დამასკო მოითხოვს სირიაში მოქმედი კოალიციის დაშლას, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, რადგან იგი ებრძვის და ანადგურებს ყველაფერს, გარდა ტერორისტებისა, _განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა მოსკოვში გამართული მოლაპარაკებისას. ამასთანავე, მან შეშფოთება გამოთქვა აშშ–ის მიერ ქურთი მოხალისეების მხარდაჭერის გამო.
ვალიდ მუალემის თქმით, ამერიკის დახმარებამ ამჟამად კი გააბრუა ქურთები, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დახმარება მუდმივი არ იქნება. სირიელი ქურთები დამასკოს ნავთობით მდიდარ რაიონებზე კონტროლის დაწესებაში ექიშპებიან. რუსეთის ავიაცია განაგრძობს სირიის ჯარების დეირ-ეზ-ზორის რაიონში განხორციელებული ოპერაციების მხარდაჭერას.
ამ ფონზე ორივე მხარის ურთიერთობა ვაშინგტონთან უაღრესად მწვავდება: ახლახან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს ბრალი დასდო, რომ მან ჩაშალა სამშვიდობო პროცესი დეესკალაციის ერთ-ერთ ზონაში. მოსკოვის მონაცემებით, ამერიკელების კონტროლს დაქვემდებარებული რაიონებიდან “ბოევიკების” რამდენიმე ასეული დაუბრკოლებლად გავიდა და ტერორისტებმა შეძლეს, ხელთ ეგდოთ ორი ავტოკოლონა ჰუმანიტარული ტვირთით.