იტალიურმა გამოცემამ Corriere della Sera გამოაქვეყნა სტატია უკრაინაში დემოგრაფიული კატასტროფის შესახებ. ავტორების ვარაუდით, უკრაინის მოსახლეობა 28-31 მლნ-მდე შემცირდა (48 მლნ-დან, 2001 წლის აღწერით – გ.გ ). წერს ტელეგრამ-არხი „Резидент“-ი.
„ბავშვები არ არიან, კარგი განათლების მქონე საშუალო კლასის ქალები წავიდნენ. რაც მთავარია, მათგან ნახევარზე მეტი უკრაინაში დაბრუნებას არ აპირებს“.
„ევროპული სტუმართმოყვარეობის პოლიტიკა თავდაპირველად სასწაულ გულუხვობად გვეჩვენებოდა, ახლა კი, ჩანს, წყევლაა“, – ციტირებს გაზეთი უკრაინელ დემოგრაფს.
აი კიდევ ერთი ციტატა. IT-კომპანიის მფლობელი ამბობს: „ჩემი თანამშრომლების უმრავლესობამ სწრაფად იპოვა სამუშაო პოლონეთსა და საფრანგეთში. ჩვენი წარმოებები დაკეტილია, ბაზარი არ არის. არც ერთი მათგანი არ დაბრუნდება“.
და აი, მონათხრობი 40 წლის უკრაინელი ოფიცრისა, რომელიც ახლა ბახმუტთან მდებარე პოზიციებზეა: „ჩემი მეუღლე და ორი შვილი – 5 და 7 წლის – ომის პირველ დღეებში გერმანიაში წავიდნენ. მას შემდეგ სულ უფრო და უფრო იშვიათად ვსაუბრობდით. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ მეუღლემ იქ უკვე იპოვა ახალი თანამგზავრი.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://uk.tgstat.com/channel/@rezident_ua/18785