Home ახალი ამბები საქართველო გია ვოლსკი – პარალელური პროცესი საკონსტიტუციო ფორმატიდან ამოვარდნილია, თუ ვინმეს მიმართ შეიძლება,...

გია ვოლსკი – პარალელური პროცესი საკონსტიტუციო ფორმატიდან ამოვარდნილია, თუ ვინმეს მიმართ შეიძლება, უნდობლობა გამოიხატოს, ეს რადიკალური ოპოზიციაა

54

ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე უარს იტყოდა.

„ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან და საკუთარ თავს თავადვე ახასიათებს. თუ ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება, გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს რადიკალიზმის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივი მცდელობა. ეს ხალხი ამ ფორმატიდან ვერ ამოვარდა, პარალელური პროცესიც სწორედ ამის მაჩვენებელია. ვინაიდან, ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება. რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა. ამ ჩაფლავების შემდეგ კი, მოსალოდნელი იყო, რომ უარს იტყოდნენ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე. ეს არის პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დღეიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here