Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე რეკორდები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში 2018 წელს შევიდა

რეკორდები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში 2018 წელს შევიდა

2428

ზოგიერთი უფლისგან არის დაჯილდოებული განსაკუთრებული მონაცემებით, ზოგს კი თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად. რეკორდები კი წლიდან წლამდე სულ უფრო განსაცვიფრებელია. გაეცანით გინესის რეკორდების წიგნის 63-ე გამოცემის რამდენიმე რეკორდსმენს. 

ბუნებამ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წამწამებით დააჯილდოვა შანხაის მცხოვრები იუ იანკსია. მისი წამწამების სიგრძე 12,4 სმ-ია.

გერმანელმა ანდრე ორტოლფმა 1 წუთში 893 გრამი კარტოფილის პიურე შეჭამა. მოგვიანებით კი 1,445 კგ ჟელე 1 წუთში შესანსლა.

მართალია, როცა ამბობენ, რომ ბიჭის ცხოვრებაში ყველაზე რთულია პირველი 40 წელიწადი. ამ მამაკაცმა, ერიკ ჯასკოლკამ, ბეტმენის ფიგურების ყველაზე დიდი კოლექცია (15 400 ერთეული) შეაგროვა.

ეს გახლავთ რუსი კალათბურთელი ეკატერინე ლისინა (სიმაღლე 205,7 სმ), რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს (1 მ 33 სმ).

ჯიმი არინგტონი ყველაზე ხანდაზმული ბოდიბილდერია. ის 1932 წლის 1 სექტემბერს დაიბადა. ვენისში (კალიფორნიის შტატი) ბოდიბილდერების პროფესიონალურ ტურნირში მონაწილეობისას, 2015 წლის 7 სექტემბერს, ის 83 წლისა და 6 დღის იყო.

ბრიტანელ ნილ ხაიზმისონს ისტორიაში პირველად თავის ქალის უკანა ნაწილში ჩაუნერგეს ანტენა. ეს მოხდა 2004 წელს.

ბაგირზე ყველაზე სწრაფად დადის ფრანგი ლუკას მილიარდი. ბაგირის 100 მ მან 1 წუთსა და 59,7 წმ-ში გაიარა.

ამერიკელმა ნეიტონ სავაიამ ლეგოსგან ააგო მსოფლიოში ყველაზე დიდი ბეტმობილი, რომლის სიმაღლე 1,3 მ-ია; სიგანე _ 1,69 მ; ხოლო სიგრძე 5,51 მ.

ამერიკელ აიანა ვილიამსს ქალთა შორის ყველაზე გრძელი ფრჩხილები აქვს ხელებზე. მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ჯამური სიგრძე 576,4 სმ-ია.

ყველაზე დიდი ძაღლი ფრედი და მისი პატრონი კლერ სტოუნმანი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here