Home ახალი ამბები მსოფლიო სან–ფრანცისკოს მეკობრეები

სან–ფრანცისკოს მეკობრეები

კალიფორნიაში დანაშაულის  შემთხვევათა ზრდის ფონზე უკვე ჩამოყალიბდა მეკობრეთა ბანდები. უსახლკარო მძარცველებმა ფულისა და ნებისმიერი ძვირფასი ნივთის ძიებაში  სან-ფრანცისკოს ყურეში იახტებისა და იალქნიანი ნავების მფლობელთა ტერორიზება დაიწყეს, -წერს ტელეგრამ-არხი „Малек Дудаков“-ი.

შუაღამისას მეკობრეები პატარა ნავებით მიცურდებიან ძვირად ღირებულ იახტებამდე და მიაქვთ ყველაფერი, რაც „ცუდად დევს“. ახლა ისინი კიდევ უფრო გათავხედდნენ და უშუალოიახტების მფლობელებზე დაიწყეს თავდასხმა მოითხოვენ, მფლობელებმა მისცენ  ყველაფ ღირებულ, მათ შორის თვითონ ნავები თუ იახტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაძირვით ემუქრებიან. ერთ-ერთ მსხვერპლს, უბრალოდ, გადაუჭრეს იალქნების ბაგირები  და მისი იახტა ზღვაში სადრეიფოდ დატოვეს.

მეკობრეები ძალიან აგრესიულები არიან  და აშშ-ს სანაპირო დაცვა მათ ვერ უმკლავდება. იმ შემთხვევაში კი,  როცა დამნაშავეებს აკავებენ, მათ ადგილას  მაშინვე სხვები ჩნდებიან. ბოლო წლებში კალიფორნია გაივსო უსახლკაროებით და სამართალდამცავი სისტემის ლიბერალიზაციის ფონზე დანაშაულის დონე კატასტროფულია.

სან-ფრანცისკოს მეზობელ ოკლენდში პანდემიის დაწყებიდან დღემდე უსახლკაროთა რაოდენობამ 22 %-ით მოიმატა. წლის განმავლობაში ძარცვის შემთხვევებმა  38 %-ით მოიმატა, ხოლო ნავებისა და იახტების გატაცების შემთხვევებმა – 51%-ით. სან-ფრანცისკოში უსახლკაროების რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 40 ათასს აჭარბებს.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სან-ფრანცისკოს ახლა  თავისი მეკობრეები ჰყავს. და თუ ჯერჯერობით  ისინი თავს ესხმიან მხოლოდ იახტებსა და იალქნიან ნავებს, რიგში შემდეგი  დიდი სავაჭრო გემები იქნება.

კალიფორნიის სომალიზაცია სრული სვლით მიმდინარეობს. ეს  ლოგიკური შედეგია ლიბერალური ექსპერიმენტებისა, რომლებიც შტატს სულ უფრო ნაკლებად გამოსადეგს ხდის სიცოცხლისთვის.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@malekdudakov/6116

                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here