თაგვებში, პირდაპირ სიმსივნეზე გაკეთებულმა ახალმა საინექციო „ვაქცინამ“ წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა — სიმსვინის ყველანაირი კვალი მოისპო. ამის შესახებ კიბოს მკვლევრები იუწყებიან. მათივე განცხადებით, პრეტარატმა იგივენაირად იმოქმედა იმავე ცხოველის დაუმუშავებელ მეტასტაზებზე.
სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა პოტენციური სამკურნალო საშუალება შექმნეს, რისთვისაც გამოიყენეს ორი აგენტი, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები ლიმფომით დაავადებულ პაციენტებზე.
„ამ ორი აგენტის ერთდროულად გამოყენებისას, მომსწრენი გავხდით თუ როგორ გაქრა სიმსივნეები მთლიანი სხეულიდან,ეს მიდგომა გვერდს უვლის სიმსივნეთა სპეციფიკური იმუნური სამიზნეების იდენტიფიცირებას და არ მოითხოვს იმუნური სისტემის სრულ აქტივაციას ან პაციენტის იმუნურ უჯრედებზე მორგებას, — ამბობს უფროსი მკვლევარი, ონკოლოგი რონალდ ლევი.
კიბოს იმუნოთერაპია ძალიან რთულია. იმის გამო, რომ კიბოს უჯრედები ორგანიზმის მიერაა წარმოქმნილი, იმუნური სისტემა მათ ისეთივე საფრთხედ ვერ აღიქვამს, როგორც მაგალითად, გარედან შეჭრილ ვირუსებს.
სტენფორდის ვაქცინა შესაძლოა, გაცილებით მარტივი და იაფი იყოს.
ლაბორატორიის თაგვებს ორ ადგილას გადაუნერგეს გენური ინჟინერიის გზით შექმნილი თაგვის ლიმფომა, რათა ისინი ძუძუს კიბოთი დაავადებულიყვნენ.
ლიმფომის მქონე 90 თაგვიდან სრულად განიკურნა 87. პრეპარატი შეჰყავდათ მხოლოდ ერთ სიმსივნეში, მაგრამ ნადგურდებოდა ორივე. დანარჩენ 3 თაგვს ლიმფომა ხელახლა განუვითარდათ, მაგრამ მეორე ინექციის შემდეგ, ისინიც სრულად განიკურნენ.
ამის შემდეგ, ჯგუფმა ცდა ჩაატარა თაგვზე, რომელსაც ჰქონდა როგორც ლიმფომა, ისე მსხვილი ნაწლავის კიბო. ინექცია მას მხოლოდ ლიმფომაზე გაუკეთეს. ლიმფომა განადგურდა, მაგრამ მსხვილი ნაწლავის კიბო არა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სიმსივნეებში არსებული T ლიმფოციტები სპეციფიკურია ამ სახის კიბოსათვის, შესაბამისად, მკურნალობის ამ მეთოდს გააჩნია გარკვეული საზღვრები.
მისი ეფექტიანობის შემოწმება მალე მოხდება. ამჟამად იგეგმება კლინიკური, საცდელი კვლევა 15 პაციენტზე, რომლებსაც დაბალი ხარისხის ლიმფომა აქვთ; შედეგად, გამოჩნდება, მუშაობს თუ არა მკურნალობის ეს მეთოდი ადამიანებშიც.
თუკი ეფექტიანი აღმოჩნდა, მისი გამოყენება მომავალში შესაძლებელი იქნება სიმსივნეებზე ქირურგიულ ჩარევამდე, რათა მოხდეს მეტასტაზების თავიდან აცილება ან კიბოს ხელახლა გამეორება.