Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა, კოლექტიური დასავლეთის დაკვეთებზე მაღლა თავისი...

მიხეილ ჟღენტი: ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა, კოლექტიური დასავლეთის დაკვეთებზე მაღლა თავისი ქვეყნის ინტერესების დაყენება

„საქართველოდან ვინც უნდა ჩავიდეს მოსკოვში სახალხო დიპლომატიის ეგიდით, თუ ოფიციალური თბილისი არ გადავა კონკრეტულ ქმედებებზე, არაფერი გამოვა...“

ამა წლის 7 დეკემბერს მოსკოვში ჩატარდა ფორუმირუსეთსაქართველოს ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის  წარმომადგენლები, ასევე, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისთვის“.

ორი ქვეყნის საპარლამენტო წარმომადგენლობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები დიდი ხნის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ აქტუალური საკითხების განსახილველად, ესენია: სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ავიარეისებისა და რუსეთსაქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.

ფორუმში მონაწილეობდნენ რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, პოლიტოლოგები, ისტორიკოსები და სასულიერო პირები. მონაწილეებს შორის რუსეთიდან იყვნენ: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს  დეპუტატი, რუსეთის ფედერაციის კომპარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის კომპარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კაზბეკ ტაისაევი, დსთის კომიტეტის წევრი არტემ კავინოვი, რუსეთის ფედერაციის კომპარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი, ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, სახელმწიფო სათათბიროს ახალგაზრდული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ ისაკოვი, აგრეთვე, რუსეთის საგარეო ურთიერთობებისა და ტრანსპორტის სამინისტროს, გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის, დსთის ქვეყნების ინსტიტუტის, ადვოკატთა ასოციაციათქვენი იურიდიული რწმუნებულისწარმომადგენლები.

ქართული მხრიდან დელეგაციაში იყვნენ: საზოგადოებრივი ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისთვის“, პრიმაკოვის სახელობის ქართულრუსული საზოგადოებრივი ცენტრისა დარუსეთსაქართველოს ბიზნეს ასოციაციისწარმომადგენლები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი, მიხეილ ჟღენტი, არჩილ ბუბუტეიშვილი, ჯაბა ჭანკვეტაძე, გიორგი ირემაძეთემურ ფიფია, რომან ბოკერია, ზაზა ტყებუჩავა, ვასილ კაპანაძე, არჩილ სიხარულიძე და ვალერი კვარაცხელია.

ფორუმზე მიიღეს გადაწყვეტილება, მიმართონ სახელმწიფო მეთაურებს წინადადებით, აღდგეს რუსეთსაქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები და გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ფორუმის ერთერთი მონაწილე, ორგანიზაციისსოლიდარობა მშვიდობისათვის“  წევრი მიხეილ ჟღენტი:

_ პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზაციის ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის“ დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს, რომლებიც რუსეთის სათათბიროს ქვედა პალატის დსთ-ის კომიტეტებთან ერთად იყვნენ აღნიშნული ფორუმის ორგანიზატორები. მოგეხსენებათ, როგორი რთული და დაძაბული ვითარებაა საქართველოსა და რუსეთს შორის, ამიტომ ამ ფონზე დიალოგის გამართვა ორივე მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვდა.

1993 წლიდან, ჯერ როგორც პარლამენტის სპიკერის თანაშემშე და დსთ-ის საპარლამენტო დელეგაციის მდივანი, ხოლო 2000-2006 წლებში, როგორც ,,რუსეთ-საქართველოს მეგობრობის კავშირის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი მდივანი, აქტიურად ვიყავი ჩართული ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და მრავალ ფორუმსა თუ შეხვედრაში ვმონაწილეობდი, თუმცა აღვნიშნავ, რომ 7 დეკემბრის ,,რუსულ-ქართული“ ფორუმი განსხვავებული იყო თავისი შინაარსით და ვიმედოვნებ, რომ შედეგიც ასეთივე იქნება. ღონისძიების მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთის ფედერაციის კომპარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ნაციონალური პოლიტიკის განყოფილების თანამშრომლებმა სვეტლანა ჟიხარევას ხელმძღვანელობით.

ვულოცავთ ფორუმის ყველა მონაწილეს, რუსსა და ქართველს, ჩვენი ხალხების დასაახლოვებლად ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებას.

ფორუმის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, წინადადებით მიგვემართა სახელმწიფოების მეთაურებისთვის:

1. აღდგეს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები;

2. გაუქმდეს სავიზო რეჟიმი რუსეთში მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგება იყო  საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას, სავიზო რეჟიმის გაუქმებას ან შემსუბუქებას და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების რეგულირებას.

_ თითქმის წელიწადია, რაც საუბრობენ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე. ამ მიზნით რამდენიმე შეხვედრა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შედგა კიდეც, მაგრამ გაირკვა, რომ ქართული მხარე მზად არ არის. თქვენ გქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია, როდესაც მოსკოვში სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მიდიოდით? გასაოცარი იყო რუსულქართული ურთიერთობების დარეგულირების საკითხში პრემიერის რწმუნებულ ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ საქართველოს მხარე არ განიხილავს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას

_ დიახ, გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, ამაზე ბევრს ვსაუბრობდით საჯაროდ. ქართული მხარე, ანუ ოფიციოზი, უკვე მრავალი წელია, თავს იტყუებს და საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავს. ჩვენ მალე აღმოვჩნდებით იმ სამწუხარო რეალობის წინაშე, როდესაც თუნდაც ყველაზე კომპეტენტური და ღირსეული ქართველი ადამიანების მოსკოვში ჩასვლას აზრი აღარ ექნება. როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება და ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გაგვეკეთებინა… ქართული მხარე ვერ აცნობიერებს, რომ დასავლეთს ჩამოწერილი ჰყავს და ცდილობს ხიდების შენარჩუნებას, ერიდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ხელისუფლება დროს იგებს, მაგრამ დრო არ მუშაობს საქართველოზე. ძალიან მალე მოგვიწევს, ვაღიაროთ, რომ 30-წლიანი ტყუილი დასრულებულია.

რაც შეეხება ბატონ აბაშიძის განცხადებას, ეს არის არაერთხელ გაცხადებული ტრაფარეტული პოზიცია. იგი ძალიან ფრთხილი და ზომიერი დიპლომატია, მაგრამ დღეს ზომიერებისა და პოზირების დრო აღარ არის. მეტსაც გეტყვით: არა მგონია, რომ აბაშიძის განცხადებას რიგითი ქართველი აღეფრთოვანებინა. ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა კოლექტიური დასავლეთის დაკვეთებზე მაღლა თავისი ქვეყნის ინტერესების დაყენება. კოლონიური მმართველობის ქვეშ მყოფი მაღალჩინოსნების განცხადებები ნამდვილად არ წარმოადგენს ქართველი ხალხის განწყობას. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ, სამწუხაროდ, მართალი ვარ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფალთ: გვიანი არ იყოს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც დრო და სიტუაცია გვაიძულებს…

_ სახელისუფლო გუნდს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე არაფერი უთქვამს, თუ აბაშიძეს არ ჩავთვლით, მაგრამ განცხადებები გააკეთეს .. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომ უვიზო მიმოსვლა, რომელიც ცალმხრივად არის დაწესებული, საქართველომ თვითონ უნდა გააუქმოს და რუსეთიდან არავინ აღარ უნდა შემოვუშვათრისთვის გვჭირდება ქართველებს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა?

_ აი მივადექით ყველაზე საინტერესოს, აპოგეას. დღეს ე.წ. პოლიცაებისთვის, რომლებსაც ოპოზიციას უწოდებენ, იწყება ჯოჯოხეთი. ჩვენი „საკალელი“ ლიბერალები ერთი ადგილით გრძნობენ გარდაუვალ კრახს, თავიანთი 30-წლიანი ტყუილისა და ქართველი ხალხის გაბითურების დასასრულს… ღმერთმა ყველა დაიფაროს იმისგან, რა დღეშიც ესენი აღმოჩნდებიან, სულ რაღაც, 2-3 წელიწადში. სააკაშვილის ,,პატიმრობა“ მონაგონი იქნება. რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრიც კი მათ ისტერიკასა და სასოწარკვეთილებაში აგდებს. მათ შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რაც ხდება უკრაინასა და ევროპაში… ხვდებიან, რომ ევროპა, ადრე თუ გვიან, ბოდიში და, დაუწვება რუსეთს და მერე ესენი ვის ემახსოვრება?!

მოგეხსენებათ, რომ  ჩვენი ლიბერალი პოლიტიკოსების 99% საკუთარი  ინტერესებით ხელმძღვანელობს და ამიტომ მოხდა აგვისტოს ომი, ამიტომ მოხდა 1998 წლის „მარულა“ გალში, ამიტომ მოხდა ,,გავრილოვის ღამე“ და მრავალი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას აშორებს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობისგან. მახსოვს, 1996 წლიდან როგორ მიზანმიმართულად იძაბებოდა ურთიერთობა დასავლეთის დავალებითა და ლიბერალების შესრულებით. მოკლედ, ჩვენი ლიბერალებისთვის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. 

ესენი ხალხის გაღატაკების ხარჯზე მილიონერები გახდნენ და მათთვის კეთილდღეობის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია. მე ტყუილად არ ვახსენე „პოლიცაები“_ ესენი არიან ნაძირალები, რომლებიც ფაშისტებს ემსახურებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საკუთარ ხალხს აწამებდნენ, ძარცვავდნენ და აუპატიურებდნენ. ყველას მოუწევს პასუხისგება.

ქალქის მერი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავს, ,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია და გარკვეულწილად გამოხატავს პარტიის პოზიციასაც, მაგრამ მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის. საქართველოდან ვინც უნდა ჩავიდეს მოსკოვში სახალხო დიპლომატიის ეგიდით, თუ ოფიციალური თბილისი არ დაიწყებს კონკრეტულ ქმედებებს, არაფერი გამოვა…  არის მეორე ვარიანტიც _ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად ხელისუფლებაში სხვა ძალები მოვლენ და დაიწყებენ კონკრეტულ ქმედებებს…

1 მილიონამდე ქართველია რუსეთში და მათი ახლობლების უმრავლესობას ხშირად იქ ჩასვლის საშუალება არ აქვს. აი, რისთვის სჭირდება ქართველებს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის დაკანონება. ამასაც დავანებოთ თავი, რუსეთი ჩვენი უპირველესი სავაჭრო პარტნიორია და ბიზნესის უკეთ წარმოებისთვის უვიზო მიმოსვლა აუცილებელია.

ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარეც მზადაა საამისოდ; უფრო მეტიც, ისინი მზად არიან, რამდენიმეჯერ გაზარდონ უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი სტუდენტების მიღების კვოტები. უვიზო რეჟიმს აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური ურთიერთობების შემსუბუქება _ ორმაგი დაბეგვრით დაწყებული, საბაჟო შეთანხმებებით დამთავრებული. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დღეს მესამე ქვეყნების გავლით შედის რუსეთში, ეს კი ჩვენს ხარჯზე შუამავლების გამდიდრებას უწყობს ხელს.

დასასრულ, უვიზო რეჟიმის გაუქმება იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობების ახალი და მძლავრი ეტაპის დასაწყისი, რომლის წინააღმდეგაც როგორც აქ, ასევე მოსკოვშიც ბევრი მუშაობს. რატომ? იმიტომ, რომ როგორც კი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მოგვარდება, ავტომატურად ვიქნებით სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთისთვის და ეს, მერწმუნეთ, ბევრს არ სურს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს ჩაკეტილი წრე გაირღვევა და ისევ დავიკავებთ ღირსეულ ადგილს რუსულ სივრცეში.

მინდა, კიდევ ერთხელ  გამოვხატო  მადლერება ორგანიზაციიისადმი ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის“ ამ ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here