მთავარი პოლიტიკა როდესაც “სტრატეგიული პარტნიორი” რუკაზეც ვერ გპოულობს

როდესაც “სტრატეგიული პარტნიორი” რუკაზეც ვერ გპოულობს

კოლონიალიზმის ფარული ხიბლი

3453
გააზიარეთ

მართლა არ მახსოვს, რამდენჯერ დაგვიწერია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ _ არც ჩვენი მომავალი აღელვებს და არც საერთაშორისო მისიებში მებრძოლი ქართველები, მაგრამ ამის გამო მხოლოდ კრიტიკას ვისმენდით. უფრო ზუსტად, პოლიტიკოსები შთაგონებული სახეებით გვიმტკიცებდნენ, _ გეშლებათ, ამერიკის პირველი პირი და კონგრესმენები ღამითაც კი ჩვენზე ფიქრობენო. ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა მოწმენდილ ცაზე მეხი დააქუხა

“გასულ ღამეს, “იმედის” ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, _ ხომ არ გეგმავდა ენ-დი-აი აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას? ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს, დიდი ალბათობით, ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!” _ დაწერა ქალბატონმა ლორა ტორნტონმა სოციალურ ქსელში.

ჰოდა, ატყდა ამბავი, მაგრამ რა ამბავი! ირაკლი მეზურნიშვილმა (ვალოდია ჯინჭარაძის მსგავსი პარლამენტარია) სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, ტორნტონმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამ სიტყვების გამო, რადგან შეურაცხყო ერიც და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიცო. მერე ვალოდიამ (მეზურნიშვილმა, ანუ) დასძინა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და არა მმართველი გუნდისა და საპარლამენტო უმრავლესობისო, მაგრამ როდის იყო, ჩვენი დროისვალოდიებსსაკუთარი მოსაზრება ჰქონდათ?! მოსალოდნელიც იყო და ატეხა კიდეც მმართველმა ძალამ ერთი ამბავი, ჩვენივალოდიამართალია, ტორნტონმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამ შეურაცხყოფისთვისო.

სიმართლე გითხრათ, თავი შეურაცხყოფილად ნამდვილად არ მიგრძვნია, რადგან ქალბატონმა ლორამ ზუსტად ის თქვა, რაც, მართლა არ მახსოვს, რამდენჯერ დაგვიწერია. სამაგიეროდ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“ლორა ტორნტონის განცხადებამ გამახსენა ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაცია ავღანეთში, როცა ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები ალყაში მოექცნენ, ჩვენმა ჯარისკაცებმა კი ალყა გაარღვიეს და პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინეს”, _ განაცხადა სესიაშვილმა.

აი მომკალით და, არც ის გამკვირვებია, ბატონი ირაკლი სხვის გმირობებს რომ იხსენებს. აბა, თავისი გასახსენებელი არაფერი აქვს, არც ჯარში ყოფილა (უჩალიჩეს და დატოვეს, აქაოდა, ენურეზი სჭირს, ანუ ღამღამობით იფსამსო), არც სადმე უომია (მოხალისედ მაინც რომ წასულიყო) და, რაღაცას რომ იბრალებდა ამას წინათ აფხაზეთის ომზე, ცოცხალი აფხაზი პირველად მაშინ ნახა, როცა ადა მარშანიას შეხვდა. ჰოდა, ეს კაცი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ რომ დაგვინიშნეს (თანაც მეორე ვადით), კი არის ჩვენი სირცხვილი, მაგრამ უარესი სირცხვილიც გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ როგორმე, თუმცა ტორნტონის განცხადება უფრო სერიოზულად უნდა შევაფასოთ. აბა, ვალოდიებისა და ქვეშაფსიების განცხადებები შედეგს რომ ვერ მოიტანს, ადვილი მისახვედრია.

მოკლედ, ბოდიშის მოთხოვნის, ტრიბუნაზე მუშტის ბრაგუნისა და გულში მჯიღის ცემის შემდეგ, ჟურნალისტებმა ტორნტონს მიაკითხეს.

მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვერდზე გამოვხატე. ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ”, _ აი ასეთი პასუხი გამოაცხო ქალბატონმა ლორამ, ანუ დაახლოებით ასე თქვა: სულ ცალ ფეხზე მკიდია, მოგეწონათ თუ არა, რაც ვთქვიო.

ისე, საინტერესოა, ვინმემ რომელიმე შოუში ან ბრიფინგისას დონალდ ტრამპს მსოფლიოს რუკა რომ დაუდოს და სთხოვოს, მაჩვენე, საქართველო სად არისო, იპოვის?! _ ძალიან საეჭვოა, ეს მოახერხოს და არც ის არის გამორიცხული, იმაზე მკვახე პასუხი გასცეს, ვიდრე ტორნტონმა, რომელმაც ჩვენი პოლიტელიტა აღაშფოთა.

აი ეს არის, ბატონებო, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და, იმის მიუხედავად, რომ კარგად შელამაზებასა და შეფუთვას ცდილობთ, მაინც გამოჩნდება ხოლმევინმე ტორნტონი”, რომელიც არც კი შეგეკითხებათ, ისე ჩაატარებს კვლევას, გამოაქვეყნებს შედეგებს და მერე იმას იტყვის, რაც ენაზე მოადგება. ამისთვის კი ბოდიშსაც არ მოიხდის და, თუ ძალიან შეაწუხებთ, ქვეყნის კიდევ ერთი მმართველი, ამერიკის ელჩი, დაგიბარებთ და იმ ყურს აგიწევთ, სირცხვილისგან არასდროს რომ არ გიწითლდებათ.

რაღა ახლა გაწითლდით და რაღა ახლა გეწყინათ? თუ, ეს ხალხმა რომ დაიჯეროს, გამოვა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ნატოსა და ამერიკისკენ სწორება წყალში გადაყრილი ყოფილა და ყველა დაინახავს, რომ ეს ყველაფერი ფარსია? ყველა მიხვდება, რომ ჩვენთვის ნატოს კარი არც არასდროს გაიღება და ამერიკისთვის მანამდე ვიქნებით საჭირო, სანამ საჯიშე ბიჭებს გავგზავნით მათი პოლიტიკური მიზნებისა და მადის დასაკმაყოფილებლად. თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით და ყველაზე კარგად გესმით, რომ ამერიკას საქართველო არც ნატოში სჭირდება და არც ნატოს გარეთ, ჩვენი ქვეყანა მათთვის ისეთივე კოლონიაა, როგორიც აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფო. ეს გამოჩნდა 2008-შიც, ეს გამოჩნდა ახლაც და გამოჩნდება მომავალშიც. უბრალოდ, ამ ყველაფერს აღიარება უნდა, მაგრამ აღიარება სავარძლების დაკარგვას ნიშნავს და სავარძლების დაკარგვა კი არ გსურთ.

ჰოდა, შეეგუეთ იმას, რომ ხანდახან გამოჩნდება ვინმე ტორნტონი, რომელიც სარკეში ჩაგახედებთ, დაგცინებთ, გაგამასხარავებთ და ამ ყველაფრის ატანა მოგიწევთ; მოგიწევთ იმიტომ, რომ თქვენ მართლა ყველაზე კარგად იცით, როგორი მწარე სიმართლე წამოსცდა ლორა ტორნტონს.

P.S. წამოსცდა რო?!

4 COMMENTS

  1. გამაგებინეთ ვინმემ, რატომაა, რომ ქართველ საჯიშე ბიჭებს ავღანეთში რომ იბრძვიან ამერიკის დროშის ქვეშ, ხელფასს ჩვენი მთავრობა რატომ უნდა უხდიდეს??? ეს ხომ უთავმოყვარეობასთან ერთად სულელის როლში ყოფნაცაა!?

  2. მძარცველების პარადია 1992 წლიდან დღემდე….ერთ მძარცველ ბანდა ცვლის მეორე…მეორეს ცვლის მესამე ..და ასე… უფალო დაუსვი ამათ წერტილი გემუდარები… თუ არა ყიდიან მიწებს და ხოცავენ ადამიანებს ..
    თვითონ ბაირამობენ..

  3. საქართველოს სახელმწიფო დამთავრდა როცა მოკლეს ეროვმული, ნამდვილად კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლება, ზვიად გამსახურდია- როდესაც მოგვიკლეს!! დიახ მოგვიკლეს!! თქვენ განა ის ერი არ ხართ , რომელიც მამა გაბრიელის ხატის წინ ლოცულობთ?? განა მამა გაბრიელმა არ თქვა (თქვენ თუ მიხვედრის და აზროვნების ტვინი არ გაქვთ), რომ ზვიადის სიკვდილი საქართველოს სიკვდილია?? ხოდა მართლა მოკვდა ქართული სახელმწიფო (ღირსება, ) მოკვდა და ეს არის გვამი რომელსაც მდაბიო ყორნები ჯიჯგნიან. ლეშით ვერ ძღებიან, ეს არის საქართველოს მკვდარი სახელმწიფო. ანუ კანონგარეშე სახელმწიფო 1992 წლიდან, აქ არის მაფიოზური კლანების ინტერესები, მოღალატე, საშინლად უტიფარი, უსაზიზღრესი ხალხის ინტერესების და ფულის მოხვეჭის ადგილი. ჩვენ კი ვართ მრავალ ტანჯვა და ზარალს მიყენებული მსხვერპლნი. ჩვენ ვცხოვრობთ კანონგარეშე სახელმწიფოში, ამიტომ სიკვდილი 1992 წლიდან დღემდე ყველა ჩინოვნიკს, დახვრეტა და ჩამოტყავება!!! ამას არ გააკეთებთ და არ აღდგება საქართველო არასოდეს, ამდენი ნატანჯი სული შღაღადებს ჩვენს ბრბოდ და ღირსება შელახულ მოსიარულე ზომბ ადამიანებს ამას, მაგრამ გონებამიბნედილ, შტერ და უვიც ხალხის მაგვარ ნაერალს სად აქ ან თავი და ან რამის შნო!!! თფუიიი.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here