კიევის სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.
„პრეზიდენტი ცხრა წლის განმავლობაში ვიყავი და არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, სეიშელის კუნძულებზე დამესვენა. საკუთარ თავს საშუალო კლასად მივიჩნევ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, დღეს კიევში „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე დასვენებას გააპროტესტებენ.
სახეზე ეტუობა, რომ მართლაც არასოდეს არ დაუსვენია. ამჯერად, დასვენებისა და ფიქრის დიდი შანსი აქვს და წესით არ უნდა გაუშვას ხელიდან!