Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი ხალხის ამოსაწყვეტი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი ხალხის ამოსაწყვეტი გადაწყვეტილება მიიღო

4312

ასე აფასებს საზოგადოებრიობა გუშინ ტელესივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას მარიხუანის (კანაბისის) ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დააკანონა. ოფიციალურ ტექსტში განმარტებულია, თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს მოულოდნელი ბედნიერება: “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას” (სტილი და პუნქტუაცია დაცულია). რამდენად ღრმად არის ჩახედული ეს ფრიად პატივსაცემი უმაღლესი სამართლებრივი ინსტანცია საკითხში, რომლის შესახებაც იღებს გადაწყვეტილებას, ერთი დეტალიდანაც ჩანს, სადავო საგნის დასახელებიდან თუნდაც: “მარიხუანასლენგია, როგორც პლანი, ანაშა, ხოლო ბოტანიკური სახელია კანაბისი. გაეროს 1961 წლის კონვენციაში ჩაწერილია _ ნარკოტიკული საშუალება კანაბისი. მთავარი მაინც სხვაა _ ცრულიბერალური პრინციპის შემოპარება თავისუფალი განვითარების უფლების საფარით. მოწევ და განვითარდები(!) 

შეშფოთდნენ და ჩაფიქრდნენ პარლამენტის წევრები: “ძალიან მკაცრი რეგლამენტაცია იქნება საჭირო იმ ნორმების ჩასანაცვლებლად, რომლებიც დღეს გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ. არ უნდა მივიღოთ, რომ მარიხუანა არის უსაფრთხო პროდუქტი. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, მოხმარება ლეგალური იქნება თუ არალეგალური, არის ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ განსაკუთრებით მოზარდ თაობას. მათ ნათლად უნდა იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებასთან”, _ აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციებს არ გამორიცხავს. პარლამენტი დაუყოვნებლივ დაიწყებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას”, _ აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

“ეს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, გახდება პარლამენტის მსჯელობის საგანი”, _ ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე.

მოკლედ, საკონსტიტუციო სასამართლომ კანაბისის (მარიხუანის) მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა: “პიროვნების თავიუფალი განვითარების” კარიბჭე განიხვნა და _ ანტრე, ბატონო, დაბოღმილ ედემის ბაღში!

_ ამ ფაქტს პოლიტიკურ შეფასებას პოლიტიკოსები მისცემენ, მე სამართლებრივ ჭრილში განვიხილავ, _ განაცხადასაქართველო და მსოფლიოსთანსაუბარში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის გამგემ, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ და განაგრძო:

_ სიტუაცია ძალიან რთულია. როცა ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს სამართალშემოქმედი ორგანო, მან უნდა გაითვალისწინოს შედარებითი სისხლის სამართლის მეცნიერების ანბანი, ანუ ის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული გარემო, რომელშიც აღნიშნული საზოგადოება, ერი ცხოვრობს. ეს ფაქტორები ზეგავლენას ახდენს საკანონმდებლო ნორმებზე, შინაარსზე და ა.შ.

გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, სრულად არის მოწყვეტილი ამ ფაქტორებს და წარმოგვიდგება როგორც თეორიული, აბსტრაქტული და იდეალისტური დოკუმენტი. იგი აბსოლუტურად არ ითვალისწინებს საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას.

ეს გადაწყვეტილება, კარგა ხანია მწიფდებოდა. 2015 წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილმა საქართველოს პარლამენტს მოუგო დავა, რომლის საგანი იყო 260-ე მუხლის მეორე ნაწილი და ეხებოდა ე.წ. მარიხუანას.

“კანაბისის ეპოპეა” ოთხ წელიწადს გაგრძელდა და მაინცდამაინც 2018 წლის საზაფხულო არდადეგების დაწყების წინა დღეს ნაჩქარევად მიიღეს, ვითომ არ შეიძლებოდა ერთი თვით მაინც გადაეწიათ, რათა პარლამენტს, რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობდა, დაემუშავებინა თავისი პოზიცია კონსენსუსის საფუძველზე.

_ ფაქტის წინაშე დააყენეს?

_ ასე გამოდის. რატომ მოიქცნენ ასე, ვერაფერს გეტყვით.

“ბექა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკითხის განხილვისას, კოლეგიის წევრი იყო მერაბ ტურავა, რომელმაც გუშინ გამოაცხადა ეს “ისტორიული” გადაწყვეტილება, ოთხი წლის წინათ კი თავი შეიკავა. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკანონა, რომ 70 გრამი კანაბისი (ასანთის 15 კოლოფი) შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს და ამის გამო მას პასუხს არავინ მოსთხოვს. მერაბ ტურავამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. ოთხი წლის თავზე კი შეიცვალა დამოკიდებულება და ხმა მისცა “მარიხუანის” ლეგალიზებას.

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 1994 წელს დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, “მარიხუანისხმარების გამო პიროვნების დასჯა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთით არ ეწინააღმდეგება პროპორციულობის კონსტიტუციურ პრინციპს, გამომდინარე იქიდან, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს გაცილებით სერიოზული უარყოფითი შედეგები, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეებია”. ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კანაბისის შენახვა-მოხმარება საფრთხეს უქმნის საზოგადოებას მაშინაც კი, როცა ეს მესამე პირისთვის გადაცემას არ ითვალისწინებს.

_ რას ნიშნავს, ბატონო ჯემალ, ჩვენს პირობებში კანაბისის ლეგალიზაცია?

_ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოში ვითომ ვერ ვიცავთ ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომლებზეც პოლიცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები გარკვეულად ზემოქმედებენ, არაადამიანურად ეპყრობიან და არღვევენ მათ უფლებებს.

_ .. მოწიეთ და შეგერგოთო!

_ ჩვენთან ჩატარებული კვლევების მიხედვით (ლეჟავა, გაბიანი, ზურაბიშვილი), ყოველი მე-4, მე-5 ადამიანი, რომელიც მოიხმარს კანაბისს, შემდეგ ძლიერ ნარკოტიკებზე გადადის. აქვე დავაზუსტებ, რომ მძიმე და მსუბუქ, ძლიერ და სუსტ ნარკოტიკებად გრადაცია მიღებული არ არის. ნარკოტიკი შეიძლება იყოს ან ბევრი, ან ცოტა. ნარკოტიკების ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა მეტ-ნაკლებობით არის განპირობებული.

წლეულს, იანვარში აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა ჯეფერსონ სეშელსმა განაცხადა, რომ “მარიხუანა” არის დანაშაულის სათავე. აშშ-ის 25 შტატში დაშვებულია “მარიხუანის” გაყიდვა. ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, და არკვევს, ახდენს თუ არა კანაბისის მოხმარება დადებით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. საპილოტე ნიშნავს საცდელს, არაოფიციალურს. გაეროს ოფიციალურ სიაში კი, როგორც ვთქვი, კანაბისი შეტანილია, როგორც აკრძალული ნივთიერება.

უკვე ნახსენები კვლევებით დადგინდა, რომ 73 პროცენტი ახალგაზრდებისა, რომლებიც მოიხმარენ ჰეროინს, ოპიუმს, კოკაინს და ა.შ., აცხადებენ, რომ პირველი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გასინჯეს, იყო კანაბისი.

კანაბისის ლეგალიზების პრობლემა 1993 წელს იტალიაშიც იდგა. მოაწყვეს რეფერენდუმი და უმნიშვნელო უმრავლესობით გაიმარჯვეს ლეგალიზების მომხრეებმა. იტალიამ მაშინ შეძლო ამ პრობლემის დაძლევა თავისი განვითარებული ეკონომიკის, სოციალური დონის წყალობით.

ჩვენ ასეთ ლეგალიზებას ვერ გავუძლებთ, რადგან ამისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით ფინანსების დახარჯვა, რაც აუცილებელია სრულფასოვანი და ეფექტიანი კონტროლის, პრევენციის, მკურნალობის მექანიზმების შესაქმნელად. ამის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ერისთვის დამღუპველი იქნება. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა, გამჭოლი საზღვრები, უკონტროლო ტერიტორიები, მკურნალობის სისტემის არქონა და ა.შ. კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას და ძნელად გადასაწყვეტს ხდის. დავუმატოთ ამას კატასტროფული ვითარება, რომელიც ნარკომომხმარებლების ოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული. საქართველო ინტრავენური მომხმარებლების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა: პირველზეა სეიშელის კუნძულები, მეორეზე _ რუსეთი, მესამეზე _ ჩვენ.

განა შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში, სადაც 3,5 მილიონი ან უფრო ნაკლები მოქალაქე შეგვრჩა? ვის დასჭირდა? ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკურ პროვოკაციას, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წინ დესტაბილიზაციის მიზნით მოუწყვეს ქვეყანას, ხალხს. მინიმუმ 400 ათასი ნარკომანია საქართველოში, ამდენი ხმის მიღება ნებისმიერ პარტიას წაადგება. მე ასე მგონია.

კანაბისის აკვანი არის ჩინეთი და თურქმენეთის სტეპები, არც ერთ ამ ქვეყანაში ლეგალიზებული არ არის. პირიქით, უმკაცრესი ზომებია დაკანონებული. ჩვენ ისეთი რა გვჭირს, თავი რომ გამოვიდეთ?!

საზოგადოების ჯანსაღმა ძალებმა, ვფიქრობ, უნდა ითავონ, პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება თემაზე _ ეთანხმება თუ არა ქართველი ერი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.

ასეთი წინადადება ორიოდ წლის წინათ წამოვაყენე. მაშინ ჩემი მოწინააღმდეგე იყო “გირჩი”, რომლის ხელმძღვანელი გუშინ ისეთი გახარებული იყო, ისეთი გაბრწყინებული სახე ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა, მეორე დიდგორის ომიდან გამარჯვებული გამოვიდა.

_ მაშ, რა ვქნათ ჩვენ, თავმოყვარე ქართველებმა, რომლებსაც ტოტიდან ტოტზე მოხტუნავე ციყვებმა გირჩები თავზე დაგვაყარეს და გაიმარჯვეს?

_ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რათა ჩვენი ამოკიდებულების გათვალისწინებით პარლამენტმა რაც შეიძლება მალე დააწესოს შეზღუდვების ფართო სპექტრი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კანაბისს (და სხვა ნარკოტიკებს) მოიხმარენ; რათა მთავრობამ შექმნას და აამოქმედოს კონტროლის მექანიზმი, სამედიცინო მომსახურების, რეაბილიტაციის ცენტრები, რომლებიც შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობს “თეთრი სიკვდილის” ეპიდემიის თანდათან აღკვეცას საქართველოში.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

2 COMMENTS

  1. ტურა ხომ მძორით იკვებება და ყველაზე საძულველი ცხოველია!? მისი მოგვარე ტურავასგან სხვას რას უნდა ველოდოთ? ეტყობა, საქართველოს მტრებმა დიდი ფული დახარჯეს და ქართველმა “ლიდერებმაც” კარგად შეირგეს! ვეთანხმები, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად აუცილებლად ჩატარდეს რეფერენდუმი ამ საკითხზე, თუ არ უნდათ მიიღონ რევოლუცია!

  2. ეს არის სიკვდილის დაკანონება. ვისაც ევროპული პოლიტიკის სენი აქვს შეყრილი, ის სწორად ვეღარ აზროვნებს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here