Home სხვადასხვა დაიჯესტი “მეგონა, რომ მომკლავდა”: კანიბალიზმში ეჭვმიტანილ პირს გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს

“მეგონა, რომ მომკლავდა”: კანიბალიზმში ეჭვმიტანილ პირს გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს

170

ბრალდებული ჰოლივუდის მსახიობი ამრი ჰამერი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ვინმე ეფი ანგელოვამ განაცხადა, რომ იგი 4 საათის განმავლობაში შეურაცხყოფდა მას. 

24 წლის ქალიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსახიობი “ფეისბუკის” საშუალებით გაიცნო და 2016 წლიდან 2017 წლამდე ხვდებოდა მას სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეფიმ თქვა, რომ ცდილობდა, თავი დაეღწია “მარტოხელა რეინჯერის” ვარსკვლავისთვის, მაგრამ ვერ შეძლო.

“იგი მაუპატიურებდა ოთხი საათის განმავლობაში, თავს კედელზე მარტყმევინებდა. მეგონა, რომ მომკლავდა”, _ განაცხადა ეფიმ. ჰამერის ადვოკატმა ენდრიუ ბრეტლერმა თავისი კლიენტისთვის წაყენებულ ბრალდებებს აღმაშფოთებელი უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ “ჰამერსა და ეფის შორის ყოველგვარი ურთიერთობა წინასწარ იყო შეთანხმებული”.

ჰოლივუდის გავლენიან პირს უამრავი პრობლემა დაუგროვდა. გაირკვა, რომ მსახიობს კანიბალიზმთან, გაუპატიურებასთან, თავდასხმებთან და აგრესიასთან დაკავშირებული ფანტაზიები აწუხებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here