Home ახალი ამბები საქართველო „ტრაგიკომედიაა, რომ ოპოზიციიდან ის ითხოვს რიგგარეშე სესიის მოწვევას, ვინც არ ესწრება სხდომებს“...

„ტრაგიკომედიაა, რომ ოპოზიციიდან ის ითხოვს რიგგარეშე სესიის მოწვევას, ვინც არ ესწრება სხდომებს“ – გურამ მაჭარაშვილი

39

„ტრაგიკომედიაა, რომ ოპოზიციიდან ის ითხოვს რიგგარეშე სესიის მოწვევას, ვინც არ ესწრება სხდომებს, თან ისეთ საკითხებზე, რომლის განხილვაშიც ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მმართველი პარტიის დეპუტატი აცხადებს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევის ვალდებულებას ვერ ხედავს. 

„ნამდვილად ვერ გეტყვით, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის მისი ექსკლუზიური უფლება. ჩვენ  ვინც დავდივართ პარლამენტში, ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფებში. საკითხი ამ ეტაპზე არ არის ისეთი, რომ საჭიროებდეს რიგგარეშე სესიის მოწვევას.

ტრაგიკომედია არის სწორედ იმაში, ვინც არ დადის ოპოზიციიდან, ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ამ ევროინტეგრაციის პროცესს და 12 რეკომენდაციის შესრულებას, ის ითხოვს რიგგარეშე სესიის მოწვევას, თან ისეთ საკითხებზე რომლის განხილვაშიც ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here