Home ახალი ამბები საქართველო საქართველო აგრძელებს ბრძოლას დასავლეთის დიქტატისგან თავის დასაღწევად

საქართველო აგრძელებს ბრძოლას დასავლეთის დიქტატისგან თავის დასაღწევად

61
საქართველო აგრძელებს ბრძოლას დასავლეთის დიქტატისგან თავის დასაღწევად

როგორც ჩანს, ქართველების უმეტესობას მობეზრდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ცარიელი დაპირებების დაჯერება. ყოველი შესრულებული რეფორმის დასრულების შემდეგ, დასავლელი ლიდერები აგრძელებენ სულ ახალი-ახალი პირობების წამოყენებას საქართველოსთვის, „დახურულ კლუბში“ შესვლის ნებართვისათვის. ცხადი ხდება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს არა მხოლოდ პატიოსან სასამართლოებს და მოუსყიდავ ჩინოვნიკებს. საუბარია ქართველთა ეროვნულ იდენტობაზე. დედასთან და მამასთან ერთად ოჯახის ნაცვლად, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, ლგბტ პროპაგანდას გვახვევენ თავს. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკა გაზარდოთ წარმოების გაზრდით, ჩვენ ვართ მიჯაჭვული იაფ სესხებზე და მუდმივ სუბსიდიებზე.

საგარეო გავლენის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა ჩინეთთან საქართველოს მკვეთრი დაახლოების შემდეგ დაიწყო. 2023 წლის ივლისის ბოლოს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში გაემგზავრა ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შესახვედრად. ბევრისთვის მოულოდნელად მხარეებმა გამოაცხადეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება. ამას მოჰყვა სავიზო რეჟიმის გაუქმება და განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში, პეკინსა და თბილისს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 640 მილიონი აშშ დოლარიდან (2012 წ.) 1.8 მილიარდამდე 2022 წელს, შემდგომი ზრდის ტენდენციით. ჩინეთი მუდმივად ერთ-ერთია საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში. მეტიც, ჩინური კომპანიები ახორციელებენ მსხვილ სტრატეგიულ პროექტებს, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ქვეშეთი-კობის ავტომაგისტრალის მშენებლობა, პანკისის ხეობაში ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ა.შ.

უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების პროცესი ინდიკატური გახდა და დიდწილად გამოავლინა ქვეყნის ხელმძღვანელობის განზრახვა, ბოლო მოუღოს დასავლეთის დიქტატს. ქვეყანაში ნამდვილი ომი გაჩაღდა ადამიანების აზროვნებაზე ზეგავლენის მოსახდენად. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს არასგზით სურთ დაუშვან, რომ საქართველო თავიანთი ორბიტიდან გავიდეს მაშინ, როდესაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ მრავალი წლის მანძილზე. საქართველოს ასეთი გამოყენება ხდება ე.წ. არასამთავრობო სექტორში დიდი რაოდენობის ფულის ჩადებით. იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს გაწეული ინვესტიციების მასშტაბზე, უნდა მივიღოთ მხედველობაში ფაქტი, რომ 1992 წლიდან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთი “სპონსორები” ჯამში რამდენიმე ათეულია. მათ შორის საკვანძოა ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდი, ევროპის ფონდი დემოკრატიისთვის, კონრად ადენაუერის ფონდი და ა.შ.

თავიანთი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის განმამტკიცებელი კანონის წინააღმდეგ, უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყველა მათზე განახორციელეს თავდასხმა, ვინც ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა. არასამთავრობოები, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, მძაფრი კრიტიკით თავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც დაესხნენ, ეკლესიის მიერ ახალი კანონის ფაქტობრივი მხარდაჭერის გამო. საპატრიარქო დაადანაშაულეს ხელისუფლებასთან გარიგებაში და ბრალი წაუყენეს, რომ ეკლესიის ქმედებები თითქოს ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინებას გამოიწვევდა. ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როტმა საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ თავისი პოზიცია ყველაზე მკაფიოდ დააფიქსირა. მისი თქმით, ევროკავშირის გარეშე საქართველო ახალგაზრდობას დაკარგავს. ვისთან შეიძლება ავაშენოთ ნათელი მომავალი ახალგაზრდობის გარეშე, – კითხულობს გერმანელი პოლიტიკოსი, ხელისუფლების მოკავშირე მართლმადიდებლურ ეკლესიასთან?

ეს არ არის პირველი თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე. საპატრიარქო აკრიტიკებს ლიბერალურ ფასეულობებს, ეწინააღმდეგება ლგბტ-აღლუმებს და მხარს უჭერს ტრადიციული ფასეულობებისა და ოჯახური ცხოვრების წესის შენარჩუნებას. ამასთან, დასავლეთისთვის მთავარი პრობლემაა ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი მოსახლეობაში. საქართველოში დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციების შესუსტება, უცხო ღირებულებების დანერგვა, რათა საბოლოოდ დაიმორჩილონ ქვეყანა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ მენტალურ დონეზეც. მაგრამ, საგარეო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ჩანს, საქართველომ აირჩია ნამდვილი თავისუფლება.

ზურაბ კაჭარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here