Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში გახსნეს 50 წლისწინანდელი მკვლელობა გაუპატიურებით

აშშ-ში გახსნეს 50 წლისწინანდელი მკვლელობა გაუპატიურებით

ამერიკის კოლორადოს შტატში პოლიციელებმა გახსნეს სასტიკი მკვლელობა. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა უცნობმა პირმა შორეულ 1970 წელს, მაგრამ გამოძიების დამთავრების მომენტში მკვლელი გარდაცვლილი აღმოჩნდა, _ CBS Denver. 

დადგინდა, რომ 1970 წლის 8 მარტს 23 წლის ბეთი ლი ჯონსი წაეჩხუბა ქმარს თავისი სახლის წინ. ინციდენტის შემდეგ ქმარი იქაურობას გაეცალა. ქალმა გააჩერა ცისფერი “სედანი” და ქმარს დაედევნა. ამის შემდეგ ქალი ცოცხალი არავის უნახავს. გარკვეული დროის შემდეგ ქალაქ დენვერის საზღვარზე იპოვეს მისი გაკოჭილი გვამი გაუპატიურების ნიშნებით. ბოროტმოქმედი ჯერ შეეცადა მსხვერპლის დახრჩობას, შემდეგ ესროლა და მოკლა. ეს საქმე წლების განმავლობაში გაუხსნელი საქმეების ჩამონათვალში იყო შეტანილი. 2006 წელს ჩაატარეს გვამის ექსჰუმაცია და ცხედარზე შესაძლო მკვლელის დნმ-ის კვალი იპოვეს. ექსპერტებმა შეადგინეს გენეალოგიური ხე და გამოთვალეს, რომ მკვლელობა ჩაიდინა პოლ ლეროი მარტინმა, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა.

მარტინისა და ბეთი ლი ჯონსონს შორის შესაძლო კავშირის შესახებ არაფერია ცნობილი. მისი სახელი მითითებული არ არის არც ერთ პოლიციურ დოკუმენტში, მაგრამ, მისი ძმის განცხადებით, მარტინს ცისფერისედანიმართლაც ჰყავდა”, _ ნათქვამია წერილში.

გამომძიებლებმა განაცხადეს, არსებულ მტკიცებულებათა და დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით, რომლებიც მოპოვებული იყო გამოძიების დროს, მკვლელობაში ბრალდებულს აუცილებლად მოსთხოვდნენ პასუხს, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here