Home სხვადასხვა დაიჯესტი ავსტრალიელმა სპეცრაზმელებმა ინვალიდი მოკლეს და მისი პროთეზიდან ლუდის დასალევი თასი გააკეთეს

ავსტრალიელმა სპეცრაზმელებმა ინვალიდი მოკლეს და მისი პროთეზიდან ლუდის დასალევი თასი გააკეთეს

1062
სპეცრაზმი

The Independent იუწყება, რომ ფარდა ეხდება სულ ახალ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომლებსაც ავღანეთში ავსტრალიელი სამხედროები ჩადიოდნენ.

მაგალითად, სპეციალური ავიასადესანტო სამსახურის ელიტური პოლკის მებრძოლები ხვრეტდნენ უიარაღო ტყვეებს. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ავღანელი ტყვე სიცოცხლეს გამოასალმეს და მისი ფეხის პროთეზი ლუდის სასმელ თასად გამოიყენეს. გამოცემა იუწყება, რომ ეს არ იყო ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩადენილი აქვთ ავიასადესანტო სამსახურის “უმართავ” მებრძოლებს.

ინციდენტი მოხდა 2009 წელს პროვინცია ურუზგანში.

გამჟღავნდა სხვა ფაქტებიც, რომლებიც დაკავშირებული იყო “სისხლის დაღვრის” რიტუალთან. ახალწვეულებს აიძულებდნენ, მოეკლათ უმწეო ტყვეები. ასე მოკლეს ის ცალფეხა ავღანელი, რომლის პროთეზი სუვენირად წაიღეს. მოკლულს ბრალად ედებოდა “თალიბანთან” ურთიერთობა, მაგრამ იმ მომენტში არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა. ჯარისკაცს, რომელმაც ინვალიდი დახვრიტა, 2012 წელს სოფელ დარვანში დატყვევებული სხვა ავღანელის მკვლელობასაც მიაწერენ.

გამოცემა განმარტავს, რომ ყველა ეს ფაქტი გამოააშკარავა ავსტრალიურმა მედიაკომპანია Fairfax Media-მ, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იკვლევდა ავსტრალიური სამხედრო კონტინგენტის მიერ ჩადენილ დაშაულობებს.

The Independent-ი მკითხველების ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ წინა დღით ეს ელიტური ქვედანაყოფი გააკრიტიკა სახელმწიფოს პრემიერმინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა. ამის მიზეზი იყო მედიაში გამოქვეყნებული ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილი იყო ავსტრალიური სპეცრაზმის მანქანაზე აფრიალებული ნაცისტური დროშა.

“ავსტრალიის თავდაცვის ასოციაციის” ანალიტიკური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნილ ჯეიმსმა მიიჩნია, რომ ეს შემთხვევა უფრო ხუმრობაა, ვიდრე იდეოლოგიის დემონსტრაცია. მან თქვა, რომ ამ დროშის აღმართვა ხაკისფერი ჯიპის თავზე “მოკლებულია ყოველგვარ აზრს, როგორც ტაქტიკური, ისე პროფესიული თვალსაზრისით”.

მაგრამ ფინდერის უნივერსიტეტის ექსპერტი და ყოფილი სამხედრო გამომძიებელი ბენ უოდემი ამტკიცებს, რომ ავსტრალიის არმიაში უწინაც იყო ჯარისკაცების მიერ ნაცისტებისადმი სიმპათიის გამოხატვის ფაქტები.

ამ დროშის დემონსტრაცია ავღანეთში სახელს უტეხს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და იმათაც, ვინც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა”, _ ხაზს უსვამს იგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here