შრი–ლანკის პრეზიდენტმა გოტაბია რაჯაპაკსამ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს მიმართა თხოვნით, დაეხმაროს ნავთობის შესყიდვაში, _ წერს russian.rt.com –ი.
ორი ქვეყნის პრეზიდენტები რამდენიმე დღეში გამართავენ სატელეფონო საუბარს და შეთანხმდებიან მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ორგანიზებაზე.
ამას გარდა, რაჯაპაკსა საწვავის იმპორტის საკითხის განსახილველად ვიზიტს გაერთიანებულ არაბულ საამიროებშიც გეგმავს.
გიორგი გაჩეჩილაძე