Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები არასწორად ფინანსდებიან, მათ არ აქვთ ქვეყნის საშინაო...

ნანა კაკაბაძე: საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები არასწორად ფინანსდებიან, მათ არ აქვთ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის უფლება

“გამოქვეყნდეს არასამთავრობო ორგანიზაციების სია და ყველამ იცოდეს, საიდან, რომელი ქვეყნიდან იღებენ ფულს და რომელი პროექტები ფინანსდება... აუცილებელია, გაირკვეს, ესა თუ ის არასამთავრობო არამიზნობრივად თუ ფინანსდება; შესაბამისად, აიკრძალოს, დაჯარიმდეს და ა.შ. მთავარია, კანონი შეიქმნას და შემდეგ აღსრულდეს”.

283

პარლამენტში იწყება მოძრაობახალხის ძალისმიერ ინიცირებული კანონპროექტის გახილვა. საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება კანონპროექტიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ამერიკული ვერსიის ანალოგია. კანონი ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, უცხოური აგენტების რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებს. ამ ეტაპზე პარლამენტში უკვე ორი კანონპროექტია წარდგენილი: ერთი, რომელიცხალხის ძალამშეიმუშავა, და მეორე, რომელიც ამავე პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივით პირდაპირ ამერიკული ვერსიის ზუსტ თარგმანს წარმოადგენს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, კანონპროექტები რუსული სულისკვეთებისაა, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა ინიციატივების მხარდაჭერას არ აპირებს, მმართველი გუნდი კი ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი გვემუქრება, თუ კანონი დამტკიცდება, საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებენო; იმავეს იმეორებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს.

საჭიროა თუ არა აღნიშნული კანონი საქართველოსთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება.

_ ეს კანონი იქნება თუ სხვა, მთავარია, საქართველოში საქმიანობდნენ მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან 2003 წლის შემდეგ მსგავსი რამ აღარ არსებობს. რეგისტრირებულ არასამთავრობოებს უწერიათ, რომ არიან აპოლიტიკური და არაკომერციული, მაგრამ ეს ტყუილია.

 2003 წლის შემდეგ ისეთმა არასამთავრობოებმა, როგორიცაა “თავისუფლების ინსტიტუტი” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, შეცვალეს ყველაფერი _ მათი ორგანიზებით მოეწყო ე.წ. რევოლუცია და მოვიდნენ ხელისუფლებაში, რითაც გამოშიგნეს ქვეყანა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რადგან ჩაერთნენ პოლიტიკაში. არასამთავრობოები არ ქმნიდნენ პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში, რადგან მათ ფონდები არ აფინანსებდნენ. უფულოდ კი, მოგეხსენებათ, ფორმალობაა ყველაფერი. ვისაც ფული ჰქონდა, გადატრიალებაც მოაწყო და ხელისუფლებაშიც მოვიდა, ხოლო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებაში ვერ მოხვდნენ, ხელისუფლების დანამატებად, პოლიტიკურ უჯრედებად იქცნენ.

არასამთავრობოები დარეგისტრირებულნი არიან, როგორც არაპოლიტიზებულები, მაგრამ იქცევიან, როგორც პოლიტიკაში ჩაბმული აქტორები. მათ აფინანსებდნენ ისე გულუხვად, რომ წლიური ბრუნვა მილიონობით ლარს შეადგენდა და შეადგენს დღესაც. ფონდებმა დაარღვიეს კანონი, რომლის თანახმად პოლიტიკური პროცეესების გარედან მართვა აკრძალულია. ეს კანონი საქართველოში ყოველთვის არსებობდა. ფონდები თამაშობდნენ, ვითომ არ ესმოდათ, რა ხდებოდა ქვეყანაში; ვითომ არ იცოდნენ, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები ხელისუფლებასთან ასოცირდებოდნენ. ამ ფონდების მიზანი არ უნდა ყოფილიყო უცხო ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და მართვა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას სხვა გზა არ აქვს, რომ არ მიიღოს კანონი, რომელიც ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, აღიკვეთოს დარღვევები. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები არასწორად ფინანსდებიან. მათ არ აქვთ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის უფლება. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული კანონის მიღება. ეს გააჯანსაღებს 2003 წლის რევოლუციისდროინდელ ვითარებას, რომელმაც დააზიანა არასამთავრობოების არსი.

_ რატომ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი, თუკი, როგორც ამბობთ, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის?

_ სალომე ზურაბიშვილმა უცერემონიო განცხადება გააკეთა. მას წაკითხულიც არ აქვს კანონპროექტი, რადგან მისი სრულყოფილი ვარიანტი არ არსებობს. პრეზიდენტი არასერიოზული ქალბატონია, ამაზე მისი განცხადებები მეტყველებს. ზურაბიშვილი ჩართულია პოლიტიკურ თამაშებში და ასრულებს გარედან მომდინარე დაკვეთებს. პრეზიდენტს სურს, აღნიშნული კანონი “გააშავოს”. ის ამბობს, რომ ამ კანონის გამო ევროკავშირში არ მიგვიღებენ; მანამდე ამბობდა, _ ევროპულ ოჯახში მიშას გამო არ მიგვიღებენო; მალე, ალბათ,  იტყვის, წყალს რომ დავლევთ, ევროკავშირი წევრობაზე უარს გვეტყვისო. ეს ყველაფერი ძალიან დამამცირებელია, საზოგადოებას მასხრად იგდებენ. არავის სჭირდება ისეთი კავშირის წევრობა, რომელშიც დაგვამცირებენ _ ისინი კანონის მიღების უფლებას არ გვაძლევენ, კანონის, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

_ ამბობენ, “ხალხის ძალისმიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რუსულიაო. არადა, ასეთი კანონი მოქმედებს ამერიკაში, სადაც აკონტროლებენ არასამთავრობოებს, მაგრამ რუსეთში უცხო ქვეყნიდან დაფინასებული არასამთავროები აკრძალულია. საეჭვოა, რომ საქართველოშიც აიკრძალოს არასამთავრობოები, რადგან აქ მხოლოდ აღრიცხვაზეა საუბარი და არა აკრძალვაზე. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ უნდა აკონტროლონ თუ აკრძალონ?

_ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულად ამერიკულია. მე მივმართე “ხალხის ძალას” და ვუთხარი, რომ დეგნანმა წარმოადგინოს ქართულად ნათარგმნი ამერიკული კანონი, რომელიც გაცილებით მკაცრია, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ამერიკის ელჩი არ წარმოადგენს ამერიკული კანონის ნათარგმნ ვარიანტს, რადგან ამერიკელები აფინანსებენ არასამთავროებს, თანაც არალეგალურად. სწორედ ისინი იყენებენ ადამიანურ რესურსს პოლიტიკური პროცესების სამართავად ჩვენს ქვეყანაში. ამ კანონის მიღების შემთხვევაში კი ხელიდან გამოეცლებათ მართვის ბერკეტები, რომლებსაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებდნენ.

მომხრე ვარ, გამოქვეყნდეს არასამთავრობო ორგანიზაციების სია და ყველამ იცოდეს, საიდან, რომელი ქვეყნიდან იღებენ ფულს და რომელი პროექტები ფინანსდება. ეს მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელ-ფეხი შეეკვრებათ არასამთავრობოებს. ასევე აუცილებელია,  გაირკვეს, ესა თუ ის არასამთავრობო არამიზნობრივად თუ ფინანსდება; შესაბამისად, აიკრძალოს, დაჯარიმდეს და ა.შ. მთავარია, კანონი შეიქმნას და შემდეგ აღსრულდეს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here