Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი და ჩინეთი უარს ამბობენ დოლარზე და ეროვნული ვალუტებით ვაჭრობაზე გადადიან. როგორ...

რუსეთი და ჩინეთი უარს ამბობენ დოლარზე და ეროვნული ვალუტებით ვაჭრობაზე გადადიან. როგორ მოვიქცეთ ჩვენ _ ქართველები?

1616

რუსეთი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იწყებენ ანგარიშსწორების გადაყვანას დოლარიდან ეროვნულ ვალუტებზე, _ ნათქვამია რფ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე სერგეი სტორჩაკის მიმართვაში სახელმწიფო სათათბიროს საფინანსო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი აქსაკოვისადმი. 

როგორც ირკვევა, შესაბამის შეთანხმებას 5 ივნისს მოაწერეს ხელი რუსეთის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე ანტონ სილუანოვმა და ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარე ი განმა. ამჟამად მიმდინარეობს ანგანრიშსწორების ახალი მექანიზმების შექმნაზე მუშაობა. ეს მექანიზმი რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიძლება იყოს SWIFT-ის ანალოგი. SWIFT-ი _ ეს არის ფინანსური მონაცემების საერთაშორისო საბანკო სისტემა. რუსული ანალოგი _ ფინანსური ცნობების გადაცემის სისტემა; ჩინური ანალოგი _ ჩIPშ. ანატოლი აქსაკოვს მიაჩნია, რომ ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორების მოცულობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია, შეიქმნას რუბლისა და ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარი, რომელიც რყევებისგან დააზღვევს ერთობლივი ვაჭრობის საქონელს. უახლოეს წლებში რუბლებში ჩინეთთან ანგარიშსწორების წილი მიაღწევს 50%-ს, როცა ამჟამინდელი მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ია.

როგორც ხედავთ, რუსეთი და ჩინეთი აპირებენ, ერთმანეთთან ანგარიშსწორება, ანუ ვაჭრობა აწარმოონ მხოლოდ ეროვნულ ვალუტებში ჯერ მხოლოდ ერთმანეთთან. როცა ისინი საკუთარი ვალუტით ვაჭრობას სხვა ქვეყნებთანაც დაიწყებენ და ეს დღე მალე დადგება, ჩვენ, ქართველებმა, რა უნდა ვქნათ? რით ვიყიდოთ რუსული ენერგომატარებლები, ხორბალი ან ჩინური საქონელი?

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. ჩვენ ვუნ გვეკითხება? ყველა ე.წ. ქართულიბანკები ამერიკული ბანკების ფილიალებია.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ბენო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here