Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: ჩვენი მთავარი უბედურება რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლობაა

ნიკოლოზ მჟავანაძე: ჩვენი მთავარი უბედურება რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლობაა

1461
ნიკოლოზ მჟავანაძე

საპრეზიდენტო არჩევნებშიქოცებისმიერ განცდილი დიდი იმედგაცრუების ფონზე (რაც, შესაბამისად, ნაცებისთვის დიდ ტრიუმფად და ზარზეიმად იქცა), მეორე ტურის მომლოდინე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრაგიკომედია გრძელდება.

ჯერ იყო და, არჩევნებზე უშანსოდ დარჩენილი სამპროცენტიანი “რესპები” 37-პროცენტიან ვაშაძეს კუდით გადაენასკვნენ, _ აქაოდა, თუ კარგ საქმეზე მიდის, ჩვენც წაგვიყვანოსო, რაც, ალბათ, გასაკვირი არ იყო; მერე კი მათ მეგისისა (იგულისხმება სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა) თუ ძმები ახალაიების დაზგაგამოვლილი ირაკლი ოქრუაშვილიც შეუერთდა და ნაცსექტის ულვაშიან ფალავანს პირისპირ შეხვედრაზე მოახსენა: როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, ყოველგვარ წყენას ვივიწყებო. ამას მოჰყვა საერთო “ნაციონალური” გნიასი და ჭინთვა-ბაქიაობა “გარდაუვალ გამარჯვებაზე”, მაგრამ ეს უკვე ბრძოლის მრავალგზის ნაცადი ხერხებია. მთავარი და ყველაზე საინტერესო კი ამ პროცესებში იყო ის, რომ პირველობისთვის მებრძოლმა ნაცებმა და ქოცებმა პოლიტიკური იერი ფუნდამენტურად იცვალეს და არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პიარი თავიანთ იდეოლოგიასთან შეუსაბამო რიტორიკაზე ააწყვეს. თუ მანამდე მათი პოლიტიკის მთავარ ორიენტირს დასავლეთიდან ნაკარნახევი “ლიბერალური დემოკრატიის” პრინციპები წარმოადგენდა, არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის ინტერვალში აშკარად იმძლავრა “კონსერვატიულმა რიტორიკამ”. ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში თანდათან მოუხშირეს ხაზგასმასა და აქცენტებს, რომ თურმე ესა თუ ის კანონი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყნისთვის მხოლოდ საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. მოკლედ, მოგვიანებით ეს ნაც-ქოცური ჭიდილი ერთგვარ გაშმაგებულ პოლიტიკურ დოღში გადაიზარდა, “ბ პუნქტი” კი ამ შემთხვევაში არა ამერიკის საელჩო ან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი იყო თბილისში, არამედ არც მეტი, არც ნაკლები, საპატრიარქოს შენობა. ერთი სიტყვით, რბოლაში ოფიციოზმა პირწმინდად გაიმარჯვა და ვაშაძეს ივანიშვილის მსტოვრებმა მიასწრეს (საპატრიარქოს წარმომადგენლებთან აუდიენციის ექსკლუზიური პატივი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ერგო), თუმცა მოგვიანებით საპატრიარქოს ალაყაფის კარი ნაცებისთვისაც გაიღო და კათოლიკოს-პატრიარქს გრიგოლ ვაშაძეც შეხვდა.

ცხადია, დღევანდელ ვითარებაში ბავშვიც კი ხვდება, რომ ნაცებსაც და ქოცებსაც ეს ყველაფერი ქულებისთვის სჭირდებათ, თორემ რეალურად საპატრიარქოს აზრი ორივეს ფეხებზე ჰკიდია. ეს განსაკუთრებით ნათლად “ნაცრეჟიმის” შემთხვევაში ჩანს, იმ თვალსაზრისით, რომ პირველი, რაც მათ არჩევნების შემდეგ გააკეთეს, ის იყო, რომ სწორედ ეკლესიისა და პატრიარქის მთავარ მაგინებელ რესპუბლიკელებთან გაერთიანდნენ, თუმცა მსგავს გაერთიანებებს, მათ შორის “რესპებთანაც”, თავის დროზე არც ქოცები ერიდებოდნენ, პირიქით, კოალიციის მამა და სულის ჩამდგმელი ივანიშვილი მათ საზოგადოების საუკეთესო ნაწილად მოიხსენიებდა (ეს იმ დროს, როცა ამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ ყველა არჩევნებზე წითელს უნთებდა)…

რა ცვლილებები გამოიწვია ქვეყანაში არჩევნების შედეგებმა და უნდა ენდოს თუ არა საზოგადოება ნაცებისა და ქოცების მიერ მეორე ტურამდე შეცვლილ რიტორიკას, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, არჩევნების შემდეგ საპატრიარქოსთან ნაცებისა და ქოცების რიგი დადგა. ორივე აცხადებს, რომ მათთვის პატრიარქის პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. არადა, ორი თუ სამი თვის წინათ ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოხდებოდა. თქვენი აზრით, რა შეიცვალა არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის ინტერვალში?

_ არჩევნებში მონაწილე ყველა ძალამ, მათ შორის იმ ფაშისტურმა “ლიბერალურმა” ძალებმა, რომლებიც პირდაპირ მომართულები არიან საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ძალიან კარგად იციან, რეალურად რა განწყობებია საზოგადოებაში. მათ იციან, რა უნდა საზოგადოებას და სად აშავებენ თვითონ, როცა ამ საზოგადოების ნდობას კარგავენ, მაგრამ ერთია, რა იციან და მეორეა, რა კეთდება სინამდვილეში. აქ, უბრალოდ, ერთი მომენტია ხაზგასასმელი: ახლა რიგები რომ დადგა საპატრიარქოსთან და რბოლაა გამართული, ვინ პირველი შევა მის უწმინდესობასთან, ერთი რამ ავიწყდებათ: საპატრიარქო არ არის მხოლოდ ათასი მღვდელი და პატრიარქი, უწინარესად ეს არის ქართველი ხალხი. ასე რომ, პატრიარქთან შეხვედრა კი არ არის ვაშაძისთვის გზა ხალხის გულებისკენ, არამედ მისი პოლიტიკური მოღვაწეობაა. ამ კუთხით კიდევ ესენი ვინც არიან და რაც არიან, ყველამ იცის.

რაც შეეხება ხელისუფლებას, კარგი იქნებოდა, სხვა დროსაც ასე გაფაციცებით უსმენდნენ საზოგადოებასა და პატრიარქს, თორემ არჩევნების დროს აგერ ნაცებიც კი დადიან საპატრიარქოში. სხვათა შორის, შემთხვევითი არ იყო, რომ ნაციონალებმა წინა დღეს, სანამ ვაშაძე პატრიარქს შეხვდებოდა, ხელშეკრულება გააფორმეს რესპუბლიკელებთან, ანუ მათ ეს შეხვედრა სჭირდებოდათ ამ ფაქტის გადასაფარავად, რათა საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ.

_ და, თქვენი აზრით, გადაფარეს?

_ ჩემი აზრით, საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელიც მიმდინარე მოვლენებს სწორად აფასებს, ვაშაძემ, როგორცნაცრეჟიმისკანდიდატმა, საპატრიარქოს შენობაშიც რომ იცხოვროს, ვერაფერი უშველის. ვერ უშველის თუნდაც იმიტომ, რომ პარტია, რომელიც ერთ დღეს ეკლესიის დაუძინებელ მტრებთან აფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, მეორე დღეს კი პატრიარქთან მიდის შესახვედრად, ეკლესიასთან მოთანამშრომლე არ არის. პირიქით, ვაშაძე პატრიარქის თავის მოკავშირედ წარმოჩენაზე გაკადნიერდა, როცა კომენტარში ხაზი გაუსვა, რომ “პატრიარქი მისი ხედვით დაინტერესდა”. მისი ეს განცხადება მოგვიანებით საპატრიარქომ უარჰყო. ესენი ეძებენ პოლიტიკურ სარგებელს და მორჩა. ეს ერთი და მეორე _ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რა თქმა უნდა, არ დავიწყებია, რომ წლების წინათ სწორედ “ნაცმოძრაობა” იყო ის ძალა, რომელმაც სამხედრო მანქანით შეანგრია ტაძრის კარი და, რა ამბები დაატრიალა მერე იქ, ყველამ ვიცით. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მთელი რიგი “არასამთავრობო” ორგანიზაციებისა საგულდაგულოდ შეიქმნა საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის დისკრედიტაციისთვის.

_ კი მაგრამ, ეს ორგანიზაციებიოცნებისპირობებშიც ხომ არანაკლებ აქტიურები არიან?

_ გეთანხმებით და ეს სავსებით ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ “ოცნებამ” პოლიტიკური დღის წესრიგი საფუძვლიანად ვერ შეცვალა, თუმცა არ ვეთანხმები აზრს, რომ ნაცები და ქოცები ერთი და იგივეა. როგორაა ერთი და იგივე _ ისინი დანაშაულებს სჩადიოდნენ და ამათ შეცდომები მოსდით?

 _ თქვენი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკური დანაშაული არ არის ის, რომ სამართლიანობა არ თუ ვერ აღდგა ქვეყანაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ნაციონალებს თანამშრომლობა შესთავაზა და მაღალი თანამდებობებისკენ გზა გაუხსნა? ივანიშვილის დანაშაული არ არის ის, რომ დღესნაციონალურ მოძრაობასსერიოზული შანსი აქვს, მობრუნდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში?

_ ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ აქ იყო ერთი მომენტი: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რაც ივანიშვილს უთხრეს, იყო ის, რომ ხელი არ ეხლო “ნაცმოძრაობისთვის”. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდნენ იზოლაციაში მოქცევით და, ბუნებრივია, ის ამ მოთხოვნას დაემორჩილა.

რაც შეეხებანაცმოძრაობას”, ნურავის ჰგონია, რომ ის არის ჩვეულებრივი ქართული პარტია. არა, ის პირდაპირ იმართება გლობალისტური ტრანსნაციონალური ცენტრებიდან, რომლებიც შექმნილია ამერიკაში. მას მხოლოდ სახელწოდება აქვს ქართული, თორემ რეალურად ეს არის იმ ტრანსაციონალური ცენტრების საქართველოს ფილიალი, რომელთა მიზანსაც მთელი დედამიწის მასშტაბით ეთნოკულტურული და იდეოლოგიური გლობალიზაცია წარმოადგენს. ეს, პირველ რიგში, სახიფათოა ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერებისთვის. ასე რომ, “ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, არ უნდა განვიხილოთ ქართულ ორგანიზაციად. საერთოდ, ეს ტრანსნაციონალური ცენტრები ისეთი გავლენიანი ორგანიზაციებია, რომ მათთან დაპირისპირების რეჟიმში თვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ვერ შეძლო თავისი წინასაარჩევნო პროგრამის ბოლომდე განხორციელება. მაგალითად, ვერ შეძლო რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო; ვერ შეძლო სასამართლო სისტემის გაწმენდა ლიბერალებისგან; ვერ შეძლო კანონის მიღება, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ ჯარში და ა.შ. ამერიკის პრეზიდენტი თუ ვერ ახორციელებს დანაპირებს, “ოცნებადა ივანიშვილი როგორ შეასრულებდა?! ვერ ხედავთ, რა ხდება “რუსთავი 2”-ის გარშემო? სტრასბურგის სასამართლომ გააჩერა საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების პროცესი. ამით გეუბნებიან, რომ შენ ხარ არავინ და შენი აზრი კი არაა მთავარი, ქართველ საზოგადოებას ვგულისხმობ, არამედ მთავარია იქ, სტრასბურგში, მსხდომილიბერალებირას ფიქრობენ. სხვათა შორის, აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, თუკი რამ კარგი გააკეთა, ერთ-ერთი იყო ის, რომ ჩვენი მონური მდგომარეობა აღიარა _ თავის დროზე, როცა პუტინმა განაცხადა საქართელოს პრეზიდენტთან შესახვედრად მზადყოფნის თაობაზე, მარგველაშვილმა თქვა: ჯერ დასავლელ “პარტნიორებს” შევეკითხებიო. მეტი აღიარება რაღა გინდა?! თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი განცხადება გერმანიის კანცლერს ან ინგლისის პრემიერს რომ გაეკეთებინა… კიდევ ვიმეორებ: ჩვენ, ფაქტობრივად, არც ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ამერიკის ტრანსნაციონალური გლობალისტური ცენტრების პოლიტიკური ლაბორატორია

_ ეს ყველაფერი გასაგებია, გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

_ სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვართ იმ გულსაკლავ რეალობაში, რომ არჩევანი ცუდსა და ნაკლებად ცუდს შორის უნდა გავაკეთოთ. დღეს კი ამ თვალსაზრისით უკეთესი ნამდვილად ზურაბიშვილია, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, მართლა ფაშისტებს ხომ არ დავაბრუნებთ ხელისუფლებაში?!

რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენი მთავარი უბედურება არის რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლობა. როცა ეს საკითხი გადაუჭრელია, ამერიკაც გაგსრისავს, ევროპაც და ვერაფერს გააწყობ. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ: გამოსავალი არის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაში. ამას რომ მოვაგვარებთ, ვერც სამართლიანობის აღდგენაში შეგვიშლის ხელს ვინმე, ვერც არჩევნებს გაგვიყალბებს და ვერც საშინაო საქმეებს მოგვიგვარებს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here