პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიისგან, რობერტ კენედი უმცროსმა, დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტს (DNC) ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც პარტიული ბოსები კორპორაციული ინტერესებისთვის მუშაობასა და იმ პირების ცენზურაში დაადანაშაულა, რომლებიც არ მოსწონთ. კენედიმ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები იმაშიც დაადანაშაულა, რომ არ აქვთ რაიმე სახის პრაიმერიზ-პროცესი, და მათ შიდაპარტიული დემოკრატიის აღდგენისკენ მოუწოდა. ამის შესახებ წერს ტელეგრამ-არხი „ДРОБНИЦКИЙ“.
წერილში, კერძოდ, ნათქვამია: „სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენი პარტიის ლიდერები დაემორჩილნენ კონტროლის ცდუნებას. პირველად არჩევნებში მათი არაერთგზის ჩარევით მოხდა კომპრომეტაცია განმსაზღვრელი დემოკრატიული პრინციპისა – „ერთი ადამიანი, ერთი ხმა“… მათ ხელში ჩაიგდეს პარტიული აპარატი და ბოლო წლების განმავლობაში ცენზურის ძალა თავიანთი პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართეს“.
შემდეგ მოდის საკმაოდ სასტიკი პოლიტიკური სატირა: „სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს შვილებს ვასწავლით, რომ მათ აქვთ თვითგამორკვევის უფლება, რომ, მიუხედავად ქალაქისა, რელიგიისა თუ პირობებისა, რომლებშიც ისინი დაიბადნენ, თითოეულ მათგანს აქვს ხმის მიცემის თანაბარი უფლება… მათი არჩევანის მიხედვით; და რომ ოდესმე მათაც ექნებათ შანსი, წამოაყენონ თავიანთი იდეები და იყვნენ არჩეულნი…
ამერიკის სკოლებში სამოქალაქო სამართლის გაკვეთილზე მასწავლებელს არასოდეს დაუმატებია: „გარდა იმ შტატებისა, რომლებშიც პრეზიდენტმა წააგო წინა არჩევნები“. და არც ერთ მასწავლებელს არ უთქვამს: „ხალხის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ ის არ შეესაბამება მმართველი ელიტის მოსაზრებებს“. ყველაფრის მიუხედავად, ზუსტად ეს არის ისტორიის ახალი გვერდი, რომელიც ხსნის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტისახალ წესებს. ეს წესები კი ხალხს ხმის მიცემის უფლებას ართმევს ნიუ ჰემფშირში, ზღუდავს წვდომას ბიულეტენებზე აიოვაში და პარტიზანული აგენტების მოქმედებას, რათა შესუსტდეს საყოველთაო კენჭისყრის შედეგები და უზრუნველყოფილი იყოს კონტროლს დაქვემდებარებული გამარჯვება.
და შემდგომ: „ასევე, დამაფიქრებელია დემოკრატიული ეროვნული კომიტეტისუარი დებატებზე. პრეცედენტის შესახებ საკითხი გამოგონილია, ვინაიდან 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი პრეზიდენტის წინაშე სერიოზული გამოწვევა არ ყოფილა (თუმცა ელ გორმა, 45-ე ვიცეპრეზიდენტმა, დებატები გამართა ოპონენტებთან 2000 წელს). ამომრჩევლები იმსახურებენ – და დემოკრატია მოითხოვს – კანდიდატების შერჩევის კონკურენტულ პროცესს. კანდიდატი უნდა აირჩიონ პარტიის ამომრჩევლებმა და არა პარტიის ინსაიდერებმა, რომლებიც მას ნიშნავენ.
დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი და ჯო ბაიდენის კამპანია არსებითად გაერთიანდნენ ერთ ერთეულში ფინანსურად და სტრატეგიულად, მის წესდებასა და წესებში ნეიტრალიტეტის დაპირების მიუხედავად.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/6052