Home ახალი ამბები საქართველო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “მთავარი არხის” თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “მთავარი არხის” თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

56

“მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გიორგი გაჩეჩილაძემ გადაცემაში 13 ივლისს ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, “მთავარი არხის” ერთ-ერთი გადაცემის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ეხება. ჩანაწერის ფიგურანტები ვარაუდობენ, რომ საუბარი უკანონოდ, სუს-მა ჩაიწერა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here