”მოახლოვდება გზა ოცდაექვსი…”

    (არა რუსულ მშვიდობას, გაუმარჯოს დასავლურ ომს!)

    36
    ”მოახლოვდება გზა ოცდაექვსი...”

    სათაური გალაკტიონ დავესესხე. გახსოვთ, რა თქმა უნდა, ”ცამეტი წლის ხარ”. ეს დიდებული ლექსი გამახსენა მასში ნახსენებმა რიცხვითმა სახელმაოცდაექვსი. მეტი არაფერი. ოცდაექვსიოცდაექვსიოცდაექვსიუკვე ნაბიჯების ხმა ისმისდღე, საათი, წუთი, წამი ოცდაექვსთან გვაახლოვებს, ”მოახლოვდება გზა ოცდაექვსი”. შემდეგ ასე ამბობს გალაკტიონი: ”მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი, ატირდება დრო და ჩემი ლექსი”. სჯობს, არ გავყვეთ პოეტის ხილვებს, რომლებშიც პესიმისტური ნოტები ჭარბობს: მოცელავსატირდებანუ გავყვებით ამ ასოციაციებს, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს.

    ,,არა ომს!’’ – ასეთი ლოზუნგები გამოჩნდა ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერებზე. ყველა დროის ყველაზე სწორი მოწოდებაა ,,არა ომს!’’. ამ მარად ძველ და მარად ახალ ლოზუნგში კაცობრიობის ყველაზე დიდი ნატვრაა გაცხადებული. ომის გარეშე ცხოვრებაა ეს ნატვრა, რადგან არაფერს ისეთი და იმდენი უბედურება არ მოაქვს ხალხისთვის, როგორც ომს. ხდება ხოლმე, როცა ესა თუ ის მოწოდება გამაღიზიანებლად მოქმედებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ არა მგონია, ოდესმე სადმე ვინმე გაეღიზიანებინა ისეთ აქტიურ, მაგრამ უწყინარ ლოზუნგს, როგორიცაა ,,არა ომს!’’, საქართველოში კი ისეთი გაღიზიანება ვნახეთ, წარმოდგენაც რომ არ შეგვეძლო. ცოცხზე გადამჯდარმა ნაციონალ-ფაშისტებმა: გიგი უგულავამ და ხატია დეკანოიძემ ხელშიც ცოცხი დაიკავეს და ქუთაისში ”ქართული ოცნების” ბანერზე წაშალეს სიტყვები ,,არა ომს!’’. არაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, მე ამ საქმის პოლიტიკური მხარე უფრო მაშფოთებს. რატომ დაუპირისპირდნენ ისინი ამ ლოზუნგს: მხოლოდ იმიტომ, რომ იგი პოლიტიკურად დაპირისპირებულ ბანაკს ეკუთვნის თუ, პირველ რიგში, იმ პაციფიზმის გამო, რომელიც ამ ლოზუნგშია გაცხადებული და რომელიც ასე მიუღებელი გამხდარა მათთვის? აი რამდენიმე ამონარიდი მათი ”პოლიტიკური” ნააზრევიდან:

    ”ომიც მოსულა, მოსულა!” (გიგი უგულავა); ”თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს!” (ლევან ბერძენიშვილი); ”დიახ, ომი მინდა!” (ზურაბ ჭიაბერაშვილი); ”ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილსა და წვას…” (ნინო ლომჯარია); ”ჩვენ არანაკლებ ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს!” (თინა ხიდაშელი); ”მაქსიმალური შეიარაღება, მაქსიმალური ჯარის მობილიზაცია!” (გიორგი მარგველაშვილი); ”თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ!” (დავით უსუფაშვილი): ”მოიცა, არ უნდა ვიომოთ?!” (კახა გოგიძე). შეიძლება თვითონ ის კონტექსტი, რომლიდანაც ეს ფრაზებია ამოღებული, უშუალოდ ომისკენ მოწოდებას არ ნიშნავდეს, მაგრამ ის ხომ ფაქტია, რომ ეს ქალბატონები და ვაჟბატონები რომელიღაც კონკრეტულ ვითარებაში მშვიდობაზე მეტად ომისკენ არიან ორიენტირებულნი. რა სიტუაციაა ეს? მათ რუსეთთან ურთიერთობით მოპოვებულ მშვიდობას დასავლეთთან ურთიერთობით მიღებული ომი ურჩევნიათ. ამ წინადადებას უფრო თუ შევკუმშავთ, ასეთ ფორმულას (გნებავთ, ლოზუნგს) მივიღებთ: არა რუსულ მშვიდობას, გაუმარჯოს დასავლურ ომს! ეს ის ფორმულაა, რომელიც დასავლეთის ”მეხუთე კოლონამ” დაუპირისპირა ”ქართული ოცნების” ლოზუნგს – არა ომს!

    საიდან მოდის იგი და ვინ დგას ამ განწყობილებებისა და მიდრეკილებების უკან? ბოლო პერიოდში მოხშირდა ხსენება გლობალური ომის პარტიისა, მაგრამ ეს ძალიან ზოგადი ცნებაა. არავინ აკონკრეტებს, ვინ არის ან სად არის ეს პარტია, რა ამოძრავებს მას და რა არის მისი საბოლოო მიზანი. ამ მიმართულებით სანამ რამეს ვიტყოდე, მინდა შეგახსენოთ ერთი ამბავი: მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ტრამპი იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არსად ომი არ დაუწყია. კეთილი და პატიოსანი, ბარაქალა ტრამპს ამის გამო, მაგრამ დავაკვირდეთ, რას ნიშნავს ეს ნათქვამი: ამ ნათქვამში პრეზიდენტ ტრამპის შექებასთან ერთად ისიც ხომ იგულისხმება, რომ აშშ თითქმის ყველა პრეზიდენტის დროს ვიღაცასთან ომობდა? რას ნიშნავს, რომ ყველა პრეზიდენტი ვიღაცასთან ომობდა? მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ აშშ ყოველთვის ომშია ჩაფლული. თითქმის არ ყოფილა დროის მონაკვეთ, როდესაც ეს სახელმწიფო ომის გარეშე არსებობდა. ახლოს თუ შორს, მის კონტინენტზე თუ სხვა კონტინენტზე, დასავლეთ ნახევარსფეროში თუ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ამ სახელმწიფოს გამუდმებით ომი აქვს ვიღაცასთან – დიდთან თუ პატარასთან, ძლიერთან თუ სუსტთან, მართალთან თუ არამართალთან. დედამიწაზე არსებობენ სხვა ძლიერი სახელმწიფოები და ზესახელმწიფოებიც, მაგრამ მუდმივი და დაუსრულებელი ომის ვითარებაში, გარდა აშშ-ისა, სხვა არავინ არის. ეს არ არის თავდაუღწეველი კონფლიქტური სიტუაციების შედეგი, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოს საკითხების მოგვარების სხვა გზა არ რჩება, გარდა ომისა. არა, ეს იმის შედეგია, რომ აშშისთვის ომი, გლობალური უბედურება და ტრაგედია კი არ, გლობალური საკითხებისა და ურთიერთობების მოგვარების მისაღები მექანიზმია. მეტიც, ომი აშშ-ის არსებობის ნიშანსვეტი, მისი ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის ბიძგის მიმცემი და საზოგადოებრივი ცნობიერების მასაზრდოებელი უმთავრესი მომენტია. ომი ისეა გამჯდარი ამერიკულ ცხოვრების წესში, რომ მის გარეშე ცხოვრება დუნე და მოსაწყენი ხდება. ჟურნალისტებს საინფორმაციო გამოშვებების დაწყება გაუჭირდებათ; მწერლები ნაწარმოებების მაგისტრალურ თემებს ვეღარ მიაგნებენ; კორუფციის მამები კი სერიოზულ „კუშს“ ვერსაიდან მოხსნიან. ”ამერიკელთა უმრავლესობის აზრით, აშშ-ის მთავრობა კორუფცირებულია, ხოლო მოსახლეობის მესამედის აზრით, აუცილებელი იქნება მთავრობის წინააღმდეგ ხელში იარაღით გამოსვლა,” – წერს გაზეთი The Hill-. გახშირდა საუბარი იმაზე , თუ კორუფციის როგორი დონე აღინიშნა ავღანეთისთვის შეიარაღების მიწოდებისას და ხომ არ მეორდება იგივე უკრაინაში. Washington Post- აღნიშნავს: ”2001 დან 2020 წლამდე, ავღანეთის ომის დროს, აშშის თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა 934 მილიარდიდან 978 მილიარდ დოლარამდე მიითვისეს. ამაში არ შედის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ მითვისებული თანხები.

    ომის წლებში ავღანეთში კორუფცია არნახულ მასშტაბებს აღწევდა. Transparency International-მა 2020 წელს ავღანეთი კორუფციაში მხილებული ქვეყნების ოცეულში შეიყვანა. ანალოგიური ვითარებაა დღეს უკრაინაში. ამერიკელმა დიპლომატმა მარი იოვანოვიჩმა უკრაინაში კორუფციის დონე ერთი სიტყვით აღწერა გრანდიოზული. ინტერპოლის ხელმძღვანელები შეშფოთებული არიან იმით, რომ უკრაინისთვის შეიარაღების უკონტროლო მიწოდება განაპირობებს ამ იარაღის ნაწილის გადასვლას შავ ბაზარზე.

    ვფიქრობ, გასაგებია, საიდან იკვებება ის საომარი განწყობილებები და მიდრეკილებები, რომლეიც ასე შემაშფოთებლად იზრდება საქართველოში. ეს დასავლური განწყობილებები და მიდრეკილებებია, რადგან ომი უკონტროლობაა, ომი ყველაფრის ჩამოწერაა, ომი ფულია, ომი დიდი ფულია (ფული, ბაბა! ბევრი ფული, ბაბა! – კიკუ, ”დათა თუთაშხია”). აი, სად იღებს სათავეს ცოცხზე გადამჯდარი ქართველი ნაციონალ-ფაშისტების (ქართველი კიკუების) ცოცხით ხელში ბრძოლა უკეთილშობილესი ლოზუნგის წინააღმდეგ – არა ომს!

    ოცდაექვსი… ოცდაექვსი… ოცდაექვსი… უკვე ნაბიჯების ხმა ისმის. დღე, საათი, წუთი, წამი ოცდაექვსთან გვაახლოვებს. ”მოახლოვდება გზა ოცდაექვსი”. ნეტავ რა გზაა ეს – გზა, რომლისკენაც ირიბად და ასოციაციურად მიგვანიშნებს ”მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი, ატირდება დრო და ჩემი ლექსი”, თუ გზა ქართველი ხალხის ურყევობისა და მტკიცე ნების გამომხატველი ლოზუნგისა – ,,არა ომს!’’, რომელსაც შლიან, მაგრამ ვერ წაშლიან!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here