პოლონური მედია აღშფოთებულია თბილისის გავლით რუსებისთვის დასავლეთის მიმართულებით გახსნილი მარშრუტით.
პოლონური გამოცემის Onet-ის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ახალი მარშრუტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ მოგზაურობას ევროპაში. საიტმა მსგავს ნაბიჯს „გაუგებარი“ უწოდა, რადგან ეს რუსებს დასავლეთში გამგზავრებას უადვილებს.
თავად ეს სიახლე ინტერნეტპორტალმა შეაფასა უარყოფითად, რადგან რუსეთის მოქალაქეების ყოფნა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ახლა არასასურველია. ეს დაკავშირებულია რუსეთის პოლიტიკასთან უკრაინის მიმართ.
სულ ახლახან, რუსეთიდან საქართველოსა და უკან ფრენები მნიშვნელოვნად გამარტივდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გამო.