მთავარი დაიჯესტი აბა, სად არის “მწვანე” ენერგეტიკა?

აბა, სად არის “მწვანე” ენერგეტიკა?

75
გააზიარეთ
აბა, სად არის “მწვანე” ენერგეტიკა?

ამერიკული გამოცემა Bloomberg შვეიცარიულ ტრეიდინგულ კომპანია Axpo Solutions AGზე დაყრდნობით მწუხარებით იუწყება, რომ მიმდინარე წელს ევროპაში ქვანახშირის მოხმარებამ გასულ წელთან შედარებით 5 პროცენტით მოიმატა. ამის მიზეზი რამდენიმეა:

პირველი _ ეკონომიკისა და წარმოების აღდგენის გამო ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი მატება. მსხვილი და საშუალო ბიზნესის მფლობელებმა, რომლებმაც შარშან პანდემიის გამო კოლოსალური ზარალი განიცადეს, დანაკარგების ანაზღაურებას ცდილობენ. ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე დიდი მატება აღინიშნება 3 ქვეყანაში: გერმანიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში.

მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, ნათლად აჩვენებს, როგორი მყიფე და მგრძნობიარეა თანამედროვე ეკონომიკის სტრუქტურა, როგორ არის ის დამოკიდებული ენერგომატარებლების საიმედო მიწოდებაზე და რა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის ყველა პროცესის სტაბილურობა, მათ შორის ელექტროენერგიის წარმოება.

ქვანახშირის მოხმარების ნახტომისებური მატება გამოწვეულია იმით, რომ ევროპის მიწისქვეშა საცავებში ინახება შარშანდელ ოდენობაზე 25%-ით ნაკლები ბუნებრივი აირი. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. თავისი როლი ითამაშა ხანგრძლივმა და ძალიან ცივმა ზამთარმა, ამის გამო კომპანიები იძულებული იყვნენ, საცავებიდან წაეღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები. Gas Intrastructure Europe-ის აზრით, საცავებიდან გატანილია 66 მლრდ კუბ. მეტრი აირი, საცავებში კი შეიტანეს მხოლოდ 13,6 მლრდ. “გაზპრომის” სპეციალისტების აზრით, ევროკავშირს ამჟამად მხოლოდ 33 მლრდ კუბ. მეტრი აირი აქვს.

კიდევ ერთი გარემოება იყო, აირის ტრანზიტის შემცირება უკრაინის ტერიტორიის გავლით, შარშან “გაზპრომმა” რეკორდული მცირე მოცულობის “ცისფერი სათბობი” გადაქაჩა ევროპაში უკრაინის გავლით _ სულ 55,8 კუბ.მ.

აბა, სად არის “მწვანე” ენერგეტიკა?

“ბლუმბერგის” ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი ასე სწევს მაღლა “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მნიშვნელობას ევროპელი ობივატელებისა და მრეწველობის თვალში და მილსადენის მოწინააღმდეგე პროამერიკულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს ხელიდან აცლის კოზირებს.

ასეა თუ ისე, ახლა ბუნებრივ აირს რეკორდულად მაღალი ფასი აქვს ევროპულ ჰაბებში, თანაც ზამთრის წინ აირი 1,5-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ზაფხულში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბუნებრივ აირზე სარეკორდ ფასისა და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გამო კომპანიამ და სახელმწიფომ სრულიად დაივიწყესმწვანეენერგეტიკა და ფსონი წიაღისეულ სათბობზე დადეს.

გერმანიას გეგმაზომიერად შეჩერებული ატომური ენერგეტიკის ფონზე, ფაქტობრივად, ერთი რესურსი დარჩა _ ბუნებრივი აირი. ეს ქვეყანა ბუნებრივი აირის მთავარი იმპორატორია მსოფლიოში და მისი დეფიციტი ქვეყნის ეკონომიკას მძლავრად დაარტყამს. სწორედ ამიტომ აამუშავეს ერთი წლის წინათ ქვანახშირის თბოელექტროსადგური 1,1 გიგავატის სიმძლავრით, რაც ატომური რეაქტორის სიმძლავრის ტოლფასია. ელექტროენერგიის დეფიციტია ნიდერლანდებში, სადაც მიწისძვრის შიშით შეაჩერეს ბუნებრივი აირის მოპოვება (ქალაქ გრონინგენის რაიონში). ატომურ სადგურს სწრაფად ვერ ააშენებენ, ამიტომ მოუწევთ ბუნებრივი აირის შესყიდვა. რაც შეეხება პოლონეთს, ის ევროპის ყველაზე “ბინძური” ქვეყანაა ეკოლოგიის თვალსაზრისით. ეს ქვეყანა ატომური ელექტროსადგურის აშენებას ცდილობს და ამის გამო ევროკავშირის ეკოლოგიური პროგრამები შეაჩერა. ამომრჩეველთა ბინებში სინათლე და სითბო გაცილებით მნიშვნელოვანია პოლონეთის ხელისუფლებისთვის, ვიდრე ევროკავშირის მიერ შეთავაზებული დეკარბონიზაციის ყველა პროგრამა ერთად აღებული.

ცივმა ზამთარმა, პანდემიამ საწარმოების იძულებითმა გაჩერებამ, შემდეგ ისევ ამუშავებამ ეკოლოგიის საწინააღმდეგოდ იმუშავა და ბაზარზე ყველაფერი თავდაყირა დააყენა _ ქვეყნები ქვანახშირის მოხმარებაზე გადაიყვანა. ამ ვითარებაში კი მოულოდნელად ყველაზე იაფი რუსული ქვანახშირია, რომელიც ტონა 80 დოლარი ღირს.

ასეა, როცა სითბო და სინათლე უნდათ, “მწვანე” ენერგეტიკა და ეკოლოგია არავის ახსოვს.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here