მთავარი ისტორია Politicano: ეს ამაზრზენი ფაქტი ჰილარი კლინტონის შესახებ ბევრმა არ იცის

Politicano: ეს ამაზრზენი ფაქტი ჰილარი კლინტონის შესახებ ბევრმა არ იცის

გააზიარეთ
პორტალი Politicano-ს თქმით, ყოფილი პირველი ლედისა და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის ამ ფაქტის შესახებ საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის. ჰილარის ცხოვრებაში ეს შავი ლაქა გაჩნდა მისი კარიერის დასაწყისში, როდესაც ის დათანხმდა დაეცვა 41 წლის პედოფილი, რომელიც ბრალდებული იყო 12 წლის გოგონას გაუპატიურებაში. ეს მოხდა 1975 წელს, საქმე ისაა, რომ დამნაშავის ბრალეულობას კლინტონი უარყოფდა სასამართლოზე და აცხადებდა, რომ ეს გოგონას ფანტაზიის ნაყოფი იყო. რამოდენიმე წლის შემდეგ კი კლინტონმა აღიარა, რომ მან იცოდა სიმართლე. ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია ორგანიზაცია factcheck-მა გამოაქვეყნა 2014 წელს.

„ეს ამაზრზენი ფაქტი ჰილარი კლინტონის შესახებ ბევრმა არ იცის – ჰილარიმ სასამართლოში განაცხადა, რომ პატარა გოგონას მოჩვენებები აქვს და უფროს მამაკაცებთან სექსზე ფანტაზირება მოწონსო.  შედეგად დამნაშავე გაათავისუფლეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 1980 წელს ჰილარი კლინტონმა აღიარა მისი კლიენტის მხრიდან პატარა გოგონას გაუპატიურების ფაქტი და თან ჩაიცინა კიდევაც“. – ნათქვამია Politicano-ს განცხადებაში.

1975 წელს ჰილარი კლინტონმა (იმ დროს ცნობილი როგორც ჰილარი როდჰემი) ჩააბარა არკანზასის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწორედ ამ პერიოდში სასამართლო არჩევდა ბრალდებულისთვის ადვოკატს და კლინტონმა თავად გამოთქვა სურვილი აიყვანა მას თავისი დაცვის ქვეშ ტომას ალფრედ ტეილორი, 41 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედებოდა 12 წლის გოგონას გაუპატიურება. თავიდან საქმე კლინტონს საინტერესოდ მოეჩვენა, მაგრამ შემდეგ შეეცადა ამ საქმეს ჩამოსცილებოდა რაც არ გამოუვიდა.

საკუთარ წიგნში „ცოცხალი ისტორია“ კლინტონი იხსენებს, რომ პროკურორმა მალონ გიბსონმა უთხრა მას, რომ ბრალდებულ მოძალადეს სურდა ჰყოლოდა „ქალი ადვოკატი“. „მე განვუცხადე პროკურორს, რომ ჩემთვის არ იყო სასიამოვნო დამეცვა ასეთი კლიენტი, მაგრამ მალონმა ნიშნით მოგებით მიმანიშნა, რომ მე არ მქონდა უფლება სასამართლოსთვის უარი განმეცხადებინა“. – ჰყვება კლინტონი საკუთარ წიგნში. შემდეგ კლინტონის ამ განცხადებას CNN-ის ეთერში 2014 წელს გიბსონი დაეთანხმა.

2014 წლის 25 ივნისისს, CNN-ის ეთერში გიბსონმა განაცხადა, რომ კლინტონმა დაურეკა მას მალევე, რაც სასამართლომ ოფიციალურად დანიშნა ის ამ საქმეში ბრალდებულის ადვოკატად. „მე  არ მსურს ასეთი ტიპის დაცვა. არ მინდა ამ საქმეში გარევა. შეგიძლიათ ამ საქმეს ჩამომაცილოთ?“. – განუცხადა კლინტონმა სატელეფონო საუბარში გიბსონს. „მე ვუთხარი მას: საჭიროა უშუალოდ სასამართლოს მიმართო და შეხედო, თვითონ რას ჰყვება ის (ბრალდებული) ამ ამბის შესახებ“, მაგრამ მე ამასთანავე ისიც ვუთხარი, რომ არ დაეშინებინა ის თავისი მიმწოლი პოზიციით, არ დააფრთხო და თვითონაც  თავი ეკონტროლა. კლინტონმა მართლაც მიმართა სასამათლოს, მაგრამ სასამართლომ მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და ის დარჩა ამ საქმეში.

კლინტონის განცხადებით, იმ წუთიდან მას ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა ტეილორის საქმეში. „მე მქონდა პროფესიონალური ვალდებულება ჩემი კლიენტის წინაშე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, რაც პრინციპში ნათლად შევასრულე“. – განაცხადა კლინტონმა.

მართლაც ჰილარი კლინტონმა მოიგო თავისი პირველი გახმაურებული საქმე და დამნაშავე გაანთავისუფლეს პატიმრობიდან.

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

http://www.factcheck.org/2016/06/clintons-1975-rape-case/

 

Загрузка...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here