Home სხვადასხვა Facebook ფრაზები „ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომელსაც უტიფარმა საზოგადოებამ ცილი დასწამა“

„ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომელსაც უტიფარმა საზოგადოებამ ცილი დასწამა“

28433

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი მუხიგულაშვილი, მეტროში მამაკაცის დაკავებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 ის საპატრულო პოლიციის იმ ერთ-ერთ თანამშრომელზე წერს, რომლებიც ბოლო პერიოდში მეტროში მამაკაცის დაკავების გამო, საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.

როგორც ის წერს, სოსო გმირია და ეს ხალხმა უნდა დაინახოს.

გიორგი მუხიგულაშვილს მისი სიცოცხლის ხარჯზე უამრავი ადამიანი გადაურჩენია, 13 ივნისის სტიქიის დროს კი რამდენიმე ასეულ ადამიანს გაუწია დახმარება.

“გაიცანით ეს ბიჭი . ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. სწორედ ის თანამშრომელია რომელსაც უტიფარმა საზოგადოებამ ცილი დასწამა თავისუფლების მეტროში ხულიგანის დაკავების გამო. სოსო ახალგაზრდა და მეტად პატიოსანია.

მის მადლში უამრავი ისეთი სიკეთეებია თავმოყრილი რაზეც არავინ საუბრობს მაგალითად. 2015 წელს მან თავისი სიცოცხლის ხარჯზე ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა. ასევე როგორც ნებისმიერი პატრულ ინსპექტორი ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის გამო ისე დააყენებს თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ რომ არც დაფიქრდება. მაგრამ ეს ხალხს არ აწყობს და ამიტომ ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ იმას რაც აწყობთ.

სოსომ 13 ივნისის სტიქიის დროს რამოდენიმე ასეულ ადამიანს გაუწია დახმარება. ძალიან ბევრ ასაკოვანს აქვს კონტაკტი და იმედი ამ ბიჭის და ეს ყველაფერი დასაფასებელია რადგან ის ჯერ პროფესიას აყენებს წინ და მერე სხვა დანარჩენს”, – წერს გიორგი მუხიგულაშვილი.

16 COMMENTS

  1. აშკარად გადატრენინგება ჭირდება მაგასა და ყველა თანამშრომელს, რომ ასე საცოდავა და სამარცხვინოდ აღარ მოხდეს “საშიში” ხულიგნების აყვანა. კარგად დავინახე ვიდეოში, წვივებზე როგორ ეკონწიალებოდნენ, ნუ, ეს რა საქციელია, რას გავს… და ამ სანაქებო პატულს რომ აღარ დაჭირდეს ასე ძიძგილაობა, დაუმორჩილებლის დასამორჩილებლად, ისე, როგორც სხვა ცივილურ ქვეყნებში, აქაც დაურიგეთ ელექტროშოკები…

    • პირი წევს წინააღმდეგობას აშკარა არი, განუმარტეს, დაკავებულიხარ, ეწინააღმდეგება და ცდილობს დაეხსნას. რადგან პასუხისმგებლობას არ გაექცეს და გატარდეს მის მიმართ სამართლებრივი ღონისძიება იყენებენ ხელბორკილს. ამას ვაფასებთ ზედმეტობად. არის გარკვეული ილეთები შესაძლოა დაეზიანა ხელი და აშკარა იყო ელოდნენ დამხმარე ძალის მოსვლას. ჩანს ვიდეოს ბოლოს მოსული დამატებითი ძალა და მორჩა კიდეც. საზოგადოებას დაკავებული რომ არ წაექეზებინა არ გამწვავდებოდა ამ სახით.

  2. იმ კადრებში არ ჩსნდა,რატო მოეწცნენ ასე საშინლად იმ ახალგაზრდა კაცს,ამიტომაც გამოუწვია ხალხის აღშფოთება,არც იმ პატრულს ეწერა,რომ გმირი ყოფოლა,ამიტომ,მაშინვე უნდა გაეკეთებინათ განცხადება და აეხსნსთ,ვინ,რატომ,რისთვის?

  3. საერთოდ რატომ ვამძიმებთ დედამიწას ასე უტიფრად თან.კარგად დასამუშავებელი ერი ვართ .ნუ ვუყურებთ იმას რომ ჩვენზე უარესები არსებობენ დაიღალა ეს ფრაზა უკვე აღარ გამომიყენოთ გასასამართლებლადო .

  4. როცა კარგს აკეთებს ყველა მიესალმება და დაუფასდება კიდეც მაგრამ ორი პოლიციელი ერთ მამაკაცს კვანტებით წაქცევას უპირებდეს ისე,რომ ვერც ამ საქმეს ართმევდნენ თავებს როგორც ოპერატიულ სამსახურს შეჰფერის ამაზე გული ნურავის დაწყდება. იქნებ ჯობდეს ამხელა გამოცდილების მქონე თანამშრომელმა ისედაც გაბზარული დამოკიდებულება რაც ამ ბოლო პერიოდში პოლიციასა და საზოგადოებას შორის მოხდა წვივებში კვანტების დადებით კი არა,მეტი ოპერატიულობით შეამციროს და მეტროში კონწიალით კიდევ არ გააღიზიანოს.

  5. ადრე რა გააკეთა ჩვენ არ გვინახავს. ამ შემთხვევაში კი ჯალათივით იქცეოდნენ პოლიციელები.

  6. ცუდად გავხდი,, მეტროში იმ ახალგაზრდას როგორ ექცეოდნენ, ადრე თუ გადაარჩინა ადამიანი, რა იმიტო უფლება ააქვს ახლა როგორც უნდა ისე მოექცეეეეს და არც ახსნა განმარტება დატოვოოოს, თუ რაზე ექცეოდნენ ისე მხეცურააად????

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here