2023 წლის 30 სექტემბერს სლოვაკეთის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს, პარტიამ „კურსი – სოციალური დემოკრატია” (Smer). მან ხმების 22,94 % მიიღო, რაც პარლამენტში 42 მანდატს აძლევს. ამის შესახებ წერს ტელეგრამ არხი „Мрія“ და ფიცოს ერთ-ერთი ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს.
პოპულარული სლოვაკი პოლიტიკოსი რობერტ ფიცო, ოპოზიციური პარტია Smer-ის თავმჯდომარე, დაიბადა 1964 წელს სლოვაკეთის ქალაქ ტოპოლჩანიში.
დასავლური მედია ახასიათებს მის პოზიციას, როგორც „პრორუსულსა და ანტიამერიკულს“. ის მხარს უჭერს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას და უარს კიევის სამხედრო მხარდაჭერისა და უკრაინის ნატოში გაწევრების შესახებ გეგმებზე.
აი ამონარიდები ფიცოს ერთ-ერთი ინტერვიუდან:
* „ ჩემი აზრით, ომი უკრაინაში წლისა და ორი თვის წინათ კი არ დაიწყო, არამედ 2014 წელს, როცა უკრაინელი ფაშისტები კლავდნენ უკრაინაში მცხოვრებ რუსი ეროვნების მოქალაქეებს. მე სხვა თვალსაზრისი მაქვს ამ საკითხზე. კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ნაცვლად ამერიკელები იბრძვიან რუსებთან’’;
* „რუსებმა 2014 წელს დაიწყეს შეტევა დონბასზე’’;
* ყველაფერი დაიწყო რუსი ეროვნების მოქალაქეების მკვლელობით, უფრო ზუსტად, მკვლელობებით, რომლებიც ჩაიდინეს უკრაინელმა ფაშისტებმა. და კვლავ არავინ შეეცადოს არსებული მონაცემების დამახინჯებას.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ