Home რუბრიკები პოლიტიკა БОЛЬШОЙ РАЗГОВОР

БОЛЬШОЙ РАЗГОВОР

ერთი ნამწვი და ორიოდე მოწინააღმდეგე

601

(რეპორტაჟი ბელარუსიდან)

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეცხრე გამოშვება

2021 წლის 7 აგვისტოა. არ იცი, რამდენ რამეს უნდა დაემალო _ პაპანაქება სიცხეს, პანდემიას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებს თუ სისულელეს, ყოველი მხრიდან რომ იფრქვევა და იფრქვევა…

მიხარია, რომ თვითმფრინავი, რომელიც ორი საათის წინათ აიჭრა ცაში, რამდენიმე დღით მაინც გამარიდებს შემაწუხებელ პრობლემებს, რომლებსაც უკვე ფიზიკურად გავურბივარ…

მძიმე ფიქრებში ჩაძირული, დაბლა გაწოლილ, კაშკაშა მზის სხივებში თოვლივით მოქათქათე ღრუბლებს ილუმინატორიდან ვათვალიერებ და ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს სამყარო ამოყირავდა. თვითმფრინავმა მზეზე ვერცხლისფრად მოლაპლაფე ფრთები თითქოს შეარხია, მთის წვერიდან დაშვებული არწივივით ცხვირი მიწისკენ ქნა და მთელი სისწრაფით შეიჭრა ღრუბლებში. უცნაურ ქაფში გახვეულმა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ტურბულენტური ცახცახით იფრინა დედამიწისკენ, როგორც იქნა გაარღვია ღრუბლის სქელი ფენა და, სამშვიდობოს გასულმა, კვლავ ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღო, თითქოს იმ ტურისტულ მარშრუტს ასრულებს, რომლის პროგრამაში ბელარუსის ულამაზესი პანორამის დათვალიერებაც არის გათვალისწინებულიო. საოცრად მოვლილი მინდვრები, ნათესები, ტყეები, მდინარეები ზღაპრულ ხალიჩასავით გადაიშალა და სტუმრისმოყვარე მასპინძელივით ჩვენთან შესახვედრად გამოექანა. ამ უზარმაზარ “ხალიჩაზე” თვითმფრინავის ბორბლების შეხება ღრუბელთან შეხებასავით რბილი აღმოჩნდა…

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 9 აგვისტოს ჟურნალისტებთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. იქამდე თითქმის დღე-ნახევარი რჩებოდა. გადავწყვიტე, სოციოლოგის მივიწყებული პროფესია გამომეყენებინა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა გამომეკითხა…

ღონისძიება, რომელსაც “დიდი საუბარი” („БОЛЬШОЙ РОЗГОВОР С ПРЕЗИДЕНТОМ) ერქვა, მრავალი მიმართულებით აღმოჩნდა დიდი. იგი რვა საათისა და თხუთმეტი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა; მასში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ოთხასამდე ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე მონაწილეობდა; იგი ღია ეთერში ერთდროულად გადაიცემოდა, როგორც ბელარუსის, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ოცამდე საინფორმაციო საშუალებით, მათ შორის ინგლისურ ენაზეც. რაც მთავარია, საუბარი დიდი გამოდგა შინაარსითა და მნიშვნელობით. შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის დიდი თავსატეხი გამხდარა: “В современном мире демократию давно заменил цифровой диктат. И правят в этом мире откровенные ложь, хайп, хейт, буллинг, троллинг, боты и прочие коммуникативные новации. Сегодня они создают негативный эмоциональный фон в обществе или, как вы говорите, информационный шум. Самое печальное, что этот искусственный виртуальный мир влияет на принятие реальных фундаментальных политических решений на международной арене”.

ამ თვალსაზრისით მართლაც უბინძურეს ეპოქაში ვცხოვრობთ. ინფორმაცია დეზინფორმაციამ ჩაანაცვლა. პრაქტიკულად, სიმართლე განიდევნა ცხოვრებიდან. იქ, სადაც ინტერესთა კვეთაა, გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს სიმართლის სიცრუით გადასაფარად. შექმნილია ე.წ. ტროლებისა და ბოტების მთელი ქარხნები, რომლებიც დღედაღამ კლავიატურაზე აკაკუნებენ და დეზინფორმაციის გავრცელების გეგმებს გადაჭარბებით ასრულებენ. პრეზიდენტი ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა მხოლოდ სიმართლით არის შესაძლებელი: “Eдинственный антидот против информационного яда в виде фейков – это правда и еще раз правда.”

მე, როგორც ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ამ ღონისძიებას ვესწრებოდი, თავს ვალდებულად ვთვლი, საქართველოს წარმოვუდგინო ჩემი პოზიცია, რომლითაც ბელარუსის პრეზიდენტისა და ამ დიდი ღონისძიების წინაშე წარვდექი. მით უფრო, რომ ამ ღონისძიებაში ჩემი მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები და სოციალური ქსელები ფრაგმენტულ და დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას.

პირველი შეკითხვის დასმის უფლება რუსეთის ცენტრალური სატელევიზიო არხის წარმომადგენელს მიეცა, მეორე შეკითხვის დასმის საშუალება კი მე მომცეს. ჩემი შეკითხვა ასე იყო ფორმულირებული: გუშინ საშუალება მქონდა მინსკის ქუჩებში გამევლო და ბელარუს ხალხს გავსაუბრებოდი. ოცდახუთამდე ადამიანის გამოკითხვა მოვასწარი. მე კარგად მესმის, რომ ეს მეცნიერული სოციოლოგია არ არის, მაგრამ ამაში მაინც არის თავისებური სოციოლოგია. ჩემ მიერ გამოკითხულ ადამიანთა შორის ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლებით. პირიქით, ისინი სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ ბელარუს ხალხს გაუმართლა, _ მიმოიხედეთ ჩვენს ირგვლივ, შეხედეთ მეზობელ რესპუბლიკებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ ბელარუსში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სადმე სხვაგან. აქ სიწყნარეა, სტაბილურობაა, შრომისა და ცხოვრების კარგი პირობებია, სოციალური სამართლიანობაა, _ ასე მეუბნებოდნენ ადამიანები ქუჩაში, სასტუმროში, მაღაზიებში… ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, ჯანმრთელობა და დიდი წარმატებები გისურვოთ გმირი ბელარუსი ხალხის საკეთილდღეოდ. თუ ნებას მომცემთ, ორი შეკითხვა მექნება: ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოების ერთი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. მე არ ვიცი, რამდენია ეს ნაწილი _ ერთი პროცენტი, ნახევარი პროცენტი თუ უფრო ნაკლები, მაგრამ იგი ქუჩაში გამოვიდა, ტიხანოვსკაიას დასდევდა და რაღაცას აპროტესტებდა. შორიდან ვაკვირდებოდი ყველაფერ ამას და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა უნდა, რა ამოძრავებს ამ ხალხს? საქართველოს მაგალითზე გეტყვით: მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მან დასავლური კურსი აიღო. შედეგად კი ის მიიღო, რომ ოცდაათი წელიწადის გასვლის მერე საქართველო ტერიტორიულად დანგრეულია. დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. მადლობა თქვენ, რომ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა არ აღიარეთ, მაგრამ რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა მათი დამოუკიდებლობა ცნო. ეს საქართველოს ტრაგედია იყო. უფრო ადრე სხვა ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა პერიოდში შექმნილი უზარმაზარი სამრეწველო პოტენციალი და გიგანტური ქარხნები მთლიანად განადგურდა. მათი “პრივატიზაცია-პრიხვატიზაციის” გზით ერთეულები გამდიდრდნენ, ხალხი კი მათხოვრად იქცა. საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოსახლეობა თუ ხუთმილიონ-ნახევარს შეადგენდა, დღეს ეს რაოდენობა სამ მილიონამდე შემცირდა. ხალხი გარბის სამშობლოდან და იცით, რისთვის? ლუკმაპურის საძებნელად. ოცდაათი წელიწადია, ქართველ ხალხს ჰპირდებიან, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ ეს დაპირება არ სრულდება. ქვეყანა დაინგრა ტერიტორიულად, ეკონომიკურად, მორალურად. რაც მთავარია, ქვეყანამ პერსპექტივა და მომავალი დაკარგა. ეს უკვე მესამე ტრაგედიაა. ყოველივე ეს დასავლური ორიენტაციის შედეგია. იმ ადამიანებს, რომლებიც ტიხანოვსკაიას დასდევენ, ბელარუსშიც ანალოგიური შედეგის მიღება სურთ. თქვენ ამ ხალხს იმ გმირი ბელარუსი ხალხის ნაწილად მიიჩნევთ, რომლის ყოველი მესამე წარმომადგენელი დიდ სამამულო ომში დაეცა? თუ პირიქით _ ეს ის დივერსიული ჯგუფია, დასავლეთის “მეხუთე კოლონა”, რომელსაც მხოლოდ კანონისა და მართლმსაჯულების ენაზე უნდა ესაუბროთ?!

მეორე შეკითხვა: დასავლეთი სპობს და ანადგურებს ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს. ის ცალ-ცალკე ყველას ჩაგვყლაპავს. თქვენს დღევანდელ ღონისძიებას შესანიშნავი სახელი ჰქვია _ “დიდი საუბარი”. ხომ არ დადგა დრო ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ბაზაზე იმ დიდი საუბრის გამართვისა, სადაც გადარჩენის ერთიან გზას დავსახავთ ახალი კავშირის ჩამოსაყალიბებლად, გნებავთ, ევროკავშირის, გნებავთ, საბჭოთა კავშირის ტიპისა?

ჩემს შეკითხვებს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ვრცლად უპასუხა, ამიტომ ამ პასუხს შეკუმშული ფორმით წარმოგიდგენთ. პირველ შეკითხვაზე ასეთი პასუხი მივიღე: “Как я их воспринимаю? Это часть белорусского народа. Ответ на этот вопрос абсолютно однозначен. Каждого человека- маленького, большого, среднего, элитного я должен воспринимать как своего.”

რაც შეეხება ჩემს მონაყოლს საქართველოში შექმნილ ვითარებასა და, აგრეთვე, საკითხს მომავალი დიდი საუბრის შესახებ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ასე უპასუხა: “Грузия, как и Украина, это моя боль. Я в советские времена был немало раз в Абхазии (правда в Южной Осетии не был), в Грузии был. Русские, белорусы, украинцы завидовали вам всегда! Я не говорю о достижениях – это был цветущий оазис. Что там произошло, я хорошо отношусь к Грузии, к грузинам. Есть там и объективные, и субъективные причины, но из всего надо делать выводы, пока не поздно. Мы уже перешли красные линии, но пока не загнаны в угол. Надо возвращаться, садиться за один стол и определяться, что будем делать. И начинать с экономики надо, чтобы люди почувствовали, что в этом есть толк и смысл. Постсоветские государства на Западе никто не ждет. Слушайте, там не ждут! И не потому, что там вредный Запад, они агрессоры и прочие. Все от жизни людей, от экономики. У них своя экономика, у них свой рынок, они производят выше головы, им надо сбывать это, им нужны рынки. И мы им нужны прежде всего как рынок сбыта. Ну, и как говорят еще наши журналисты, как дешевая рабочая сила.”

ძვირფასო მკითხველო! დამეთანხმებით, რომ ამ სიტყვებში საქართველოს მიმართ არა მხოლოდ სიყვარული და პატივისცემაა, არამედ შექმნილი მძიმე ვითრების გამო გულისტკივილიც ჩანს და უაღრესად დამაფიქრებელი რჩევაც არის მოცემული. დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დონეზე შედგეს დიდი საუბარი დაშვებულ შეცდომებზეც და სამომავლო გეგმებზეც, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში უზარმაზარი პრობლემები დაგროვდა. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ჩემი ეს პოზიცია მთლიანად გაიზიარა: “Надо возвращаться, садиться за один стол и определяться, что будем делать!”

დასავლეთში გაჰკივიან, _ ლუკაშენკო დიქტატორიაო. არავითარი ფაქტი, არავითარი არგუმენტი, არავითარი მტკიცებულება, დასავლეთი ამგვარი “წვრილმანების” გამო თავს არასოდეს იწუხებს ან რატომ უნდა შეიწუხოს, მაშინ, როდესაც საკმარისია, საინფორმაციო საშუალებები ააყაყანოს. ისინიც მთელი ხმით გაჰყვირიან: ლუკაშენკო დიქტატორია! ეს “დიქტატორი” ლუკაშენკო კი, როგორი საოცარიც უნდა გეჩვენოთ, ყველგან და ყველაფერში მოლაპარაკების მომხრეა და მხარეებს მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს. იგი უკრაინის ხელისუფლებას კატეგორიულად აფრთხილებს, რომ არც თავში და არც გულში არ გაივლონ საკითხის გადაჭრა არც მესამე ქვეყნების მხარდაჭერით და არც ძალისმიერი მეთოდებით: “Если вы посмеете это сделать при поддержке третьих стран, я никогда не буду на вашей стороне. Если вы опять с Россией в Донбассе столкнетесь, я буду между вами. Это давно занятая мною позиция. Даже если это будет угрожать моей жизни. Но я уверен, что ни первый, ни второй вариант не реален. Его не будет. Потому что разумных голов в Украине достаточно. Какая бы у вас в Украине ни была армия, любая ваша попытка силой решить вопрос закончится трагедией для Украины.”

მინსკი დღეს

ამაზე მეტი გულშემატკივრობა, ამაზე მეტი რაციონალური მიდგომა და სწორი პოზიცია წარმოუდგენელია, მაგრამ, სამწუხაროდ, დასავლეთი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების უფლებას არ აძლევს. პრეზიდენტი ლუკაშენკო კი ეხვეწება უკრაინის ხელისუფლებას, რომ არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელია, საბედისწერო აღმოჩნდეს: “Я вас прошу, молю: выбросьте это из головы. Ни в коем случае не намечайте решать этот вопрос силовым образом.”

პრობლემებს გლობალურად როდესაც შეხედავ, მათ შორის იმ კავშირებს აღმოაჩენ, რომლებსაც ერთი წერტილისკენ მიჰყავხარ, სადაც ეს პრობლემები ხელოვნურად იქმნება. ეს ის წერტილია, მთელ პლანეტას სანქციების ენით რომ ელაპარაკება. სანქციები კოლექტიური დასავლეთის ხელში მსოფლიოზე ძალადობის ის ინსტრუმენტია, რომელიც საკუთარ თავში უზნეობისა და უსამართლობის მატარებელია, რადგან უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია:

“Им, не думающим головой, прежде чем вводить против нас какие-то меры, в том числе санкционные, надо просто думать. За что наказали БЕЛАЗ, за что наказали коллектив МАЗа и так далее. И там ну просто смешные и очень интересные обоснования и мотивация этих санкций. Безумно интересно. Они даже здесь не могут составить нормальную мотивацию – за что?”

 პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბევრჯერ დაუმტკიცა ყველას, რომ მისი შეშინება შეუძლებელია: “Они пытаются меня запугать или реально подвести к международному трибуналу, чтобы я дрогнул. Я отвечаю: ребята, я свою жизнь прожил. Я в этой жизни что-то сделал. Поэтому запугать меня трибуналом, расстрелом… Да бесполезно меня пугать этим”.

ძალადობა, მუქარა, შანტაჟი, თავდასხმა, საინფორმაციო ომი… არ ჭრის მასთან ეს საბრძოლო არსენალი, რადგან იგი ბელარუსი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას. ეს მისი ეროვნული მოვალეობაა, ეროვნული მისიაა, თუ გნებავთ, წმინდათაწმინდაა, ამიტომ მას საკუთარი ხალხის სამსახურში დგომას ვერც სანქციებით გადააფიქრებინებ. პირიქით, შეეცდება საკუთარი ხალხის ისე დაცვას, რომ სანქციებს ბუმერანგის ეფექტი მოჰყვეს: “Не надо браться за санкционные топоры и вилы. Тем более они могут иметь обратный эффект.”

ეს სერიოზული განცხადებაა. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კარგად იცის, სადამდე შეიძლება მივიდეს დასავლეთთან დაპირისპირება. მან იცის, რომ მოწინააღმდეგესთან პირისპირ დგომა სახიფათოა, თუ გვერდით ძლიერ მოკავშირეს ვერ გრძნობ: “Они нас голыми руками уже не возьмут никогда. А тем более у нас жесткий военно-политический союз с Россией, тут мы нигде не отступаем ни на сантиметр. Они правильно боятся Лукашенко и Путина. Они правильно делают, им надо бояться. Мы не из трусливого десятка. Это не столько наше личное, сколько интересы народов.”

“დიდი საუბრის” მონაწილე რუსი ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორია რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს პერსპექტივა, პრეზიდენტმა მარტივი პასუხი გასცა: “Мы никогда не были против теснейшего союза, но вы нас всегда держали на расстоянии и сейчас вы держите нас на расстоянии. У России больше никого нет, может, вам не нравится это, но факт есть факт. И даже сейчас во время пандемии, хоть вы и закрылись от нас, мы от вас не закрывались.”

 ამ პასუხიდანაც კი ჩანს, რომ, მიუხედავად მაღალი დონის ინტეგრაციისა, ბელარუსისა და რუსეთის ურთიერთობაშიც არის გარკვეული სიძნელეები. ლუკაშენკოს საუბარში ცოტა მოგვიანებით ეს სიძნელეები კიდევ უფრო გამოიკვეთა: “Основа любого союза – это одинаковые условия, равноправие. Но как можно интегрироваться и делать шаги, если у вас цены на природный газ в два-три раза ниже, чем в Беларуси.”

პრეზიდენტი ლუკაშენკო ყველაზე მთავარ საკითხსაც შეეხო და ერთმნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა: “Говоря об интеграции, мы должны четко понимать – любая интеграция возможна, но без потери государственности и суверенитета.”

როგორც ხედავთ, ბელარუსის პრეზიდენტს მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი, თუ როგორ შეიძლება რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაცია სუვერენიტეტის შენარჩუნებით. ამ საკითხში პირადად მე მას სავსებით ვეთანხმები. შეკითხვა დაისვა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებითაც. პრეზიდენტ ლუკაშენკოს პოზიცია ამ საკითხზეც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი იყო: “Что касается нейтралитета, это не обсуждается. Это решение Всебелорусского народного собрания.”

პირდაპირ ვიტყვი, რომ მართლაც შემზარავი იყო დასავლური მედიის წარმომადგენელთა საქციელი, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ქართველი ჟურნალისტების საქციელს, დასავლეთის დაკვეთას რომ ასრულებენ და, რომლებმაც საბოლოოდ აქციეს ზურგი სიმართლეს, სინდისს, ეთიკას, ადამიანობას… პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ყველას ღირსეული პასუხი გასცა, როგორც იტყვიან, ყველას დამსახურებისამებრ მიუზღო. აი, ერთი კონკრეტული ამონარიდი CNN-ისთვის გაცემული პასუხიდან: “Мне с американцами совсем просто говорить. Скажите, пожалуйста, вопрос риторический (я отвечаю на ваш вопрос): вы (США. – Прим.) зачем застрелили девушку в Конгрессе, которая была участница войн в защиту Соединенных Штатов Америки и их интересов? После этого вопрос о репрессиях в отношении населения с моей стороны просто меркнет. Вы привыкли к тому, что вы гегемоны в мире – вам все позволено. Сколько человек вы посадили после событий у Конгресса? Когда вы законно избранного президента (я имею в виду Трампа) растоптали, убрали его из средств массовой информации, c YouTube и прочее вычеркнули напрочь и поставили своего президента. Это что, было законно?”

დასასრულ, მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლები, რომ ბელარუსი არ არის ბირთვული დერჟავა. ამასთანავე, იგი მოკლებულია ზღვაზე გასასვლელს და ენერგომატარებლებს. მიუხედავად ამისა, მან გაუძლო უმძიმეს ზეწოლას და თანაც არამხოლოდ ერთი მხრიდან.

ამ ღონისძიების შემდეგ, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა, კიდევ სამ დღეს მომიწია მინსკში დარჩენა.

ჩასვლის დღეს დაწყებული სოციოლოგიური გამოკითხვა წამოსვლის დღეს დავასრულე. ორმოცდაათი გამოკითხულიდან მხოლოდ ორმა გამოთქვა გარკვეული პროტესტი პრეზიდენტ ლუკაშენკოს მისამართით. ორივეს ერთი და იგივე არგუმენტი ჰქონდა: დიდი ხანია, რაც სახელმწიფოს სათავეშია და უნდა წავიდეს! კი, დიდი ხანია, რაც პრეზიდენტი ლუკაშენკო სახელმწიფოს აშენებს, ამშვენებს, უვლის, თავს ევლება, ცივ ნიავს არ აკარებს… უნდა წავიდეს, აბა, არ უნდა წავიდეს? ასე ფიქრობს ორი ადამიანი ორმოცდაათი გამოკითხულიდან, რაც პროცენტულად ძალიან მცირე მაჩვენებელია, მაგრამ დასავლური დემოკრატია ხომ უმცირესობებზეა ორიენტირებული. ჰო, მინსკში ყოფნისას კიდევ ერთი გამოკვლევა ვაწარმოე: ქუჩებში, მოედნებზე, ბაღებში, სკვერებში ხუთი დღის განმავლობაში გულმოდგინედ ვეძებდი ნამწვს. მეოთხე დღეს, საღამოს, ერთი ცალი აღმოვაჩინე, ხის ძირში დაგდებული. მეწყინა, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე, ალბათ, ვიღაც ქართველმა ჩამოიარა-მეთქი.

ვალერი კვარაცხელია

P.S. სულ ეს იყო, რაც მინსკში ერთი კვირით ჩასულმა ჟურნალისტმა და სოციოლოგმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აღმოვაჩინე _ ერთი ნამწვი და ორი ადამიანი. ამის პარალელურად ვნახე ლუკაშენკოს მიმართ ბელარუსი ხალხის უზარმაზარი პატივისცემა, უსაზღვრო ნდობა და ზღვა სიყვარული. სამაგიეროდ, თბილისში დამხვდა სატელევიზიო წიოკი საქართველოსა და ბელარუსის უშიშროების სამსახურებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, ვინაიდან, როგორც აშშის სამსახურში ჩამდგარი ქართველი ჟურნალისტები გაჰყვირიან, ეს ფაქტი, თურმე, რუსეთის გავლენის სფეროში გვაბრუნებს. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ სწორი შეკითხვა დაუსვა დასავლური მედიის წარმომადგენლებს: “Вы нас с россиянами толкаете к Третьей мировой?” მე პირადად ამ წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანს მოვხსნიდი და ძახილის ნიშანს დავსვამდი. დანარჩენი აბსოლუტური სიზუსტით არის დანახული და შეფასებული.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here