Home ახალი ამბები საქართველო ვიოლა ფონ კრამონი – ჩვენი რეზოლუცია აჩვენებს ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს...

ვიოლა ფონ კრამონი – ჩვენი რეზოლუცია აჩვენებს ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები

132

ჩვენი რეზოლუცია აჩვენებს იმის ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი Credit Suisse-სთან დაკავშირებულ პროცესზე აღნიშნავს, რომ ეს აჩვენებს სულ მცირე გარკვეულ ეფექტს.

„ვფიქრობ, ეს აჩვენებს სულ მცირე გარკვეულ ეფექტს. ჩვენი რეზოლუცია, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მომზადდა, აჩვენებს იმის ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები და ეს ბანკები, სადაც ინახება ბევრი აქტივი, შესაძლოა, შეწუხდნენ, თუკი იქნება სანქციები, კონფისკაცია, გაყინვა და სხვა. ეს არის საინტერესო განვითარება და საინტერესოა, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის რეაქცია, მაგრამ ზოგადად, მსურს, ვთქვა, რომ ჩვენი რეზოლუცია მუშაობს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here