потока беженцев и нелегальных мигрантов в Европейский союз (ЕС) из стран Северной Африки, Ближнего Востока и Южной Азии и неготовностью ЕС к их приёму и распределению. Данный миграционный кризис является крупнейшим в Европе со времён Второй мировой войны. Так, с января по сентябрь 2015 года в странах ЕС было зарегистрировано более 700 тыс. людей, ищущих убежище; всего за тот год в ЕС прибыло, по разным оценкам, от 1 до 1,8 миллиона беженцев и нелегальных мигрантов”.

ამ პოლიტიკურ-იურიდიულ ლაბირინთებში გასარკვევად კიდევ ორი მომენტის გათვალისწინება მოგვიწევს:

1. რა მოხდა ახლო აღმოსავლეთში ისეთი, რამაც დევნილთა ასე მასშტაბური ტალღა გამოიწვია? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად არავითარი საძიებო სისტემების მოშველიება არ დაგვჭირდება, ვინაიდან ყველაფერი ისედაც ნათელია. მთელი ეს უზარმაზარი რეგიონი დასავლურმა დამპყრობლურმა პოლიტიკამ და სამხედრო აგრესიამ (ერაყი, ლიბია, ეგვიპტე, ტუნისი, სირია) ისე ააფეთქა, რომ იგი, პრაქტიკულად, მსოფლიო დესტაბილიზაციის წყაროდ აქცია. ყოველ შემთხვევაში, იმ უმძიმესი მოვლენების შემდეგ, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებში განხორციელდა, ევროპას, ხატოვნად რომ ვთქვათ, მშვიდი ძილი დაეკარგა. რა გაეწყობა, იმ საშინელ პროცესებში, რომლებიც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობდა, აშშ-თან ერთად, ევროკავშირის როლი განუზომლად დიდია. ევროპელებს ისტორიაში ბევრი მაგალითი აქვთ იმისა, რომ მკაცრად ზღონ საკუთარი დანაშაულის გამო. მათ მიერ კაცობრიობისთვის თავსმოხვეული ორი მსოფლიო ომის შემდეგ არც ისე დიდი დროა გასული, რომ წარსულის გაკვეთილები დაივიწყონ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი წინდახედულება არ გამოიჩინონ. მაგრამ, როგორც ჩანს, წარსულის უმძიმესი მემკვიდრეობიდან სათანადო დასკვნები გაკეთებული არ არის.

2. რით ხელმძღვანელობს ევროპა, მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებლებთან ურთიერთობაში? კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ ვიკიპედიაში: `Дублинский регламент № 604/2013 _ часть права Европейского союза, которая определяет, какое государство-член ЕС несет ответственность за рассмотрение ходатайства просителей убежища, ищущих международной защиты в соответствии с Женевской конвенцией и директивой ЕС о процессе отбора~. დუბლინის რეგლამენტიც ევროპულია და ჟენევის კონვენციაც. ეს დოკუმენტები, თავისთავად, ჰუმანიზმის პრინციპებზეა აგებული, მაგრამ იგი ეწინააღმდეგება ევროპელთა და ამერიკელთა იმ ქმედებებს, როდესაც ისინი ცდილობენ, ამა თუ იმ სახელმწიფოში ან რეგიონში ცეცხლითა და მახვილით შეიტანონ და დანერგონ მათთვის მისაღები ცხოვრების წესი (იუგოსლავია, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, საქართველო, უკრაინა და სხვ.), რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჰუმანიზმსა და კაცთმოყვარეობასთან.წამოვა ევროპელთა ნამოქმედარით არეული რეგიონებიდან ლტოლვილთა უზარმაზარი მასა და მოადგება იმავე ევროპას, რომელმაც თვითონ შექმნა პრობლემები. ანუ, ევროპელები, საბოლოოდ, თვითონვე ებმებიან იმ ხაფანგში, რომელსაც სხვებს უგებენ.

ახლა, როდესაც, ასე თუ ისე, თავი მოვუყარეთ მთლიან კონტექსტს, მივუბრუნდეთ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე წარმოქმნილ კრიზისულ სიტუაციას.

ევროკავშირს, კერძოდ პოლონეთს, დევნილთა ახალი ნაკადი ამჟამად ბელარუსის მხრიდან მიადგა იმ განზრახვით, რომ პოლონეთის გავლით გერმანიაში მოხვდნენ. პოლონეთს თავისუფლად შეეძლო, გაეტარებინა ლტოლვილთა ეს ნაკადი, მაგრამ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ (ევროკავშირთან ერთად) გადაწყვიტა, რომ შექმნილი ვითარება ბელარუსისა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოიყენოს. მან გამოაცხადა, რომ მისი ქვეყნის საზღვართან შექმნილი ვითარება ევროპის მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების გამო პრეზიდენტ ლუკაშენკოს მოწყობილი შურისძიებაა. ლუკაშენკო კი აცხადებს, დასავლეთის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური ვითრება შექმნა, რომ დევნილთა შესაკავებლად მინსკს აღარც ფული გააჩნია და აღარც ძალა: «Из-за санкций Запада у Минска на это нет ни денег, ни сил». ლოგიკური განცხადებაა, მაგრამ დასავლეთს ლოგიკასთან არაფერი ესაქმება, მან ერთადერთი ენა იცის _ ძალმომრეობის. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად ნატოს გამოყენების შესახებაც ალაპარაკდნენ. ევროპის კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლონეთის ექსპრემიერმა და ოპოზიციის ახლანდელმა ლიდერმა დონალდ ტუსკმა მთავრობას შესთავაზა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც მხარეები გაივლიან კონსულტაციებს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან უსაფრთხოების საკითხი. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფორ დე ლაიენმა ამ ფაქტში ბელარუსის მხრიდან ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმა დაინახა და კავშირის წევრ სახელმწიფოებს ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა: მე მოვუწოდებ ევროკავშირის სახელმწიფოებს, სასწრაფოდ დავამტკიცოთ გაფართოებული სანქციები ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირზე ჰიბრიდული თავდასხმის გამო. ბელარუსის ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მიგრანტების ცინიკური გამოყენებით ევროკავშირზე ზეწოლა და ამ გზით საკუთარი მიზნების მიღწევა არ გამოუვა”. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ კი განაცხადა: “ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტი ჩვენი საზღვრების საიმედო დაცვაა”. სასაზღვრო დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხალ ტოკარჩიკიც ასეთივე შეუვალია: “ჩვენ საკუთარ საზღვარს ვიცავთ და მისი დარღვევის უფლებას არავის მივცემთ”. საერთაშორისო პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ მიხვდე, საიდან უბერავს ეს მძლავრი ქარიშხალი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ინფორმაციებით პოლონეთისა და ბელარუსის საზღვრიდან. აშშ გადაჭრით გმობს ბელარუსის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოწყვლადი ადამიანების გამოყენებას, ისევე, როგორც სრულიად არაჰუმანურ ორგანიზებას მიგრაციული ნაკადისა. ჩვენ მოვუწოდებთ მინსკის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიგრაციული ნაკადის ფორმირების კამპანია ევროპისკენ. სანამ ბელარუსის ხელისუფლება უარზეა, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები; სანამ იგი განაგრძობს ევროპაში მშვიდობისთვის საფუძვლის გამოცლას; სანამ იგი განაგრძობს ადამიანების დევნას, ჩვენც განვაგრძობთ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოზე ზემოქმედებას”, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა. ყველაფერ დანარჩენს თავი რომ დავანებოთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადებაც კი საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, სად დაიგეგმა და საიდან წამოვიდა ის პროვოკაცია, რომელსაც ახლა პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსის წინააღმდეგ განახორციელებს. განა ამასვე არ ადასტურებს ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას კრიზისის შესახებ სატელეფონო საუბარი ჰქონდა არა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებში სასტიკად დამარცხებულ ტიხანოვსკაიასთან, რომელსაც ამ საუბრისას “დემოკრატიული ბელარუსის ლიდერად” მოიხსენიებდა?! პრეზიდენტმა თვითმარქვია ტიხანოვსკაიას მადლობა გადაუხადა, რადგან, მისი თქმით, ეს უკანასკნელი “მსოფლიოს შეახსენებს, რომ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ლუკაშენკოს რეჟიმი”. თავის მხრივ, ტიხანოვსკაიამ ამ საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა: “ჩვენი პოზიციები ემთხვევა. ეს წინასწარგანზრახული ესკალაციაა დაძაბულობისა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დიქტატორს ამის საშუალება მივცეთ”.

ევროპაში არ კმაყოფილდებიან იმით, რომ მიგრანტების მიმართ წარმოქმნილ კრიზისს, რომელიც ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დასავლური პროვოკაციაა, პრეზიდენტ ლუკაშენკოს აბრალებენ. ისინი ცდილობენ, რომ ამ სიტუაციის გამო ჩირქი რუსეთის პრეზიდენტ პუტინსაც მოსცხონ: “ლუკაშენკო შემსრულებელია, მაგრამ ამ შემოტევას ჰყავს შემკვეთიც _ პრეზიდენტი პუტინი”, _ განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავეცკიმ, რასაც პუტინმა მოკლედ უპასუხა: “Oбвинения в причастности России к ситуации на границе Польши и Белоруссии — попытка переложить проблемы с больной головы на здоровую~. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, პუტინმა თქვა: «Мы готовы всячески способствовать этому, если, конечно, от нас здесь что-то будет зависеть». სამწუხაროდ, ევროპა ამ პრობლემის მოგვარებაზე მეტად ბელარუსის დადანაშაულებით არის დაკავებული. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მიგრანტი მოკვდება შიმშილით ან გაიყინება; მათთვის მთავარია, ეს ყველაფერი ეფექტიანად გამოიყენონ პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ამ დღეებში ბელარუსის საელჩომ საქართველოში გაავრცელა ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ: «Беларусь ни в коей мере не содействует нелегальной миграции в страны ЕС и не исползует свое воздушное пространство в этих целях. Транзит мигрантов не являетсяs чем-то новым. Он имел место и ранее, но совместными усилиями Беларусь и сопредельные страны успешно обеспечивали соблюдение общих интересов в сфере безопасности региона и охраны границ. Ситуация изменилась после отказа ЕС от конструктивного взаимодействия с Беларусью и сворачивания проектов международной технической помощи по строительству центров содержания нелегальных мигрантов и обеспечения пограничной безопасности на участке границы с Беларусью, что лишило нашу страну необходимых ресурсов и возможностей для продолжения в прежнем объоме работы по решению общих проблем нелегальной миграции».

ყველაფერი ნათელია. ევროპას მიგრანტთა პრობლემის მოგვარება კი არა, ამ პრობლემის გამოყენებით ბელარუსისთვის პროვოკაციის მოწყობა სურს, რომლითაც სახელმწიფოში დესტაბილიზაციის შექმნას და ლუკაშენკოს ხელისუფლების ძირის გამოთხრას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. სხვა ახსნა ამ მოვლენას არ აქვს. ეს რომ ასეა, ცალკეულ შემთხვევებში დასავლური პრესაც აღიარებს. ბელარუსის საელჩოს მიერ გავრცელებულ იმავე ტექსტში ვკითხულობთ: «Как отметила «The Guardian», Беларусь стала удобным предлогом, чтобы «маскировать жестокость Европы». Факты свидетельствуют, что не Беларусь «инструментализирует» мигрантов, как заявляют с высоких трибун ЕС, когда через обвинения Беларуси пытается оправдать свой отказ от соблюдения обязательств по конвенции 1951 года о статусе беженца и многочисленные нарушения европейских и международных норм, как в сфере соблюдения прав человека, так и по вопросам убежища».

ევროპა და კოლექტიური დასავლეთი აღარც ჟენევის კონვენციას იცავენ, აღარც დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, აღარც ჰუმანიზმისა და კეთილი ნების პრინციპებს. დასავლეთში საბოლოოდ დამკვიდრდა ძალმომრეობის კულტი, რომელიც მათთვის ყველაფერზე მაღლა დგას.

ასეთია მთლიანი კონტექსტი ამ საკითხისა, ამიტომ ამ წერილს ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემაზე არა, ბელარუსთან და რუსეთთან აშშ-ისა და ევროპის დამოკიდებულებაზე ვწერ, რომელიც გაცილებით დიდი და სერიოზული პრობლემაა. ბელარუსი, ევროპის კონტინენტზე არსებული არცთუ დიდი სახელმწიფოა, რომელმაც დიდ სამამულო ომში ევროპული ფაშიზმისგან თავის დახსნა ყოველი მესამე მოქალაქის სიცოცხლის ფასად შეძლო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსის ბრძენი პრეზიდენტი ცდილობს, რომ მისმა ქვეყანამ განსაკუთრებული პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების გარეშე მოიპოვოს მყარი ადგილი, როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო რეალობაში. სამწუხაროდ, ამერიკელები და ევროპელები მას ამის საშუალებას არ აძლევენ და ყველა ხერხს მიმართავენ, რომ ქვეყანა განვითარების გზას კი არ დაადგეს, პირიქით _ ქაოსისა და დესტაბილიზაციის უფსკრულში გადაიჩეხოს. გასაოცარი ფაქტია: ამერიკელები და ევროპელები საერთო ენას პოულობენ და ყოველმხრივ ახალისებენ ისეთ ლიდერებს უკრაინაში, როგორებიც იყვნენ და არიან იუშჩენკო, ტიმოშენკო, პოროშენკო, ზელენსკი, ანუ ლიდერები, რომლებმაც მიწასთან გაასწორეს უკრაინა და, რომლებმაც ეროვნულ გმირებად გამოაცხადეს ბანდერა და შუხევიჩი, რითაც ევროპაში საფუძველი ჩაუყარეს ახალ (კიევურ) ფაშიზმს, დასავლეთისთვის მისაღებია; პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ბრძანებითაც 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით ქართულმა არმიამ მძიმე საზენიტო დანადგარებიდან ცეცხლი გაუხსნა მძინარე ცხინვალს, დახოცა იქ ეუთოს მანდატით მდგარი რუსი სამშვიდობოები, რითაც მთელი რეგიონი დესტაბილიზაციის საშიშროების წინაშე დააყენა და რასაც ათასობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, დასავლეთისთვის მისაღებია; დღეს უკვე პატიმარი სააკაშვილი, რომელმაც, თავის დროზე, ციხეში გამოკეტა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ათი პროცენტი და პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობით, წამებით, გაუპატიურებით მსოფლიო გააოგნა, დასავლეთისთვის არა მხოლოდ მისაღები, დემოკრატიის ეტალონიცაა; პრეზიდენტ ლუკაშენკოს კი, რომელიც საკუთარ ხალხს თვალის ჩინივით უფრთხილდება და ყოველთვის, ყველგან მშვიდობისა და თანხმობის ინიციატორია, დიქტატორად ნათლავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იგი ხელისუფლებას ჩამოაცილოს; ბელარუს ხალხს, რომელსაც სურს, რომ საკუთარი მონაპოვარი _ ამუშავებული სამრეწველო პოტენციალი, ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონე, საზოგადოებრივი წესრიგი, ჯანსაღი დემოგრაფიული ვითარება, სამუშაო ადგილების განუხრელი ზრდა, გამართული ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვის გარანტიები, მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის მიღწევები შეინარჩუნოს, დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს უწესებს და უკრაინიზაციისკენ ღიად და დაუფარავად უბიძგებს. დასავლეთს აცოფებს რუსეთსა და ბელარუსს შორის გაფორმებული სამოკავშირე ხელშეკრულება, ვინაიდან მომავალში ამავე ხელშეკრულებით გაერთიანებულ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს ხედავს, რომლის შემდეგ ამ რესპუბლიკებზე გაბატონების პერსპექტივას ერთმნიშვნელოვნად დაკარგავს. აი, რა ხდება ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე და რა იმალება ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული ამერიკულევროპული პროვოკაციის უკან. ეს არის დღევანდელი კოლექტიური დასავლეთის შემზარავი და შემაშფოთებელი სახე, რომელსაც სურს, რომ არამხოლოდ ბელარუსი, რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე, არამედ მთელი მსოფლიო არეულობის ქაოსში გახვიოს, რათა პლანეტას ერთპიროვნულ ჰეგემონად მოევლინოს.

ამერიკელები და ევროპელები მუდმივად რუსეთის შეკავებაზე გაჰყვირიან, მაგრამ, დღევანდელ პლანეტაზე თუ ვინმეა შესაკავებელი, ეს სწორედ კოლექტიური დასავლეთია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს მსოფლიო წესრიგს, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და კაცობრიობას გლობალური კატასტროფისკენ მიაქანებს.

P. S. ბრიტანეთი რუსეთთან ომისთვის ემზადება. ამ მიზნით მიმდინარეობს ბრიტანული სამხედრო ტექნიკის გადასროლა გერმანიაში, სადაც იხსნება ახალი სამხედრო ბაზა, _ წერს ბრიტანული თიმეს. გამოცემის თანახმად, ამავე მიზნით კიდევ ორი ახალი სამხედრო ბაზა იხსნება აფრიკის ტერიტორიაზე, კენიასა და ომანში. “ჩვენ ყურადღებას გერმანიაზე ვამახვილებთ, _ თქვა გენერალმა რალფ ვუდისმა, _ საჭიროების შემთხვევაში ახალი ბაზები დაგვეხმარება სწრაფ გადაადგილებასა და მზადყოფნაში. ეს გაგვიადვილებს სამხედრო კონტინგენტის გადაყვანას ლამანშზე. სამხედრო ოპერაციისთვის ამ ტექნიკის ამოქმედება შესაძლებელი იქნება ევროპის მთელ ტერიტორიაზე”.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკაში ჩახედული ადამიანისთვის სულაც არ იქნება ძნელი ამ მოვლენასა და ბელარუსის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციებს შორის პირდაპირი კავშირის დანახვა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here