Home ახალი ამბები საქართველო მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას – თეა წულუკიანი

მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას – თეა წულუკიანი

56

ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას მიესალმება. 

„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.

ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის“, – წერს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო განხილვის შედეგის გამო ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მას სანქციებით ემუქრება.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here