Home სხვადასხვა დაიჯესტი Le Figaro: არჩევნებში ტრამპის გამარჯვების მთავარი შანსი მოწინააღმდეგის სისუსტეა

Le Figaro: არჩევნებში ტრამპის გამარჯვების მთავარი შანსი მოწინააღმდეგის სისუსტეა

541
Le Figaro: არჩევნებში ტრამპის გამარჯვების მთავარი შანსი მოწინააღმდეგის სისუსტეა

აშშში ჯანდაცვისა და ეკონომიკის მწვავე კრიზისის ფონზე ქვეყნის პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გზავნილი ან პოლიტიკური პროგრამა, _ წერს Le Figaro.

ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ ექსცენტრიკულობამ, რომელმაც დონალდ ტრამპს წინა არჩევნებში გაამარჯვებინა, ამჯერად შეიძლება მის დამარცხებას შეუწყოს ხელი. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მან პოპულარობის შენარჩუნება მწვავე შეკითხვებისთვის თავის არიდების გზით შეძლო, მაგრამ ამა თუ იმ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

ჯო ბაიდენი

“ჯო ბაიდენი _ პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, აქამდე პრეზიდენტის შეცდომების წყალობით იგებდა”, _ აღნიშნავს გაზეთი. ბოლო სამი თვის განმავლობაში გაჩუმებული ბაიდენი, ენერგიულ ტრამპთან შედარებით, “გარკვეული ნორმალურობის სიმბოლოდ” და “იმედად” გამოიყურებოდა, მაგრამ დემოკრატიულმა პარტიამ, გაჟღენთილმა ტრამპისადმი სიძულვილით და მისი ახალი გამარჯვებისადმი “რაციონალური შიშით, ვერ შეძლო ამ “ნორმალურობაზე მოთხოვნის” გადაქცევა თავის უპირატესობად.

ამას ხელი ვერ შეუწყო ვერც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით გამოწვეულმა ბოროტმა სიხარულმა და ვერც მემარცხენე რადიკალების ანტირასისტული პროტესტების პრივატიზაციამ.

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკულ პოლიტიკას ძალიან ცოტა აქვს საერთო 2016 წლის ვითარებასთან, ტრამპის მთავარი შანსი მისი მოწინააღმდეგის სისუსტეშია”, _ წერს გაზეთი.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here