Home ახალი ამბები Politicano: ბალტიისპირეთში ნატოს ჯარისკაცები კანონზე მაღლა დააყენეს – როგორც ოკუპაციის ზონაში, ისე...

Politicano: ბალტიისპირეთში ნატოს ჯარისკაცები კანონზე მაღლა დააყენეს – როგორც ოკუპაციის ზონაში, ისე იქცევიან!

ბალტიისპირეთში მყოფი ნატოს შენაერთები ახალი ინცინდენტის მონაწილეები გახდნენ ლიტვაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ კლაიპედაში. დაახლოებით ერთი კვირის წინ, მთვრალმა ნატოს ჯარისკაცებმა სცემეს ახალგაზრდები ქ. კლაიპედაში,  ეს მათ არ იკმარეს და შემდეგ ადგილობრივი პოლიციელებიც არ დაინდეს. მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის,  რეალურად ბალტიისპირეთში ნატოს ჯარისკაცების მიერ კანონდარღვევის უამრავი ფაქტი აღინიშნება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოს ჯარისკაცები კანონზე მაღლა დააყენეს, ანუ მაგალითად რა სახის კანონდარღვევაც არ უნდა ჩაიდინონ მათ ლიტვაში, ისინი მაინც ხელშეუხებლობით ისარგებლებენ. ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ამერიკელი ჯარისკაცების მხარესაა, თუ რატომ თავადაც მიხვდებით“. – ნათქვამია Politicano-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.

ადგილობრივი ხელისუფლება მსგავსი ფაქტების მაპროვოცირებლებად და ორგანიზატორებად უცხო ძალებს ასახელებენ. ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული შემთხვევა ბოლოს დაფიქსირდა 2016 წლის მიწურულს, ნოემბრის თვეში. რიგის „მაკდონალდში“ (McDonald’s) მოხდა დაპირისპირება. ერთი მხარეს 23 წლის მომსახურე პერსონალი იყო, ხოლო მეორე მხარიდან 2 მთვრალი ჯარისკაცი დიდი ბრიტანეთის გვარდიიდან, რომლებმაც მოახდინეს კონფლიქტის პროვოცირება. მომხდარის შესახებ იუწყება The Telegraph-ი.

ამაშიც ბრიტანელმა ჟურნალისტებმა კრემლი დაადანაშაულეს. როგორც მათ განაცხადეს, ეს იყო დადგმული ინცინდენტი, რომლის მიზანი იყო გამოეყვანათ ბრიტანელი ჯარისკაცები როგორც ხულიგნები, გადაეღოთ ეს შემთხვევა ფირზე და ამგვარად შეებღალათ მათთვის, ბრიტანული გვარდიისთვის და ნატოსთვის იმიჯი. თუმცა მომხდარი ინციდენტების სიმრავლე სულ სხვა რეალობაზე მეტყველებს.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here