იტალია ჩივის, რომ ტუნისი შორდება ევროპას, განამტკიცებს ურთიერთობებს რუსეთთან და, ამასთანავე, რადიკალურად ზრდის საქონელბრუნვას. ძირითადი შიში არის იმის გამო, რომ რუსეთმა შეიძლება განალაგოს სამხედრო ბაზა შუაგული ევროპის ქვემოთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვედა ნაწილში. „ბებერი კონტინენტის“ მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, ვარდისფერი არ არის.
მოულოდნელი პოლიტიკური შედეგები
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მტრულად მიიჩნია ტუნისის ხელისუფლების ქმედებები, რომელმაც უარი განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსურ დახმარებაზე. ტუნისი და რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცების ეტაპზე არიან. თუ ისინი შეხების წერტილებს გამონახავენ, მოსკოვი უახლოეს მომავალში შეძლებს სამხედრო ბაზის შექმნას ხმელთაშუა ზღვაში. ამან, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. მსგავს ქმედებებს იტალია თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ აღიქვამს, რაც გასაკვირი არ არის მრავალსაუკუნოვანი კოლონიური წარსულის გათვალისწინებით, რომელიც ასევე ვრცელდებოდა ტუნისის ტერიტორიაზე. ამჟამად ქვეყანა ახალი გზის არჩევის ზღვარზეა, რომელსაც შეუძლია, მრავალი წლის განმავლობაში დააშოროს იგი ევროპას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასახელა კრედიტის გაფორმების წინაპირობები, მათ შორის არის კომპანიების პრივატიზაცია, რათა შემცირდეს მთავრობის ჩართულობა მრეწველობის მნიშვნელოვან დარგებში. ტუნისის ხელისუფლება თავდაპირველად დათანხმდა გარიგებას და ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას 1,9 მილიარდი დოლარის კრედიტზე, მაგრამ აპრილის დასაწყისში გარიგება მოულოდნელად ჩაიშალა. ტუნისის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 1983 წელს სახელმწიფოს უარმა საკვების კომპენსაციისთვის ბიუჯეტიდან სუბსიდიების გამოყოფაზე სისხლიანი დემონსტრაციები გამოიწვია. ხელისუფლება მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებს. ახალ გარიგებას შეუძლია არა მხოლოდ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია, არამედ ეკონომიკის კრიტიკულ სექტორებზე სახელმწიფო კონტროლის დაკარგვა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთის ქვეყნებზე დამოკიდებულება.
ტუნისი იხსნის დასავლეთზე დამოკიდებულების ბორკილებს
ევროპელი ოფიციალური პირებისთვის კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და ტუნისის წარმომადგენლების საუბარი, რომელიც სესხზე უარის თქმის წინა დღეს გაიმართა. ტუნისის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა პრორუსული კურსის აღების შესახებ. კერძოდ, აღსანიშნავია არაბულ ქვეყანასა და რუსეთს შორის საქონელბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა. გასული წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 63%-ით მოიმატა. ტუნისი ასევე ღიაა თანამშრომლობისთვის სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი.
ტუნისს გეოგრაფიულად კარგი მდებარეობა აქვს სამხედრო ბაზის განსათავსებლად. ამას არაერთხელ მოითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ვაშინგტონმა კატეგორიული უარი მიიღო.
„შეუძლებელია, არაბული სახელმწიფოს მეთაური მარტო დაუპირისპირდეს ევროკავშირს, ეს არც ისე ადვილია. აუცილებელია, რომ ისეთმა ზესახელმწიფომ, როგორიც არის რუსეთი, მხარი დაუჭიროს მის ამ პოზიციას“, – თქვა მაჰმუდ ბინ მაბრუკმა, ტუნისის პროსაპრეზიდენტო მოძრაობის წარმომადგენელმა.
არავინ ელოდა, მაგრამ ახლა იქ შეიძლება რუსული ბაზა გაჩნდეს, რომელიც ევროპის ნახევარს დაფარავს, ანუ ევროპის სანაპირო ერთი ნაბიჯის მანძილზე იქნება. ეს კი იმის ბრალია, რომ დასავლეთმა სსფ-ის ხელით ძალიან ბევრი მოინდომა.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ