Home სხვადასხვა დაიჯესტი The Times: დასავლეთი მარცხდება აღმოსავლეთთან _ დაიწყება მსოფლიო ლიდერების შეცვლა

The Times: დასავლეთი მარცხდება აღმოსავლეთთან _ დაიწყება მსოფლიო ლიდერების შეცვლა

694
The Times: დასავლეთი მარცხდება აღმოსავლეთთან _ დაიწყება მსოფლიო ლიდერების შეცვლა

დასავლეთის ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში ეტალონად მიიჩნეოდა ყველაფერში. პროპაგანდა ისე იყო აწყობილი, რომ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ევროკავშირისა და აშშის ხელისუფლებები ყველაზე ბრძენი და ყველაზე ლიბერალური იყვნენ, ხოლო მათ მიერ შექმნილი სისტემა _ ყველაზე მართებული, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ყველა სტერეოტიპი დაანგრია.

დღეს ბევრი ადამიანი ათვითცნობიერებს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ გაუძლეს “გამოცდას სტრესზე”. სამაგიეროდ, აზიამ მიაღწია ბევრ პოლიტიკურ წარმატებას. ამას აღიარებს თვით ბრიტანული გამოცემა The Times-ი. გაზეთი აღნიშნავს, რომ ნელა მოქმედი დასავლეთი აგებს კატეგორიულ აღმოსავლეთთან, რამაც მომავალში შეიძლება მსოფლიოში ლიდერების შეცვლა გამოიწვიოს.

მსოფლიოს მართავს გაბედულება და შეუპოვრობა

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ძალთა ბალანსის ცვლილება (თანაც არა დასავლეთის სასარგებლოდ) სულ უფრო ნათლად ჩანს. კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობის მაღალმა დონემ აშშ-სა და ევროპაში აჩვენა, რომ დასავლეთის მთავრობებს სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება აღარ შეუძლიათ.

“კორონავირუსით მხოლოდ 7 ადამიანი გარდაიცვალა ტაივანზე, 27 _ სინგაპურში და 34 _ ვიეტნამში; ლონდონმა კი დაკარგა 7 ათასი ადამიანი, ნიუ-იორკმა _ 23 ათასზე მეტი”, _ წერენ ჯონ მიკლტუეიტი და ადრიან ვულდრიჯი წიგნში The Wake-Up Call.

თანაც ასეთი განსხვავება მონაცემებში არის არა ვირუსის სხვადასხვა შტამის, არამედ ხელისუფლებების დაბნეულობის შედეგი. პანდემიის დასაწყისში ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ყოყმანობდა და ვერ ხვდებოდა, საჭირო იყო თუ არა მკაცრი ზომების გატარება ვირუსთან საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაპირველად საერთოდ არ მიაქცია ყურადღება პრობლემას.

აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ კი გაბედულად იმოქმედეს და მოასწრეს აუცილებელი ზომების გატარება მანამ, სანამ ვირუსის გავრცელება კონტროლს აღარ დაექვემდებარებოდა.

სხვადასხვა სიჩქარის პრობლემა

პანდემია არ არის ევროკავშირისა და აშშ-ის სირთულეების კატალიზატორი. მან, უბრალოდ, წარმოაჩინა, რა ნელი შეიძლება იყოს დასავლეთი. თითქმის ყველა საკითხის მოგვარების გაჭიანურებამ გამოიწვია ის, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები აღმოსავლეთს ჩამორჩებიან, პრაქტიკულად, ყველაფერში _ განათლებით დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული.

“სანამ დიდ ბრიტანეთში გრძელდება კამათი იმაზე, ღირს თუ არა მესამე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აგება ჰიტროუში (აეროპორტი ლონდონში _ გ.გ.), ჩინეთმა უკვე დაგეგმა 215 ახალი აეროპორტის აგება 2035 წლამდე”, _ აღნიშნავს The Times-ი.

დასავლეთისთვის ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ქვეყნები, რომლებიც მიეჩვივნენ ლიდერობას, ამჯობინებენ, არ მიიღონ აღმოსავლეთიდან წამოსული გამოწვევა. ნაცვლად ამისა, აშშ-მა და ევროპამ დაიწყეს დაგმობა ყველა წარმატებისა, რომლებსაც მიაღწიეს “დასავლური სამყაროს” საზღვრებს გარეთ. აგრეთვე, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, რომელიც “თითქმის არ აქვთ აზიურ ქვეყნებს”.

The Times-ი მოუწოდებს დასავლურ სახელმწიფოებს, გამოფხიზლდნენ და დაიწყონ გაბედულად მოქმედება.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

1 COMMENT

  1. დღეს ბევრი ადამიანი ათვითცნობიერებს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ გაუძლეს “გამოცდას სტრესზე”. სამაგიეროდ, აზიამ მიაღწია ბევრ პოლიტიკურ წარმატებას
    ————————-
    bullshit 😀 უნდა გადასვა მაგის დამწერი აზიურ გეტოებში და კვირაში 5$-ად ამუშავო ნასკების ქარხანაში 😀

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here