Home ახალი ამბები საქართველო გავიმარჯვეთ?

გავიმარჯვეთ?

ეპოქალური ძვრები და შეკითხვები

466

დავიწყოთ იმით,  რა არის გეიაღლუმი, პრაიდი თუ რაღაც ჯანდაბა, რომელიც, ამდენი ხანია, ტვინს გვიმღვრევს და ცხოვრებას გვიწამლავს.

ეს არის ადამიანებისთვის მოწყობილი მძიმე გამოცდა, ერთგვარი ხაფანგი, რომელშიც აუცილებლად გაებმები, თუკი იმ ვერაგულ რებუსს ვერ ამოხსნი, რომელსაც ლგბტქ+ მალავს და, რომელიც მსოფლიო პრობლემად აქციეს.

სანამ  მსჯელობას განვაგრძობ, გთხოვთ, ამ აბრევიატურას დააკვირდეთ, რომელსაც მუდმივად რაღაცას ამატებენ. ახლა ბოლოში პლუსი დასვეს იმის ნიშნად, რომ იგი თანდათანობით (დროთა განმავლობაში) შეივსება, ე.ი. გაჩნდება ისეთი ფორმები, რომლებიც ჯერ არ აღმოუჩენიათ თუ არ გამოუგონიათ. წარმოგიდგენიათ? მენდელეევის პერიოდული სისტემის მსგავსი ცხრილი შემოგვთავაზეს იმ განსხვავებით, რომ, იმ უდიდეს მეცნიერთან ბუნებაში არსებულ ქიმიურ ელემენტებზე თუ იყო საუბარი, აქ გარყვნილების ელემენტებზეა საუბარი; ანუ მათ წინასწარ იციან, რომ ადამიანის გადაგვარების ახალ ელემენტებს აუცილებლად შექმნიან, ოღონდ ჯერ არ იციან, კონკრეტულად რა სახე ექნება მათ და, შესაბამისად, არც ის იციან, რა სახელებს მოუძებნიან მომავალში… ამიტომ დაწერეს პლუსი და ამით მთელ მსოფლიოს ამცნეს: ეს ამბავი აქ არ მთავრდება, იგი ისეთი პროგრესირებადი უბედურებაა, რომ ბოლო არ ექნებაო.

დავუბრუნდეთ იმ ვერაგობას, რომელიც ამ საქმეშია ჩადებული. ბუნებაში არსებული ეს საშინელი ანომალია მსოფლიოს უბოროტესმა ძალებმა შესანიშნავად გამოიყენეს იმისთვის, რომ თემასთან შეხებისას  ნებისმიერი ადამიანი ფსიქოლოგიური გაორების მდგომარეობაში აღმოჩნდეს. რას ნიშნავს ეს? ეს მოვლენა (ერთი და იმავე სქესის პირთა ერთმანეთისკენ ლტოლვა) ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა იმდენად, რამდენადაც აქ სქესი წმინდა პირობითობაა. სქესობრივი ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი ლტოლვას ნიშნავს. საკუთარი სქესისადმი ლტოლვას ყველაფერი შეიძლება ეწოდოს, გარდა სქესობრივი ლტოლვისა. აქ არის ადამიანის ლტოლვა მეორე ადამიანისადმი, მაგრამ ეს არ არის სქესობრივი ლტოლვა. ეს სქესთა ურთიერთისკენ ბუნებრივი ლტოლვის ბინძური იმიტაციაა, გულისამრევი პაროდიაა. აქ სქესობრივი ლტოლვა არათუ არ არის, იგი საერთოდ მოხსნილიდა გამორიცხულია. ამდენად, ეს სრულიად არაბუნებრივი მოვლენა ნებისმიერ ნორმალურ ადამიანში იწვევს მიუღებლობას, ანუ იწვევს ზიზღისა და შიშის ნაზავისგან შემდგარ დამოკიდებულებას. ეს ერთი მდგომარეობაა. მეორე მდგომარეობა კი ადამიანის ჰუმანისტური და ტოლერანტული ბუნების გამოვლენაა, რომელიც სიბრალულისა და თანაგრძნობის ნაზავისგან შედგება და ასეთი სახის ფორმულირებას იძენს: მართალია, ამაში არის რაღაც, რაც არაბუნებრივი და მიუღებელია, მაგრამ, რაკი იგი არსებობს, როგორც ფაქტი, როგორც მოვლენა, ვალდებული ვარ, დავძლიო ჩემი შინაგანი მიუღებლობა, დავძლიო შიშიც,  ზიზღიც და საკუთარი თავი ვაიძულო,  მიუღებელი მისაღებად გამოვაცხადო. ამ შემთხვევაში მიუღებლობა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მიმღებლობა კი – არაბუნებრივი. ამის გამო ადამიანს ეწყება ფსიქოლოგიური გაორება, რომელიც უკიდურესად შემაწუხებელია, რადგან, ერთი მხრივ, ადამიანს თუ არ შეუძლია ებრძოლოს  შინაგან განწყობას, რომელიც მისი ბუნებრივი რეაქციაა, მეორე მხრივ, მას არც ის შეუძლია, რომ არ იყოს ჰუმანური და ტოლერანტული, რადგან ესეც მისი შინაგანი მოთხოვნა და მდგომარეობაა. ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ხაფანგი სწორედ აქაა დაგებული და იმაში მდგომარეობს, რომ ასე არამხოლოდ ადამიანის გაორება ხდება, საზოგადოებაც იხლიჩება, ვინაიდან ამ გაორების მდგომარეობაში საზოგადოებრივი კონსენსუსი მუდმივად მიუღწეველი რჩება.

აქ იბადება მთავარი შეკითხვა:  რა მიზანს ისახავს და ვის სჭირდება ამ საკითხის პედალირება? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მხოლოდ და მხოლოდ მას, ვისაც მსოფლიოზე გლობალური გავლენის მოპოვება სურს. ამ ძალებმა, როგორც ზემოთ ვთქვი, ძალიან კარგად მიაგნეს თემას, რომელმაც შეიძლება  ორად გახლიჩოს ინდივიდებიც, ერებიც და კაცობრიობაც. ეს კი მათთვის ხელსაყრელ ვითარებას ქმნის, ვინაიდან საზოგადოების (ხალხის) დაყოფა მასზე გაბატონების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. საქმე ამით არ მთავრდება. კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც ამაში ჩათრეული აღმოჩნდება, არაბუნებრივის აღიარების პრეცედენტს უშვებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ  ყოველივე ბუნებრივის მოწინააღმდეგედ ყალიბდება. ეს ვრცელდება ზნეობაზე, ტრადიციებზე, რელიგიაზე. კაცობრიობის ეს ნაწილი ადამიანთან და ღმერთთან დაპირისპირებულ ძალად ყალიბდება.

ისტორიულად ყველაზე დიდი იდეოლოგია, რომელსაც მასების აყოლიება შეეძლო, საზოგადოებრივი ცნობიერების ის ფორმაა, რომელსაც რელიგია ჰქვია. საზოგადოებრივი ცნობიერების სხვა ფორმების – პოლიტიკისა და მეცნიერების – მიმდევრები საზოგადოებაზე ზემოქმედების მოსახდენად ცდილობდნენ, რომ მეცნიერულად დამუშავებული იდეოლოგიები შეექმნათ, მაგრამ ფართო მასებზე  რელიგიის გავლენას განუზომლად მეტი მასშტაბი გააჩნდა ყოველთვის. ამას სწორედ მისი არამეცნიერულობა (იდუმალება, მისტიკა) განაპირობებდა. საზოგადოების განვითარების დღევანდელ ეტაპზე ათეისტურმა განწყობებმა იმძლავრა, რომლის გამოც რელიგია რამდენადმე თმობს პოზიციებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით იგი მაინც ყველაზე მასობრივი და ყველაზე აქტიური ინსტიტუციაა. რელიგიათა შორის წინააღმდეგობა ჩვეულებრივი მოვლენაა. კაცობრიობის ისტორიას რელიგიური ომებიც ახსოვს, მაგრამ, ამასთანავე, არსებობს რელიგიათა გამაერთიანებელი დიდი ძალაც. ეს არის საზოგადოებრივი ცნობიერების ის ფორმა, რომელსაც მორალი ჰქვია. ყველა ტრადიციულ რელიგიას აერთიანებს ზნეობრივი საწყისი. ყველა მათგანი სიყვარულს, სიკეთესა და ჰუმანიზმს ქადაგებს, ამიტომ, მიუხედავად გარკვეული დაპირისპირებისა, ისინი კაცობრიობას მაინც ერთი მიმართულებით წარმართავენ, ეს ღმერთის მიმართულებაა. მსოფლიოს იმ ძალებმა, რომლებიც კაცობრიობაზე გაბატონებისკენ ისწრაფვიან, იციან, რომ მათ რელიგიის ძალის მქონე ახალი იდეოლოგია სჭირდებათ, რომელიც შეძლებს,  ყველა რელიგიას (ერთად აღებულს) ერთდროულად დაუპირისპირდეს. მათ ისიც იციან, რომ ღმერთის მიმართულებით, ანუ მორალისა და ზნეობის მიმართულებით მათთვის ადგილი არ რჩება, ამიტომ  ცდილობენ, ღმერთთან და ადამიანთან დაპირისპირებული იდეოლოგია შექმნან, რათა ეს ყველაფერი ერთად დაამარცხონ. ეს ტრადიციული რელიგიების საწინააღმდეგო ახალი რელიგიაა. ეს ღმერთთან და ადამიანთან მებრძოლი რელიგიაა. ღმერთთან და ადამიანთან დაპირისპირებული ძალა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებასთან, სიკეთეს და სიყვარულთან დაპირისპირებული ძალაა,  ანუ სიცრუე, ბოროტება და სიძულვილია. ეს უკვე სატანაა! ლგბტქ+ სატანის რელიგიაა! მეტსაც გეტყვით, ამ საქმეს საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც სქესის აღრევით იტანჯებიან. აქ ეს ანომალია, როგორც უკვე ვთქვი, ვერაგულადაა გამოყენებული. თემაა წინ წამოწეული, თორემ თვითონ ეს ადამიანები არავის აინტერესებს. დარწმუნებული ვარ, მათი დიდი  უმრავლესობა ამაში არც მონაწილეობს.

ეს არის ამ საკითხის ერთი მხარე. მეორე მხარე კი მასთან ბრძოლაა. საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია გარყვნილების პროპაგანდაჯამში კი მიუღებელია სატანის რელიგია, ფიზიკურად აღუდგა წინ ამ უმსგავსობას და ძალადობრივი მეთოდებით შეაჩერა იგი. როდის და რა ვითარებაში მიმართავს ხალხი ამგვარ მეთოდებს? მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე ან სამართლებრივი სისტემა (საკანონმდებლო ველი) არ შეესაბამება და არ ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს. ქართველი ხალხის ფსიქიკაზე მოძალადე ამ დაქირავებულ და აღვირახსნილ ჯგუფებს კანონები რომ არ უწყობდეს  ხელს, აღარ იქნებოდა საჭირო ქუჩაში ხალხის გამოსვლა და ფიზიკური ძალადობის გზით მათი შეჩერება. პრობლემას ის ქმნის, რომ ამ ნაწილში საზოგადოებრივ განწყობებსა და სამართლებრივ სისტემას შორის გვაქვს აცდენა, თანაც დიდი დოზით. ეს შემთხვევით არ ხდება, ანუ ეს არ არის კანონმდებელთა მუშაობაში დაშვებული შეცდომის შედეგი, ეს არ არის უბრალოდ ხარვეზი, ეს არის ანარეკლი იმ მდგომარეობისა, რომ ქართულ კანონმდებლობას ქართველი ხალხი,  ანუ ის, ვინც არის ხელისუფლების წყარო, კი ვერ ახორციელებს, არამედ  გარეშე ძალები. ძირითადად, იმ გარეშე ძალების ხელშია საზოგადოებაზე გავლენის ყველაზე მძლავრი საშუალებებიც (პრესა, ტელევიზია, ინტერნეტი), მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაეუფლნენ საზოგადოებრივ აზრს, სამაგიეროდ, მათ თითქმის მთლიანად ხელში ჰყავთ პარლამენტი, რომელიც .. ვენეციის კომისიის გარეშე ვერც ერთ კანონს ვერ იღებს, ამიტომ საქართველოს კანონმდებლებს (მათი სურვილის შემთხვევაშიც) არ მისცემენ ამ საკითხში საზოგადოებრივი განწყობების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის უფლებას. ამის გამო არსებობს ის დიდი აცდენა საზოგადოებრივ განწყობებსა და კანონთა სისტემას შორის, რომელიც ამ უზარმაზარ ხარვეზს წარმოშობს.

8 ივლისის პრაიდი ხალხმა ჩაშალა, მაგრამ ამას გამარჯვებას ვერ დავარქმევთ. გამარჯვება მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც ხალხის (უმრავლესობის) განწყობები კანონებში იქნება ასახული და მას საკუთარი ინტერესების დასაცავად ქუჩაში სირბილი არ მოუწევს. ეს მდგომარეობა ადვილად არ მიიღწევა. დასავლეთი ისე ღრმად არის შემოსული საქართველოში, რომ მისი კლანჭებისგან თავის დაღწევა მხოლოდ ეპოქალური ძვრების შედეგად თუ მოხდება. ეპოქალური ძვრები დაწყებულია, მაგრამ მათ ფონზე ჩვენ წინაშე მთელი სიმწვავით აღიმართა შეკითხვები:

გავერკვევით ამ ძვრების არსში?

გავიკვლევთ გზას სწორად?

მოვეგებით გონს?

არ გადავიქცევით წარსულში დაშვებულ შეცდომათა მძევლებად?

ვალერი კვარაცხელია                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here