Home ახალი ამბები პატრიარქის მოსაყდრეს, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ღმრთისმსახურების უფლება არ მისცეს

პატრიარქის მოსაყდრეს, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ღმრთისმსახურების უფლება არ მისცეს

ყოფილი დისიდენტი,საეკლესიო მწერალი მერაბ სულაქველიძე  საპატრიარქოს წიაღში არსებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაჯგუფებებსა და მათ დაპირისპირებაზე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ესაუბრა.

როგორც ის გამოცემასთან საუბარში აცხადებს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა კალისტრატემ, პატრიარქის მოსაყდრეს თავის ეპარქიაში ღმრთისმსახურება არ დაანება.

„წელიწადი სრულდება, რაც „ციანიდის საქმე“ აღიძრა და ამ  „საუკუნის დანაშაულის“ არც მთავარი მოქმედი პირია ჯეროვნად მხილებული და არც მისი დამკვეთი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა, ეკლესიაში ვითარება მაინც ბუნდოვანია. ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა კალისტრატემ  თავის ეპარქიაში ღმრთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრეს არ დაანება. ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი ლამისაა, საკუთარი თავი პატრიარქობის ერთადერთ კანდიდატად წამოაყენოს“,-აცხადებს „საქართველო და მსოფლიოსთან“ სულაქველიძე.

მასალის სრული ვერსია იხილეთ, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“  24 იანვრის გამოცემაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here