Home სხვადასხვა დაიჯესტი Strategist-ი: რამ შეიძლება აიძულოს ბაიდენი, დაიწყოს ინტერვენცია უცხო ქვეყანაში

Strategist-ი: რამ შეიძლება აიძულოს ბაიდენი, დაიწყოს ინტერვენცია უცხო ქვეყანაში

283
ჯო ბაიდენი

ამერიკის საგარეო პოლიტიკას აქვს ტენდენცია, საგარეო და საშინაო პრობლემებს შორის აქეთიქით იხრებოდეს. მაგალითად, ჯორჯ ბუშიუმცროსი სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის მომხრე იყო; მისი შემცვლელი აშშის პრეზიდენტის პოსტზე, ბარაკ ობამა, შედარებით ნაკლებად მიისწრაფვოდა ინტერვენციებისკენ; დონალ ტრამპი კი სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის მომხრე იყო. ამ ფონზე აქტუალურია კითხვა _ რას უნდა ველოდოთ ჯო ბაიდენისგან? _ წერს გამოცემა The Strategist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმომხილველი ჯოზეფ ნაი.

1821 წელს ჯონ კუინსი ადამსმა (აშშ-ის მე-6 პრეზიდენტმა _ გ. გ.) განაცხადა, რომ აშშ “საზღვარგარეთ არ ეძებს მონსტრებს, რომლებიც უნდა გაანადგუროს, რადგან ქვეყანა ყველას უსურვებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და არის მხოლოდ თავისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი”. მაგრამ აშშ-ს კარგა ხნის წინათ ჩამოუყალიბდა ინტერნაციონალური ტრადიციები.

ისეთი თვითგამოცხადებული რეალისტიც კი, როგორიც იყო თეოდორ რუზველტი, ამტკიცებდა, რომ უკიდურეს შემთხვევებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ჩარევა “შეიძლება იყოს გამართლებული და მართებული”.

ჯონ ფიტცჯერალდ კენედიმ ამერიკელებს მოუწოდა, საკუთარ თავს ჰკითხონ, რისი გაკეთება შეუძლიათ არა მხოლოდ სამშობლოსთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის.

ამერიკელები ვიეტნამში
ამერიკელები ვიეტნამში

ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ მონაწილეობდა 7 ომსა და სამხედრო ინტერვენციაში, რომელთაგან არც ერთი არ იყო პირდაპირ დაკავშირებული დიდი სახელმწიფოების მეტოქეობასთან. ბუშიუმცროსის ეროვნული უსაფრთხოების 2006 წლის სტრატეგია მიზნად ისახავდა თავისუფლების მიღწევას მსოფლიო თანამეგობრობაში.

ლიბერალური და ჰუმანიტარული ჩარევა არ არის ახალი ან მხოლოდ ამერიკული ფენომენი. ბრიტანეთშიც, აგრეთვე, მიმდინარეობდა კამათი ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე მონობასთან საბრძოლველად, კონგოში ბელგიის მიერ ჩადენილი მხეცობისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ოსმალეთის იმპერიის რეპრესიების წინააღმდეგ, მანამდე, სანამ ვუდრო ვილსონი (აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი) ჩაერთვებოდა პირველ მსოფლიო ომში, რათა “მსოფლიო უსაფრთხო ყოფილიყო დემოკრატიისთვის”. ასე რომ, პრობლემა, რომელსაც ბაიდენი შეეჯახება, უპრეცედენტო არ არის.

რა უნდა გააკეთოს აშშ-მა, სხვა სახელმწიფოს საზღვარი რომ გადაკვეთოს? გაეროს წესდებით, 1945 წლიდან შეზღუდულია ძალის გამოყენება უშიშროების საბჭოს სანქციებით. უშიშროების საბჭოში, აშშ-ის გარდა, კიდევ 4 მუდმივ წევრს (რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთსა და საფრანგეთს _ გ.გ.) აქვს ვეტოს უფლება.

რეალისტები ამბობენ, რომ სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს, თუკი ის თავიდან აგვაცილებს ძალთა ბალანსის დარღვევას, რომელზეც დამოკიდებულია მსოფლიო წესრიგი. ლიბერალები და კოსმოპოლიტები ამტკიცებენ, რომ ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს უფრო ადრინდელი ჩარევის საპასუხოდ, გენოციდისა და სხვა ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

Strategist-ი: რამ შეიძლება აიძულოს ბაიდენი, დაიწყოს ინტერვენცია უცხო ქვეყანაში

პრაქტიკაში კი ამ პრინციპებს ერთმანეთს ხშირად უთავსებენ უცნაური სახით. ვიეტნამში ამერიკელების შეჭრის შემდეგ ჯონ კენედი და ლინდონ ჯონსონი ამტკიცებდნენ, რომ ამერიკელი სამხედროები ეწინააღმდეგებიან ჩრდილოეთ ვიეტნამის ინტერვენციას სამხრეთ ვიეტნამში, მაგრამ ვიეტნამელები თავს მიიჩნევდნენ ერთიან ერად (და მიიჩნევენ), რომელიც, პოლიტიკური მოსაზრებებით, ხელოვნურად იყო გაყოფილი ცივი ომისდროინდელი ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად. დღეს აშშ კარგი ურთიერთობა აქვს ვიეტნამთან.

სპარსეთის ყურეში პირველი ომის მიმდინარეობისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) სამხედრო ძალა გამოიყენა ქუვეითიდან ერაყის ჯარების განსადევნად და რეგიონში ძალებით ბალანსის შესანარჩუნებლად, მაგრამ მან ეს გააკეთა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ გაეროს რეზოლუციის გამოყენებით. ის თავს რეალისტად მიიჩნევდა და უარი თქვა ჩარევაზე, რათა შეეჩერებინა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. მაგრამ, როცა 1992 წლის დეკემბერში ამერიკულმა ტელევიზიებმა აჩვენეს საშინელი კადრები, როგორ შიმშილობს სომალიში მოსახლეობა, ამ ქვეყნის დედაქალაქ  მოგდიშოში ჯარი გაგზავნა ჰუმანიტარული ოპერაციის ჩასატარებლდა.

ეს პოლიტიკა ჩაფლავდა: 1993 წლის ოქტომბერში ბუშის მემკვიდრე ბილ კლინტონის მმართველობის პერიოდში სომალიში 18 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა _ ამ მოვლენამ 6 თვის შემდეგ ხელი შეუშალა ამერიკის ძალისხმევას, რუანდაში გენოციდი შეეჩერებინა.

რადგან საგარეო პოლიტიკა ისეთ მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს, როგორც საშინაო პოლიტიკა, ამერიკელი საზოგადოება ემხრობა რეალიზმს. ელიტები კი უფრო ინტერვენციონისტურ პოზიციას იკავებენ, ვიდრე საზოგადოება, რის გამოც ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ელიტები უფრო ლიბერალურები არიან, ვიდრე რიგითი მოქალაქეები.

ყველაფრის მიუხედავად, როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, საზოგადოება მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალმხრივ მოქმედებებს, ადამიანის უფლებების დაცვასა და ჰუმანიტარულ დახმარებას. თავის წიგნშიაქვს თუ არა მნიშვნელობა მორალს? პრეზიდენტები და საგარეო პოლიტიკა რუზველტიდან ტრამპამდენაიმ აჩვენა, რომ არ არსებობს ერთობლივი კონცეფცია, რომელიც მიესადაგება ყველა შემთხვევას. ცოტა მიზეზია იმისა, რომ საზოგადოებას ექნება ერთობლივი თანმიმდევრული აზრი.

მაგალითად, სპარსეთის ყურეში დაწყებულ მეორე ომში ინტერვენციის ამერიკული მოტივები არაერთმნიშვნელოვანი იყო. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები კამათობდნენ, ჰქონდა თუ არა რეალისტური ან ლიბერალური ჩარევის ხასიათი 2003 წელს ერაყში შეჭრას. ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის ზოგიერთი საკვანძო ფიგურა, ისეთები, როგორებიც არიან რიჩარდ ჩეინი და დონალდ რამსფელდი, რეალისტები იყვნენ, შეშფოთებულნი იმით, რომ სადამ ჰუსეინს ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი; ასევე იმით, რომ ჰუსეინის მოქმედების გამო შესაძლებელი იყო, ძალთა ბალანსი დარღვეულიყო რეგიონში, მაგრამ ადმინისტრაციაში მყოფმა “ნეოკონსერვატორებმა”, რომლებიც წარსულში ლიბერალები უფრო იყვნენ, წინა პლანზე წამოწიეს დემოკრატიის განვითარება და აშშ-ის ჰეგემონიის შენარჩუნება. ადმინისტრაციის გარეთ ზოგიერთმა ლიბერალმა ომს ადამიანის უფლებების სფეროში ჰუსეინის საზიზღარი რეპუტაციის გამო დაუჭირა მხარი, თუმცა ბუში-უმცროსის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგან გაეროს მხარდაჭერა ვერ მიიღო, როგორც მისმა მამამ სპარსეთის ყურეში პირველი ომის დროს.

ფართო თვალსაზრისით, ჩარევა მიეკუთვნება ისეთ ქმედებებს, რომლებიც გავლენას ახდენს სხვა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებზე და ეს საქმეები შეიძლება იყოს საინფორმაციო მუშაობა, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, ბლოკადა ან კიბერშეტევა, უპილოტო საფრენი აპარატებიდან დარტყმები და სამხედრო ინტერვენცია. მორალური თვალსაზრისით, თუ როგორი სიძლიერის იქნება იძულება, დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიძლიერით ითელება ფეხქვეშ ადგილობრივთა უფლებები და არჩევანის თავისუფლება.

პრაქტიკული თვალსაზრისით, სამხედრო ჩარევა სარისკო ინსტრუმენტია. სხვა ქვეყანაში შეჭრა ერთი შეხედვით რთული არ არის, მაგრამ უპრობლემოდ არასდროს დასრულებულა.

შედეგების თვალსაზრისით, ხშირად საშუალებებიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მიზნები. სად გაჩერდება ბაიდენი დემოკრატიის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებებისთვის დაცვისკენ მიმართულ ინტერვენციის სპექტრში? იმედს იძლევა ის, რომ ადრე ბაიდენს ახასიათებდა საღი აზრისა და მომხდარის გაგებაგაანალიზება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ სიურპრიზებიც ხდება და მოვლენებს თავისი გააქვს.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here