Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ცნობილი ადამიანების უცნაური ანდერძები

ცნობილი ადამიანების უცნაური ანდერძები

8506

ნიჭიერი ადამიანები ყველაფერს შემოქმედებითად უდგებიან, თავიანთ ანდერძსაც კი. ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა საკმაოდ უჩვეულო და გასაოცარი ანდერძი დატოვა. 

ჩარლი ჩაპლინი და მილიონი დოლარი მოხერხებული მწეველისთვის

მსახიობმა ჩარლი ჩაპლინმა საოცარი ანდერძი შეადგინა. სახელგანთქმულმა კომიკოსმა მილიონი დოლარი დაუტოვა მას, ვინც შეძლებს, პირიდან კვამლის 5 რგოლი გამოუშვას და მათ შუაში გაატაროს კიდევ ერთი. ეს ამოცანა შეუსრულებელი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში აქამდე ამის გაკეთება ვერავინ შეძლო.

ფრენკ სინატრა და ბოთლი ვისკი

ამერიკელმა მომღერალმა ფრენკ სინატრამ თავისი ქონება მეოთხე ცოლს, მოდელ ბარბარა მარქსს დაუტოვა, მაგრამ, ამას გარდა, მომღერალმა ისურვა, რომ მის კუბოში ჩაედოთ ბოთლი ვისკი, სანთებელა და 10 ცენტი, იმ შემთხვევისთვის, თუ სასწრაფოდ დარეკვა დასჭირდებოდა. სინატრას ყველა სურვილი შეუსრულეს, მის საფლავის ქვაზე კი დააწერეს: “ყველაფერი საუკეთესო წინ არის”.

ალენ დელონი და სიკვდილი ძაღლით ხელში

2018 წელს ფრანგული ყოველკვირეული გამოცემა “პარი მატჩისთვის” (Pარის Mატცჰ) მიცემულ ინტერვიუში ალენ დელონმა აღნიშნა, რომ სურს, ამ ქვეყნიდან წავიდეს თავის ნაგაზ ლუბოსთან ერთად. “თუ ის ჩემზე ადრე მოკვდება, ვიმედოვნებ, რომ არ ვიყოლიებ სხვა ძაღლს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მე მოვკვდები ადრე, ვეტერინარს ვთხოვ, ძაღლს ნემსი გაუკეთოს და ჩემს ხელებში განუტევოს სული. ასე მირჩევნია იმას, რომ ძაღლი ჩემს საფლავზე ტანჯვით მოკვდეს”, _ განაცხადა ლეგენდარულმა მსახიობმა. სხვათა შორის, ალენ დელონის სახლის ეზოში 35 შინაური ცხოველია დამარხული და ყველას თავისი საფლავის ქვა აქვს.

მერილინ მონრო და მთელი ქონება ერთ ხელში

მსახიობმა მერილინ მონრომ, რომლის სიკვდილიც შეთქმულების თეორიებითაა მოცული, პრაქტიკულად, მთელი თავისი ქონება, საცვლებიც კი, სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელ ლი სტრასბერგს დაუტოვა. მერილინის პირადი ნივთები სტრასბერგის ავტოფარეხში ინახებოდა. Lლი სტრასბერგი 1982 წელს გარდაიცვალა და მისმა ცოლმა მონროს მემკვიდრეობა აუქციონზე 20 მლნ დოლარად გაყიდა.

კიმ კარდაშიანი და საკუბოვე მაკიაჟი

კიმმაც იზრუნა თავის ანდერძზე. მას ქონება ჯერ არ გაუყვია, მაგრამ დაფიქრდა დაკრძალვისას თავის გარეგნობაზე და ყველაფერი დეტალურად დაგეგმა. კარდაშიანის ანდერძში გაწერილია ყველაფერი: ტანსაცმელი, მაკიაჟი, ფრჩხილების ლაკის ფერიც კი.

“არ მსურს, ცუდ მდგომარეობაში ყოფნა, მინდა, რომ ჩემი მაკიაჟი უნაკლო იყოს, ისევე, როგორც ვარცხნილობა და მანიკიური. ვოცნებობ, რომ იდეალურად გამოვიყურებოდე კუბოში”, _ აღიარა კიმმა.

ოპრა უინფრი და 30 მლნ დოლარი ძაღლებისთვის

პოპულარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ძაღლების მოყვარულია. ოპრას გადაწყვეტილებით, მისი ქონების ნახევარს მიიღებენ საქველმოქმედო ფონდები, ხოლო მეორე ნახევარს _ მისი ძაღლები. ამჟამად ოპრას 4 ძაღლი ჰყავს და ტელეწამყვანის გარდაცვალების შემთხვევაში ისინი 30 მლნ დოლარს გაიყოფენ.

ალექსანდრე მაკქუინი და 50 ათასი გირვანქა სტერლინგი ძაღლებისთვის

ქონების ძირითადი ნაწილი, კერძოდ, 16 036 500 გირვანქა სტერლინგი ინგლისელმა დიზაინერმა საქველმოქმედო ფონდებს გადასცა. 250-250 ათასი კი მიიღეს მაკქუინის სამმა დამ და ორმა ძმამ. 50-50 ათასი _ ნათლულმა და ძმისშვილმა, ამდენივე თანხა ერგო ორ თანაშემწეს, რომლებიც კუტიურიეს დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდნენ. ამას გარდა, დიზაინერმა 50-50 ათასი დოლარი უანდერძა თავის 3 ძაღლს _ მინტერს, კალუმსა და ჯუსს. მაკქუინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ მას სურს, თავისი ძაღლები უზრუნველყოფილნი იყვნენ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here