ამერიკული გამოცემა CNN წერს, რომ სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის კარგმა ურთიერთობამ განაპირობა ის, რომ ჩინეთმა დიპლომატიური გარღვევა მოახდინა. მას შემდეგ, რაც ჩინეთის ლიდერი მოსკოვს ეწვია, მასთან მთელი რიგი მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ – ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შემდეგ ბრაზილიის ლიდერი ლულა და სილვა.
ანალიტიკოსების აზრით, ახლა ბევრმა დაიწყო “მზერა პეკინის მიმართულებით”. მეტიც, ჩინეთს არ დაუგმია რუსული სპეცოპერაცია უკრაინაში, მაგრამ ქვეყნების ლიდერები ამას, როგორც ჩანს, ყურადღებას არ აქცევენ – მათ სურთ იცოდნენ ჩინეთის ხედვა ახალი წესრიგის შესახებ, თავისუფალი ამერიკული გავლენისგან.