Home რუბრიკები საზოგადოება ავიგდორ ესკინი: აუტსაიდერების ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს

ავიგდორ ესკინი: აუტსაიდერების ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს

1045
ავიგდორ ესკინი

ამა წლის 9 ივლისს საპარლამენტო პარტიაპატრიოტთა ალიანსისწევრები: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია რუსეთის დედაქალაქს ეწვივნენ და ამ ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს, კომუნისტური პარტიის წევრ ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდნენ.

“გაიზიარეს ჩვენი წუხილი, დაგვპირდნენ დახმარებას იმისთვის, რომ გაიმართოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებსა და ოსებთან. მოდით, ვუთხრათ ერთმანეთს ღიად და გულწრფელად _ ნატოსკენ სწრაფვა და ნატოს წევრობის სურვილი, ჩვენი ჩრდილოატლანტიკური პოლიტიკა უამრავ პრობლემას უქმნის ქვეყანას. ხომ უნდა დავინახოთ ობიექტური რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სუფევს და მძიმდება ყოველდღე ოკუპირებულ ტერიტორიებზე?!

ჩვენ შევთავაზეთ _ მოდი, დავამთავროთ ეს გაუგებარი თამაში, შევქმნათ ფორმატი _ საქართველო-ნატო-რუსეთი და ვისაუბროთ ყველაფერზე”, _ განაცხადა მოსკოვიდან დაბრუნებულმა ადა მარშანიამ.

“პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტს მოსკოვში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა განაცხადა, ეს წინგადადგმული ნაბჯია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაშიო, ზოგის აზრით კი, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გაემიჯნა “პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივას…

რამდენიმე კვირის წინათ ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში პოლიტტექნოლოგმა, პუბლიცისტმა ავიგდორ ესკინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის დედაქალაქში ხშირად ფულისთვის ჩამოდიან, საქმეზე თითქმის არ საუბრობენო…

პატრიოტთა ალიანსისწევრების მოსკოვში ვიზიტის შედეგების შეფასებასაქართველო და მსოფლიომსწორედ ავიგდორ ესკინს სთხოვა.

_ იცით, ალბათ, რომ საპარლამენტო პარტია “პატრიოთა ალიანსის” სამი დეპუტატი მოსკოვს ეწვია და რუსეთის პარლამენტის დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდა. რა გავლენა აქვს კალაშნიკოვს რუსეთში და შეძლებს თუ არა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას?

_ დღეს ნებისმიერ ქართულ-რუსულ კონტაქტს შეიძლება ჰქონდეს დადებითი მნიშვნელობა. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე შეუძლებელია წინსვლა ქართველი ლტოლვილების უფლებების აღდგენის და, საერთოდ, ქართული ტერიტორიების საკითხებში. მაგრამ ასეთი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება მხოლოდ მათში ორივე ქვეყნის მთავრობების პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობის შემთხვევაში.

წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აუტსაიდერების ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს. საპარლამენტთაშორისო კომიტეტი, რომელშიც საქართველო წარმოდგენილია მხოლოდ ყველაზე პატარა ფრაქციის დეპუტატებით, შეუძლებელია, ეფექტიანი იყოს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა კომუნისტური ოპოზიციის წარმომადგენელი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი.

_ რუსეთინატოსაქართველო _ რეალურია ასეთი ფორმატის შექმნა?

_ ნატოსა და რუსეთის ამჟამინდელი ორმხრივი შეუთავსებლობის პირობებში ასეთი რამ რეალური არ არის.

_ საქართველოში ბევრი ლაპარაკობს, რომპატრიოტთა ალიანსმამოსკოვში ჩასვლით რაღაც გაითამაშა, მაგრამ რა _ არავინ იცის

_ აუტსაიდერი ქართველი პოლიტიკოსები, ჩვეულებისამებრ, ფულის გამო მიდიან მოსკოვში. ქართული ფრაქცია “პატრიოტებისა” და რუსი კომუნისტების მხრიდან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები მოსალოდნელი არ არის. კარგი იქნება, თუ ისინი თავიანთი შეხვედრებით ხელს შეუწყობენ კონტაქტებს გაცილებით სერიოზულ დონეზე. მოსკოვიდან და თბილისიდან კი ჯერჯერობით მესმის, რომ საუბარი უფრო ხელის შეშლაზეა.

_ შეაფასებთ თუ არა აღნიშნულ შეხვედრას წინგადადგმულ ნაბიჯად რუსეთსაქართველოს ურთიერთობაში?

_ ჩვენ არ გვინახავს არც ერთი განცხადება, რომელიც საფუძველს მოგვცემდა, გვეფიქრა, რომ “პატრიოტების” ფრაქცია ქართული ინტერესების წინ წასაწევად რაღაც წინადადებებით ჩამოვიდა. მე მხოლოდ წავიკითხე, რომ წამოყენებული იყო საკითხი ქართველი ლტოლვილებისთვის აფხაზეთში წინაპართა საფლავების მონახულების უფლებაზე და, რომ ეს არარეალურია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიღებული “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ კანონის მიზეზით.

თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ჩვენ წინაშეა მარგინალი პოლიტიკოსების მხრიდან არასანქცირებული მოქმედების მავნებლობის მტკიცებულება. საფლავების მონახულების თემა მათ სხვა ადამიანებისგან გადმოიღეს, შემდეგ ყველაფერი აურდაურიეს. პირველ რიგში, უნდა ემსჯელათ ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების აფხაზეთში შესვლის უფლებაზე, მაგრამ მათ ყველაფერი პირიქით თქვეს.

_ როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ ემიჯნებაპატრიოტთა ალიანსისამ გადაწყვეტილებას?

_ საქართველოს მთავრობას დიდი ხნის წინათ უნდა შეექმნა პირობები ჯანმრთელ ატმოსფეროში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ამისთვის საჭირო იყო, დიდი ხნით ადრე დაეწყო დიასპორის, აგრეთვე, რუსეთში საქართველოს მრავალრიცხოვან მეგობრებთან კავშირების გაძლიერება.

აი ამის შემდეგ შეიძლებოდა და საჭიროც იყო პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. თუ ამას საქართველოს მთავრობა არ გააკეთებს, ამ ველზე ყოველთვის ითამაშებს სხვადასხვა აუტსაიდერი, მაგრამ სარგებელი არ იქნება.

_ თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად?

_ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სერიოზული მოლაპარაკებების გამართვითა და კონფლიქტის მოგვარებით საქართველოც დაინტერესებულია და რუსეთიც. არის რამდენიმე სქემა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წასაწევად და მრავალწლიანი მეგობრობის აღსადგენად, მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაში ჩაერთვებიან მთავრობები ან მთავრობების ნდობით აღჭურვილი პირები. ჯერჯერობით კი შესაძლებელია აკადემიურ და ინტელექტუალურ დონეზე თანამშრომლობა ეკონომიკისა და ხელოვნების სფეროში. ეს კარგია სამთავრობო დონეზე მოლაპარაკებების მოსამზადებლად მასში მსხვილი პოლიტიკური ძალების შესაძლო მონაწილეობით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here