Home რუბრიკები საზოგადოება ქალბატონო ფინტიკოსა! ანუ “ქალური სოლიდარობის” ბოროტად გამოყენების შესახებ

ქალბატონო ფინტიკოსა! ანუ “ქალური სოლიდარობის” ბოროტად გამოყენების შესახებ

3729

როდესაც ჯერ კიდევ 10 წლის წინათ ამ თემაზე დავიწყე მუშაობა და ინტერნეტში ბლოგების გამოქვეყნება, ბევრმა ამ ყოველივეს არასერიოზულად შეხედა _ რა იყო, რამ გაგასულელა, მოდი, სერიოზულ და საჭირბოროტო საკითხებზე დაწერე რამე, არ ჯობიაო?! საზოგადოების მდედრობითი ნაწილისთვის ტვინის პირდაპირი და ირიბი გამორეცხვის მიზნით შექმნილი “კლუბები”, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ინტერნეტის ე.წ. დახურული ჯგუფები ბევრისთვის მაშინ ძალიან “არასერიოზული” ამბავი იყო. მაიმუნობენ რაღაცას ვიღაც უსაქმურები და მოსწყინდებათ მალე _ ეს იყო მათი პოზიცია. 

გავიდა წლები და საზოგადოება უფრო და უფრო რწმუნდება, როგორ სერიოზულ და მიზანმიმართულ ნაძირლობასთან გვაქვს საქმე. ასეთ “ქალთა გაერთიანებებს”, ყველაფერთან ერთად, საკმაოდ სოლიდური დაფინანსებაც აქვს უცხოური “დონორი” ორგანიზაციებიდან და უკვე, როგორც ვხედავთ, არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობენ, არამედ საკმაოდ გავლენიან ტელეარხებსაც შემოხვიეს საცეცები. რომ არაფერი ვთქვათ “ლიბერასტებსა” და ნაცებთან ასოცირებულ ტელეარხებზე. ტელეკომპანია “იმედზეც” კი, რომელიც ვითომდა დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერად განიხილება, ხშირად ვხედავთ და ვისმენთ პირდაპირ მახინჯ პროპაგანდას და აშკარა “ლიბერასტულ” თვალსაზრისს.

თუმცა პირდაპირ ვთქვათ: ამ ხაზის მთავარი და აშკარა გამტარებელი დღეს ტელეკომპანია “პირველია”. ამ ტელევიზიის ეთერში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე, დაუზარლად და მუდმივად მიმდინარეობს “ფემინიზმის” მახინჯი ფორმების პროპაგანდა (ჯანსაღი ფემინიზმი სულ სხვა თემაა) მამაკაცების მიმართ ზიზღის გამოხატვა და “ლიბერასტული” იდეების ფრქვევა.

რა თქმა უნდა, დედაკაცთა ამ ბანდის დედამთავარი არის ცნობილი ინტრიგანი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, თუმცა ნინო ჟიჟილაშვილი, თამარ ჩიხლაძე და სხვებიც არანაკლებ ანთხევენ მამაკაცთა სიძულვილს და, რაც ყველაზე საოცარია, უკვე გვყავს მამაკაცი-ფინტიკოსაც _ ვახო სანაია.

ჰო, მართლა, სტატიის სათაურის შესახებაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა _ სადღაც წამიკითხავს, რომ ფინტიკოსი ერქვა იმ მასალას, რომლისგანაც დამზადდა ქალის პირველი “ჩულქები”, ანუ ბარძაყებამდე აყვანილი წინდები. მოგეხსენებათ, ქალს მაშინ კოჭიც არ უნდა გამოსჩენოდა. ჰოდა, თურმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები განგებ აჩენდნენ ამ ჩულქების იმ ნაწილს, რომლითაც ის უკვე სპეციალური სამაგრებით იყო მიმაგრებული სხეულზე, მამაკაცები, ასე ვთქვათ, რომ მიეზიდათ და “დაედებილებინათ”. აი, ასეთ ქალებს უწოდებდნენ თურმე ფინტიკოსა ქალებს…

დაახლოებით ასეთივე მოვლენასთან გვაქვს დღესაც საქმე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს ფინტიკოსა ქალები “ქალთა უფლებების დაცვის” საფარველს ამოეფარნენ, გაერთიანდნენ და უკვე ტელეეთერებიდან გვიჩვენებენ სხეულის იმ ნაწილებს, “ჩულქები” ბარძაყებზე რომაა მიმაგრებული. თანაც გვიმტკიცებენ, რომ ეს “ქალთა თავისუფლებაა” და არა “მსუბუქი ყოფაქცევა”.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია “ეროვნული ბოზი” თინა მახარაძე, რომელიც რატომღაც დიდი დაფინანსებით გაუშვა აშშ-ში სასწავლებლად საქართველოს ხელისუფლებამ და რომელიც კვირაში სამჯერ “ფეისბუკზე” თავისი შიშველი სხეულის სხვადასხვა ნაწილის დემონსტრირებას ამაყად ახდენს. თუმცა გაცილებით საშიშია არა სხეულის, არამედ “შიშველის აზრების” დემონსტრირება და ჩვენი შვილებისთვის თავში იმის ჩადება, რომ თურმე უსირცხვილობა სითამამეა, ხოლო აღვირახსნილობა _ თავისუფლება. ყველაზე საშიში კი მაინც ის არის, რასაც ეს ფინტიკოსები უწოდებენ ქალურ სოლიდარობას.

სამაგალითოდ გამოდგება ახლა ასე აქტუალური თემა _ “ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანისა და მისი ბიუროს თანამშრომელ თამთა თოდაძის ინციდენტი. ამთავითვე ვამბობ: სიმართლის დადგენამდე, გამოძიების დასრულებამდე და სასამართლოს განაჩენამდე ორივე მათგანის მხარდამჭერებმა ენას კბილი უნდა დააჭირონ და ორივე მათგანის თავაშვებული ლანძღვა მიუღებელია. ასევე აუცილებლად სათქმელია, რომ, თუკი ცემისა და ძალადობის ფაქტი დადასტურდება, უკვე აზრს კარგავს არგუმენტები “ქალმა გამოიწვია” და მსგავსი რაღაცები. ვინც არ უნდა გამოგიწვიოს და როგორც არ უნდა გამოგიწვიოს, ძალადობა და ცემა დაუშვებელია და ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს! ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ის, რასაც ილია ჯიშკარიანის მიმართ სჩადიან ქალბატონი და ბატონი ფინტიკოსები, ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელია.

სოციალურ ქსელებს თავი რომ დავანებოთ, სრული საზიზღრობა იყო ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის სტუმრობისა და საავადმყოფოს პალატიდან თვითონ ილია ჯიშკარიანის ჩართვისას ამ ორი წამყვანი “ფინტიკოსას” საუბარი და საქციელი.

როდესაც სტუმრები საუბრობდნენ, რაღაცნაირი “ზიზღნარევი” და ვითომ “გაოგნებული” გამომეტყველების მიღება _ აქაოდა, “ნახეთ, რა მიუღებლად საუბრობსო”, ხოლო როდესაც თვითონ ლაპარაკობდნენ, აშკარად დემაგოგიური იყო მცდელობა იმისა, რომ ილია ჯიშკარიანი “მოძალადე მამრად”, ხოლო მისი ადვოკატი “უღირს ქალად” გამოეცხადებინათ. გულისამრევი იყო სანაიასა და ჟიჟილაშვილის ტონიც, მანერებიცა და დემაგოგიაც.

“მაგ გოგონას ადრე სხვისთვისაც აქვს ნაჩივლელი, მან დააბრალა ვიღაც ბიჭს, რომ თითქოს დაარტყა. მაინტერესებს, ასეთი კარგი გოგო თუ არის, რა, ყველა მაგას ურტყამს?” _ იკითხა ილია ჯიშკარიანმა მორიგი ჩართვისას…

ამას მოჰყვა ნინო ჟიჟილაშვილის “უკიდურესად აღშფოთებული” გამომეტყველება და “ჩამჭრელი” ლოგიკა: “თქვენ ამბობთ, რომ ყველა მაგ გოგონას ურტყამს, ანუ გამოდის, რომ თქვენც დაარტყით ხომ, ბატონო ილია? ახლა თქვენ ეს აღიარეთ ხო?”

უკაცრავად და, ქალბატონო ფინტიკოსა! ლოგიკა თავში თუ არა, სადმე უკანა მხარეს მაინც არ გაქვს? კაცმა თქვა, რომ გოგონა იტყუება, რომ მისთვის არავის დაურტყამს და ის აბრალებს მამაკაცებს, რომ დაარტყეს. და, უბრალოდ, ფიგურალურად, ირონიულად, გამწარებული ამბობს: “რა, ყველა მაგას ურტყამს?”

აქედან ლოგიკურად გამოდის, რომ მან აღიარა, მეც დავარტყიო?

არ მახსოვს, ბერძნულ ან რომაულ მითოლოგიაში ლოგიკის ღმერთები თუ არსებობდნენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მათ ჟიჟი არ ერქვათ.

სხვათა შორის, ამ ამბავზე ალეკო ელისაშვილიც გამახსენდა, რომელიც ორიოდე დღით ადრე ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ამბობდა: რა არის მანდ ამდენი გამოსაძიებელი? ნივთები დამტვრეულია, გოგონას დაზიანება აქვს, მორჩა! რად უნდა ამდენი ამბავი?! დამნიშნეთ ერთი საათით გამომძიებლად და 5 წუთში დავასრულებ ყველაფერს!”

დიახ, პოპულისტო და არამზადა ალეკო ელისაშვილო, “ჟიჟისებური” ლოგიკით ნამდვილად დაასრულებ და გამოიძიებ ყველაფერს, 5 წუთში კი არა, 1 წუთშიც. მოჰკიდებ ხელს უდანაშაულო ადამიანს და ჩაალპობ ციხეში. რა გენაღვლება?! მთავარია, უტვინო ბრბოსა და “ლიბერასტული” წრეების აღფრთოვანება დაიმსახურო და რად უნდა, კაცო, რამეს გამოძიება და ერთი ამბავი?! ან ექსპერტიზა რა საჭიროა, ან მოწმეების დაკითხვა და ან სხვა საპროცედურო მოქმედებები?!

საბედნიეროდ, არც “ჟიჟი” არის პროკურორი და არც შენ ხარ გამომძიებელი, შე ფინტიკოსა-კაცო, შენ, არც ერთი საათით და არც ერთი წუთით!

ყველაზე სასაცილო კი იყო ის, რომ ალეკო ელისაშვილმა ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს “ქალური სოლიდარობისკენ” მოუწოდა. კაცის ამაზე მეტი ფინტიკოსობა რაღა იქნება?! საზოგადოდ, მინდა ვთქვა, რომ ამ ტერმინს ხსენებული სულით მახინჯი “ლიბერასტკები” ძალიან ბოროტად იყენებენ და ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ვითარებაში, რაც უნდა ხდებოდეს, ქალების “ნამუსზე აგდებას” სწორედ ამ ტერმინით ცდილობენ. ზევით რომ ვახსენე “ფეისბუკის” “ქალთა დახურული ჯგუფები”, აი, სწორედ მაგ ჯგუფებში აწევრებენ პატარა გოგონებს და ნებისმიერ სიმახინჯეს “ქალური სოლიდარობით” ხსნიან… არადა, რეალურად ქალური სოლიდარობა” ნიშნავს მხოლოდ ერთადერთ რამეს _ ქალი არ უნდა დაუწვეს ლოგინში ცოლიან მამაკაცს, რათა ამით არ მისცეს მას საშუალება, დაამციროს სხვა ქალი, ანუ საკუთარი ცოლი! _ აი, სულ ესაა “ქალური სოლიდარობა” და არა ის, რომ სისხლის სამართლის საქმეში დამამტკიცებელი საბუთებისა და რეალური არგუმენტების გარეშე მაინც ქალის მხარე დაიჭირო და მამაკაცი აუცილებლად ლანძღო, თათხო, საჯაროდ ათრიო მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცია და ვიღაც ქალი მას რაღაც დაუსაბუთებელ ბრალდებას უყენებს.

ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ ამ ვითომდა “ქალური სოლიდარობისკენ” უმეტესად ის ქალები მოუწოდებენ, რომლებსაც არაერთხელ აქვთ ცხოვრებაში დარღვეული და ფეხებზე დაკიდებული რეალური “ქალური სოლიდარობა”! ანუ, “სხვის ქმართან” კი არა, საკუთარი დაქალის ქმართანაც დაწოლილა, ქმრის ძმაკაცთანაც და ცნობილ იდიოტურ-ამორალურ სერიალ “ჩცდ”-ში გადმოცემული ყველა უგვანობა და უზნეობა ჩაუდენია.

სხვათა შორის, მარიამ კუბლაშვილმა ღირსეული პასუხი გასცა ასეთ ქალებს: “გარკვეული ტიპის ქალები ცდილობენ, ჩემზე მოახდინონ ზეგავლენა. მაბულინგებენ და მეკითხებიან: რა იყო, ქალური სოლიდარობა მაინც არ გაქვს? მე მათ ვუპასუხებ, რომ ილია ჯიშკარიანის ცოლიც და დედაც ქალები არიან! მათთვის ძალიან მტკივნეულია, რაც ხდება, და სურთ, დაადგინონ სიმართლე. აი, მე ამ ქალების მიმართ ვარ სოლიდარული და სწორედ ამ ქალების ადვოკატი ვარ, პირველ რიგში!”

ჩემგან დავამატებ: სწორედ მარიამისნაირი ქალების მიმართ ვარ სოლიდარული და მიმაჩნია, რომ დღეს თუ რაიმე მხრივ საჭიროა კონკრეტულად ქალებისა და მათი უფლებების დაცვა, მაშინ ეს ნორმალური ქალები, პირველ რიგში, სწორედ ფინტიკოსა ქალებისგან უნდა დავიცვათ.

სხვათა შორის, სიტყვა “ფინტიკოსი” გამოიყენება, აგრეთვე, რაიმე ნივთის ან მოქმედების სიყალბის აღსანიშნავად. მაგალითად, ოქროს ნაწარმის გაყალბებას ფინტიკოსობას უწოდებენ. ასევე, თუ ადამიანი ყალბად ტირის, თავს გაცოდებს და გატყუებს, ადამიანის ასეთ ქცევასაც ფინტიკოსობა ეწოდება…

ჰოდა, აი ამ ჩვენს თანამედროვე “ჟურნალისტკებზე”, რომლებიც პოზიორობენ, ვითომ ძალიან შესტკივათ გული ქალთა უფლებებზე, სწორედაც ზედგამოჭრილია ცნობილი სიმღერა: ქალბატონო (ბატონოც!) ფინტიკოზ(ს)ა, გააკეთეთ ერთი (კიდევ ერთი!) პოზა, რაზ, დვა, ფიგურუ პაკაჟი!..”

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. თქვენნაირ ბოღმა და ადამიანთმოძულე ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ,ასე რამ გაგაბოროტათ? ჩაიტარეთ თვითანალიზი,მიმართეთ ფსიქოლოგს,ცოდო ხართ…

    • ლალიკო, კაი, ხო, ნუ აგეწვებათ ხოლმე ასე ზუსტად “იმ ადგილში” თქვენნაირი გარეწარი დედაკაცების შესახებ სიმართლეს როცა კითხულობთ 🙂 მესმის რომ მაგარი გამწარებული, დაბოღმილი და გაბოროტებული ხარ იმის გამო, რომ ვიღაცა ზუსტად გეუბნებათ სიმართლეს და იმ წრეტილებში გაჭერთ, სადაც ყველაზე მეტად გტკიკვათ, მაგრამ მოგიწევთ ატანა. შენნაირ გასაცოდავებულებს ფსიქლოგი ვეღარ უშველის, პირდაპირ ფსიქიატრთან ხარ მისასვლელი. თუმცა, ვფიქრობ, ეგეც უიმედოა შენთვის. ასე რომ მოდუნდი და მიიღე სიმართლე ისეთი, როგორიც არის 🙂 ასე ძალიან თუ გამწარდები და ასეთ ბოღმას დაანთევ ყველგან – მალე დაბერდები თუ უკვე არ გაქვს ნაოჭებით ამოვსებული ეგ ბოღმიანი სიფათი 🙂 🙂

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლალი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here