Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო: გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი დაინიშნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის...

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო: გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი დაინიშნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჯარების დაჯგუფების მეთაურად

89
ვალერი გერასიმოვი

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გერასიმოვის მოადგილეებად დაინიშნენ არმიის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი გენერალი სერგეი სუროვიკინი, არმიის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი გენერალი ოლეგ სალუკოვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, გადაწყვეტილება უკავშირდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას დასახული ამოცანების მასშტაბის გაფართოებას, ასევე შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის ჯარებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების ორგანიზების აუცილებლობას, მათ მხარდაჭერას, მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებას.

მანამდე უკრაინაში სპეცოპერაციას სერგეი სუროვიკინი ხელმძღვანელობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here