რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის გამართვის მზადყოფნის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადების კომენტირებისას გაიხსენა თებერვალში მოსკოვში მოსალაპარაკებლად ჩასული ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩაფლავება სერგეი ლავროვთან შეხვედრისას.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ ტრასის მცდელობა, “ლაპარაკში გამოეწვია ლავროვი და ხმა გაეკმენდინებინა”, იყო ბრიტანელი მინისტრის სირცხვილი, როცა მან ისიც კი არ იცოდა, რაზე ლაპარაკობდა და ერთმანეთში ურევდა გეოგრაფიულ სახელებს: “ამ მოლაპარაკებებზე რუსეთში ბრიტანეთის ელჩი იძულებული იყო, ყურში ეჩურჩულა ლიზ ტრასისთვის სწორი პასუხები და თავისი უფროსისთვის ხშირად შეესწორებინა ნათქვამი”, _ დაწერა მარია ზახაროვამ თავის თელეგრამ-არხზე 18 ივლისს.
ლუკა მაისურაძე